ყველანაირი სიკვდილი, გარდა კოვიდისა, ხელისუფლების მიერ არის დაშვებული, მათ პოლიტიკური დივიდენდების დაწერა სურთ — უგულავა
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობს.
გიგი უგულავას თქმით, პანდემიის პერიოდში, მთავრობამ მოგუდა მთლიანად ეკონომიკა და ამავდროულად, ეპიდემიოლოგიური ვითარებაც მძიმდება. უგულავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლებას არ აინტერესებს ადამიანების ეკონომიკური და სოციალური სიდუხჭირე და მათთვის მთავარია ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომლითაც ისინი იწერენ პოლიტიკურ დივიდენდებს.
"უკიდურესი სიბეცე და თავისი თავის მოტყუებაა იმის არ შემჩნევა, რომ ქვეყანაში არის მძიმე ეკონომიკური კრიზისი. ეს ჩანს ციფრებით, ეს ჩანს შეუიარაღებელი თვალით და განსაკუთრებით ეს ჩანს ჩვენ სოფლებში, სადაც გაუსაძლისი უბედურება ტრიალებს. ამას ემატება მუდმივი დაშინება ხელისუფლების მხრიდან და ის, რომ საზოგადოების უდიდეს ნაწილს, განსაკუთრებით რეგიონებში არ სჯერა ხელისუფლების, ეს ისევ ხელისუფლების ბრალია. როდესაც იყო პანიკა, ჩვენ ვნახეთ, რომ ხელისუფლება კორონას საკითხს იყენებდა პოლიტიკური დივიდენდების არათუ დასაწერად, არამედ ოპოზიციასთან საბრძოლველად", — აღნიშნავს უგულავა
მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ ყველა თავისი პრობლემის მოგვარება გადაწყვიტა კოვიდით.
"რას მოიმოქმედებს ეს ხელისუფლება, ძნელად პროგნოზირებადია, თუ გადაიდება არჩევნები, ხელისუფლებისთვის ეს იქნება დანგრევის ნიშანი, არ გადაიდება და ის დგას რეალური პრობლემის წინაშე. რატომ აირჩია ხელისუფლებამ ეკონომიკის მოგუდვის გზა, თუ პანდემია მასთან თანაცხოვრების მანძილზე უნდა გადაძლეულიყო. ასევე, თუ თანაცხოვრება იყო გამოსავალი, ის რაც მთელმა მსოფლიომ გააკეთა, ჩვენთან პირიქით, ამოგუდვის გზით წავედით და საზოგადოებამ დაინახა, რომ აქ არის პოლიტიკური მდგენელი და ამის გამო აღარავინ იცავს იმ წესებს, რომლებსაც სხვა ქვეყნებში იცავენ", — აცხადებს უგულავა.
უგულავა ამბობს, რომ ხელისუფლებამ ერთჯერადად გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს.
"საბოლოო ჯამში, ამის საზღაურს იხდის ადამიანი, ჩვენი ოჯახები ეკონომიკურად და ჩვენი ჯანმრთელობა. ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ციფრი არის მზარდი და ჩვენს ხელისუფლებას არც ეკონომიკიდან კრიზისის გამოსვლის და არც რეალური მართვის გეგმა არ აქვს. ერთადერთი გამოსავალი არის ცვლილებები, დრამატული და გარდამტეხი ცვლილებები არჩევნებზე, მხოლოდ ეს შეძლებს ადამიანს დაუბრუნოს იმედი მომავლის, რამაც შეიძლება საფუძველი შეუქმნას ეკონომიკის განვითარებას. ფაქტია, რომ ყველანაირი სიკვდილი ამ ხელისუფლების მიერ არის დაშვებული, გარდა კოვიდისა, რადგან აქ არსებობს პოლიტიკური მდგენელი და ხელისუფლებას პოლიტიკური დივიდენდების დაწერა სურს", — განაცხადა გიგი უგულავამ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები