პატრიოტთა ალიანსის საჯარო საქმიანობა საფუძვლიან ეჭვს ქმნის, რომ მათ კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებთან — ბოკერია
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, საკუთარ Facebook გვერდზე განცხადებას აქვეყნებს.
გიგა ბოკერიას თქმით, ის არ არის მომხრე, რომ რომელიმე პოლიტიკური იდეა ისჯებოდეს და ამის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატებში მე-20 საუკუნეში მოქმედი რასისტული და ნეონაცისტური ორგანიზაცია, კუ-კლუქს კლანი მოჰყავს, რომლის წევრები არა მათი შეხედულებების, არამედ ქმედებების გამო ისჯებოდნენ.
ბოკერია აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამისა, მაშინ, როდესაც თავისუფლებას ექმნება საფრთხე, პატრიოტთა ალიანსის მსგავსი პარტიები და მათი ქმედებები უნდა შეიზღუდოს, რადგან მათ პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებთან.
"საქართველოს დიდი ხნის მეგობარი, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი პატრიოტთა ალიანსის პროპაგანდისტულ კამპანიას გამოეხმაურა. კინზინგერმა, რომელიც არა რომელიმე პარტიის, არამედ ჩვენი ქვეყნის მეგობარია, სწორად შენიშნა, რომ პატრიოტთა ალიანსის მოქმედებები რუსეთისთვის ხელსაყრელ დაძაბულობას ქმნის და მტრისთვის ოკუპაციის ბრალის შემსუბუქებას ანუ პირდაპირ რომ ვთქვათ, პუტინის ინტერესებს ემსახურება. მე არ მგონია, რომ საქართველოში რაიმე სახის იდეა, მათ შორის ჩვენი ქვეყნის მიმართ მტრული, უნდა ისჯებოდეს", — აღნიშნავს ბოკერია.
მისი თქმით, თავისუფლება გულისხმობს ქვეყნისთვის საზიანო შეხედულებების მქონე ადამიანების უფლებასაც ჰქონდეთ ეს შეხედულებები.
"ამ მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილება საუკეთესო მგონია. აშშ-ში კუ -კლუქს კლანიც კი არ შეუზღუდავთ იდეების გამო, მხოლოდ კონკრეტული ძალადობრივი ქმედებების გამო სჯიდნენ. ცივი ომის დროს არც კომუნისტური პარტია აუკრძალავთ. უბრალოდ ორივეს პოლიტიკურ და მორალურ იზოლაციაში აქცევდა საზოგადოება და მთავარი პოლიტიკური ძალები", — აღნიშნავს ის.
ბოკერიას განცხადებით, პატრიოტთა ალიანსის საქმიანობა საფუძვლიან ეჭვს ქმნის, რომ მათ პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებთან.
"პატრიოტთა ალიანსის შემთხვევაში უბრალოდ მტრულ იდეებთან არ გვაქვს საქმე. მათი საჯარო საქმიანობა და ახლახან გამოქვეყნებული დოკუმენტები, საფუძვლიან ეჭვს ქმნის, რომ მათ პირდაპირი კავშირი აქვთ რუსეთის სპეცსამსახურებთან და რესურსებსაც იქიდან იღებენ. ასეთი ქმედების შეზღუდვა კი არამარტო დასაშვებია დემოკრატიაში, არამედ აუცილებელია თავისუფლების დასაცავად", — ამბობს ბოკერია.
"პუტინის აგრესიის დროს, საქართველოს მთავარი შიდა პრობლემა პატრიოტთა ალიანსი კი არაა, არამედ ივანიშვილის ხელისუფლება, რომელმაც 2012 წლიდან არაკოალიციურ პარტნიორად აირჩია ეს პარტია და წლებია მას აძლიერებს, ხელს უწყობს, "ერთ სულ და ერთ ხორც" არიან. ის, რომ ორივე პარტია ერთად მოქმედებს და ორივე ივანიშვილის ინსტრუმენტია, მათი საჯარო ქმედებებიდან ჩანს. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის ორივე პარტია ივანიშვილის ფულით ერთად ეწეოდა სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კამპანიას. ყველა საკვანძო მომენტში, როცა პარლამენტში მათი ხმები სჭირდებათ, უპრობლემოდ იღებენ ამ ხმებს. მთავარი პრობლემა ივანიშვილის ხელისუფლებაა, რომლის პატრონაჟითა და სპონსორობით არსებობენ პუტინისტური სიძულვილის ჯგუფები საქართველოში. აქაც, ფოთში, ხობში და სენაკში, ყველგან იციან, რომ პოლიტიკურ აქციებზე მთავრობა უგროვებს მათ ხალხს.
სწორედ ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა დავამარცხოთ ამ არჩევნებზე ივანიშვილის ხელისუფლება და გარდამტეხი ცვლილებები მოვუტანოთ ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კომპასი არა ჩრდილოეთით, არამედ თავისუფალი სამყაროსკენ უნდა იყო მიმართული", — აცხადებს გიგა ბოკერია.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები