ყველა პირი იდენტიფიცირებულია, ვინც ლელოს ღონისძიებაზე შეჭრა სცადა — ხაზარაძე
ლელოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ ზუგდიდში ლელოს ღონისძიების პროვოკაციულად ჩაშლის შესახებ განცხადება გაავრცელა.
მამუკა ხაზარაძემ ის პირები დაასახელა, ვინც, მისი თქმით, ქართული ოცნების მიერ იყვნენ დაქირავებული და პარტიის ღონისძიებაზე შემოჭრა სცადეს. ლელოს თავმჯდომარის თქმით, ყველა პირი იდენტიფიცირებულია და ასევე, ცნობილია სუს-ის იმ თანამშრომლების სია, რომლებიც ყოველდღიურად ცდილობენ ლელოს წევრების შევიწროებას და რომლის სახელებსაც უახლოეს პერიოდში გაასაჯაროვებენ.
"გუშინ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენის ღონისძიებაზე მოხდა პროვოკაცია, რომელიც დაგეგმილი იყო ქართული ოცნების და მისი მხარდამჭერებისგან. ჩვენ მათი იდენტიფიცირება მოვახდინეთ, ეს ადამიანები ჩვენი გადასახადების ხარჯზე აწყობენ სხვა პარტიების, ამ შემთხვევაში ლელოს პროვოკაციას. ესენი არიან სხადასხვა აიპ-ის თანამშრომლები: ქალბატონი მანანა მაქაცარია — ბიბლიოთეკის დირექტორი, რომელიც ფინანსდება ჩვენი ბიუჯეტიდან. რონალდ მაქაცარია — სპორტის აიპ-ის ხელმძღვანელი, ჯაბა შენგელია — კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი, ვახო ზარანდია — ოცნების აქტიური მხარდამჭერი და ასე შემდეგ.
მე მივმართავ ქართულ ოცნებას და კერძოდ მათ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომ მსგავსი მეთოდები იყო 90-იან წლებში და ამ მეთოდებმა საქართველო გახლიჩა. ჩვენ ყველა ასეთ ფაქტს გავუკეთებთ პერსონალურ იდენტიფიკაციას და არცერთ ფაქტს არ დავტოვებთ რეაგირების გარეშე", — განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ხაზარაძის თქმით, მმართველი პარტია მოსახლეობის მიერ ბიუჯეტში შეტანილ თანხებს საარჩევნო კამპანიების ჩასაშლელად იყენებს.
"პირადად მე ბოლო 30 წელია ყველაზე მსხვილი შემავსებელი ვარ ბიუჯეტის, ეს თანხა კი იხარჯება იმისთვის, რომ მმართველმა პარტიამ გამოიყენოს საარჩევნო კამპანიის ჩასაშლელად. ასევე, გუშინ ღამით სამტრედიაში ჩვენი შტაბის უფროსის მანქანა დაამტვრიეს. ეს ფაქტები გრძელდება. სუს-ის თანამშრომლებიც იდენტიფიცირებული გვყავს და წარმოვადგენთ მათ სიას, ვინც დასდევს ჩვენი პარტიის თანამშრომლებს და არბევს. ეს არის გუშინდელი საქართველო და ასეთი ადამიანები და ქმედება არავის არ სჭირდება, ქვეყნის სათავეში მდგომი ასეთი ადამიანებისგან საქართველოს გავწმენდთ", — აცხადებს ხაზარაძე.
შეგახსენებთ, რომ ლელოს ინფორმაციით, ზუგდიდში ლელოს მიერ ადგილობრივებთან გამართულ ღონისძიებაზე პარტიის თავმჯდომარეს - მამუკა ხაზარაძეს ადგილობრივი კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები დალი ლატარია, ვახტანგ ზარანდია და სხვადასხვა აიპ-ის თანამშრომლები, მათ შორის ზუგდიდის ბიბლიოთეკის მართვის ცენტრის უფროსი მადონა მაქაცარია პროვოკაციის შემცველი კითხვებით დახვდნენ. პარტიის ცნობით, ზემოაღნიშნული პირები ცდილობდნენ, ცრუ ინფორმაციაზე დაყრდნობით ჩაეშალათ ლელოს ღონისძიება.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები