NDI-ს მოსაზრებებს ევროპული საქართველო ფუნდამეტურად იზიარებს — სერგი კაპანაძე
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) განცხადებას ეხმაურება.
სერგი კაპანაძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ოქტომბრის არჩევნებზე ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტს მრავალრიცხოვანი დამკვირვებლები არ ეყოლება, ხელისუფლებას ილუზია არ უნდა ჰქონდეს, რომ არჩევნები დაკვირვების გარეშე ჩაივლის, რადგან დამკვირვებლებს მრავალი საერთაშორისო ორგანიზაცია გზავნის. დეპუტატის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი აქტიურ მონიტორინგს გაუწევს არჩევნებს სხვადასხვა სახით.
"ჩვენ ვნახეთ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის განცხადება, არჩევნების ღიად და გამჭირვალედ ჩატარებასთან დაკავშირებით, აბსოლუტურად ვეთანხმებით იმ მოსაზრებებს, რომლებიც არის გამოთქმული ამ განცხადებაში. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ ადგილზე მეტი დამკვირვებელი ყოფილიყო NDI-დან, თუმცა დამკვირვებლები გვეყოლება სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. შესაბამისად, თუ ვინმეს ჰქონდა ილუზია, ან კიდევ აქვს ილუზია, რომ ჯერ კიდევ არჩევნები დაკვირვების გარეშე ჩაივლის, ეს ასე არ იქნება. რაც მნიშვნელოვანია, NDI აპირებს, რომ წინასაარჩევნო პროცესს დააკვირდეს და ყველა იმ თემას, რაც აწუხებს საზოგადოებას, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს, იქნება ეს დაშინება, მოსყიდვა, სხვადასხვა ტიპის დარღვევა ან კანონის არასათანადოდ შესრულება და მისი ცალმხრივად შესრულება, ამ ყველაფრის მონიტორინგს ის შეასრულებს.
რაც შეეხება იმ კონკრეტულ მოსაზრებას, რომ მნიშვნელოვანია პარტიებმა თავიანთი პროგრამები ღიად გააცნონ საზოგადოებას და გადაწყვეტილება მიიღონ მოქალაქეებმა პარტიების პროგრამებიდან გამომდინარე, ეს არის სწორედ ის, რასაც ევროპული საქართველო აკეთებს. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს გადამწყვეტი ცვლილებები შევთავაზოთ საზოგადოებას, ცვლილებები, რომლებიც დღეს არსებული ამ კრიზისული მდგომარეობიდან წინ წაიყვანს ქვეყანას და ჩვენ სწორედ იდეების მიტანა გვინდა საზოგადოებასთან და იმის ახსნა, რომ ძველებური მეთოდები არ მიგვიყვანს კარგ შედეგამდე. სწორედ ამიტომ ვთავაზობთ, რომ ევროპული საქართველო იყოს კომპასი გადამწყვეტი და გარდამტეხი ცვლილებებისთვის. შესაბამისად, NDI-ს მოსაზრებებს ევროპული საქართველო ფუნდამეტურად იზიარებს", — აცხადებს სერგი კაპანაძე.
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები