ბოკერია: ადამიანები პოლიტიკური შეხედულებით არ უნდა დავყოთ, როცა საქმე მათ თავისუფლებას ეხება
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგა ბოკერია, საკუთარ Facebook გვერდზე სტატუსს აქვეყნებს.
გიგა ბოკერია იხსენებს ზვიად გამსახურდიას მომხრეების სასტიკ დარბევას და ამას ჩვენი ქვეყნისათვის სრულ კატასტროფას უწოდებს. გიგა ბოკერიას თქმით, დღეს უნდა დასრულდეს ადამიანების დაყოფა პოლიტიკური ნიშნით.
"29 წლის წინ ამ დღეს, 2 სექტემბერს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის აქცია პოლიციის რაზმმა დაარბია, გამოიყენეს ცეცხლსასროლი იარაღი. ეს ამბავი შემდგომში განვითარებული მძიმე და ტრაგიკული მოვლენების კატალიზატორად იქცა. არ ვარ შეთქმულების თეორიების მოყვარული, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან ეს ძალიან ჰგავდა გარედან დადგმულ ამბავს. 29 წელი გავიდა და დღემდე არაა აღმოფხვრილი ის უმძიმესი მორალური და ეკონომიკური ზიანი, რაც ქართულმა საზოგადოებამ მაშინ მიიღო. ძალადობით ხელისუფლების დამხობის, ორგანიზებული დანაშაულის აღზევების, ადამიანების პოლიტიკური მრწამსის მიხედვით დახარისხებისა და მათი დევნის პრაქტიკა უმძიმეს კვალად გამოჰყვა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის ახალ ფურცელს", — ნათქვამია სტატუსში.
გიგა ბოკერია ამბობს, რომ 1990 წლის საპარლამენტო არჩევნებში, პარტიული სიმპათიების მიუხედავად, მრგვალი მაგიდის კომუნისტებზე გამარჯვება უნივერსიტეტის აქტიურმა სტუდენტებმა ერთად იზეიმეს. მაშინ ის ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი სტუდენტი იყო: "დღესაც არ შემიცვლია ჩემი აზრი ეთნიკური ნაციონალიზმის დაუშვებლობის, პოლიტიკური პლურალიზმისა და თავისუფალი ეკონომიკის აუცილებლობის შესახებ, მაგრამ ის, რისი კატალიზატორიც 2 სექტემბერი აღმოჩნდა, სრული კატასტროფა იყო ჩვენი ქვეყნისთვის".
გიგა ბოკერია სამხედრო გადატრიალებასა და მის შედეგებსაც იხსენებს:
"სამხედრო გადატრიალებას სამარცხვინო ამბავი მოჰყვა — გამსახურდიას მომხრეთა წლების განმავლობაში განუწყვეტელი დევნა და შევიწროება, მათი უუფლებლო მოქალაქეებად მიჩნევა. ეს ადამიანები ზოგიერთ მნიშვნელოვან საკითხში ჩემს პოლიტიკურ ოპონენტებად მიმაჩნდა. როგორც ვთქვი, იმ საკითხებზე არც ახლა შემიცვლია პოზიციები, მაგრამ მხოლოდ უსიამოვნოდ მაგონდება, რომ მაშინ, 1991 წელს არ მქონდა გაცნობიერებული, როგორი კატასტროფული შედეგები მოჰყვებოდა არჩეული ხელისუფლების შეიარაღებული გზით დამხობას. მე მაშინ 19 წლის სტუდენტი, მაგრამ ამავდროულად, ზრდასრული მოქალაქე ვიყავი.
ეს ფოტო 1997 წელსაა გადაღებული. ეს იყო პირველი დემონსტრაცია, რომელიც სამოქალაქო ორგანიზაციებმა და არა პოლიტიკურმა პარტიებმა გავმართეთ გამსახურდიას მომხრეების მორიგი სასტიკი დარბევის შემდეგ. სამხედრო გადატრიალებიდან 5 წლის შემდეგაც კი ეს დევნა აქტიურად გრძელდებოდა, თუმცა, მაშინ, 1991 წლისგან განსხვავებით, უკვე ჩემთვისაც ცხადი იყო, როგორი სამარცხვინო და ქვეყნის მომავლისთვის დამანგრეველი იყო ეს დამოკიდებულება.
ვარდების რევოლუცია ეროვნული თანხმობისკენ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯი აღმოჩნდა, განსაკუთრებით სამეგრელოში, რომელმაც ყველაზე მეტი და მტკივნეული დარტყმა მიიღო. აქ დაკარგული იყო აღქმა, რომ თბილისში არსებული მთავრობა მათი ხელისუფლებაც იყო. ვარდების რევოლუციამ ეს შეცვალა. ახლა, 2020 წელს უნდა გვახსოვდეს, რომ მსგავსი რამ საქართველოში აღარასდროს უნდა განმეორდეს. ადამიანები პოლიტიკური შეხედულების მიხედვით არასდროს არ უნდა დავყოთ, როცა საქმე მათ თავისუფლებას ეხება", — აცხადებს გიგა ბოკერია.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები