პოლიცია იცავს მოქალაქეების უსაფრთხოებას, მნიშვნელოვანია მათი უზრუნველყოფა სათანადო ხელფასით — აქუბარდია
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებლის სპიკერი თეონა აქუბარდია ქვეყანაში შექმნილ მძიმე კრიმინოგენულ მდგომარეობას პოლიციის სისტემაში არსებულ მენეჯმენტურ ხარვეზებს უკავშირებს და პოლიციელების მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე საუბრობს.
"პოლიციელები არიან დამსახურებული მოქალაქეები, რომლებიც იცავენ ჩვენს, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი ფინანსური უზრუნველყოფა სათანადო ხელფასის სახით. თუმცა სისტემაში არსებობს საკმაოდ ბევრი სხვა ხარვეზი, რომლის სათავეც მენეჯმენტშია. მიმაჩნია, რომ პოლიციის სისტემის რეფორმა, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა მოძრაობამ შეიმუშავა და რომელშიც ჩართულები იყვნენ ამ სფეროს ექსპერტები, დღეს არსებულ მძიმე მდგომარეობას დაარეგულირებს, პოლიცია აღარ იქნება პოლიტიზირებული და ის იზრუნებს ჩვენს უსაფრთხოებაზე", — განაცხადა თეონა აქუბარდიამ და გეგმის განხორციელების შემდგომი ნაბიჯების მნიშვნელოვან კომპონენტებს შეეხო.
"ცნობილია, რომ ამ სისტემის ერთ-ერთი პრობლემური ნაწილი და უკვე აქილევსის ქუსლად წოდებული - გამოძიებაა, რის გამოც დანაშაულის გახსნა არ ხდება და მრავალი დამნაშავე ჯერ კიდევ დაუსჯელი დადის ქუჩაში. იმისთვის, რომ ჩვენ გავხსნათ კრიმინალური საქმეები ამისთვის მნიშვნელოვანია მოდერნიზირებული ლაბორატორიები საგამოძიებო სამსახურისთვის და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება გამოძიებაში. ხშირად უსმენთ, ალბათ, საჯარო განხილვებს გამოძიებასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ბოლო ორი თვეა ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა, დისკუსია და რეალურ პრობლემაზე არავინ საუბრობს. სად ვიჭედებით? დღეს ფაქტობრივად არ ხდება ტექნოლოგიების გამოყენება, არ გაგვაჩნია მოდერნიზებული ლაბორატორიები, რომლებიც თანამედროვე ტექნიკით იქნება აღჭურვილი," – აღნიშნავს აქუბარდია.
სტრატეგია აღამაშენებლის სპიკერისთვის გაუგებარია, როცა საუბრობენ და მანიპულირებენ სტატისტიკასთან დაკავშირებით:
"სტატისტიკა, რომელიც ჩვენ ხელთ გვაქვს და რომელიც საკმაოდ კატასტროფულია, მის ოფიციალურობას შინაგან საქმეთა სამინისტრო ეჭვქვეშ აყენებს და საპირისპიროს აქვეყნებს, თითქოს 2017 წლიდან გაუმჯობესდა ქვეყანაში არსებული კრიმინოგენური მდგომარეობის შეფასების სტატისტიკა. ჩვენ ახალი მიდგომებით ევროპული სტანდარტებით მოვახდენთ დანაშაულის აღრიცხვას, ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ ეს სტატისტიკა იყოს ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში", — აღნიშნავს აქუბარდია.
რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად თეონა აქუბარდია მოქალაქეების მოსმენებს ასახელებს, რაც დაუშვებელია.
"აქ არ არის საუბარი კრიმინალის მოსმენებზე, აქ არის საუბარი მშვიდობიანი მოქალაქეების მოსმენაზე. საქართველოში ტელეფონზე მოსმენა ხდება არამართლზომიერად და ამის გამოძიება და დამტკიცება ძალიან რთულია. ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქალაქეების არამართლზომიერი მოსმენები უნდა შეჩერდეს და ეს არის ჩვენი გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. პოლიციელის, რომელიც იცავს თითოეული ადამიანის უსაფრთხოებას და სიცოცხლეს, აუცილებელია ჰქონდეს მაღალი კომპეტენცია და ეს კომპეტენცია არ არის მხოლოდ ერთჯერადი უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, ნემისმიერ დასავლურ ქვეყანაში განათლება არის უწყვეტი პროცესი. ჩვენ ვაპირებთ, რომ ეს უწყვეტი განათლება მივცეთ პოლიციელებს, მუდმივი ტრენინგების, შესაბამისი კურსების სახით.
განათლებული პოლიციელი გარანტიაა იმისა, რომ ჩვენი უსაფრთხოება იქნება დაცული კანონის ფარგლებში, მაღალ კომპეტენტურ დონეზე. დღეს მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელის ნდობა საზოგადოებაში მაღალია, საკმაოდ დაბალია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ საზოგადოების მხარდაჭერა. ამიტომაც, ეს არის სისტემური და პოლიტიკური პრობლემა. ამიტომ იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ნდობა ჩვენი სამართალდამცავი სტრუქტურების და ხდებოდეს მოქალაქეების მხრიდან გაკონტროლება და სამსახურის ზედამხედველობა, ჩვენ გთავაზობთ საზოგადოების მაღალ ჩართულობის კომპონენტის შემოტანას საპოლიციო სამსახურში. თითოეულმა ადამიანმა იცოდეს, რა ხდება ამ გამოძიების მიმართულებით და თქვენი ხმა და თქვენი მოსაზრება იყოს გათვალისწინებული", — განაცხადა აქუბარდიამ.
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა თბილისის ზღვის მიმდებარედ ახალი ზოოპარკის "კავკასიის ექსპოზიცია" სატესტო რეჟიმში გაიხსნა
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა BMG: მთავრობამ გზების მოვლა-პატრონობის კომპანია შექმნა
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს თბილისის აეროპორტში თვითმფრინავის ბორტზე ქურდობისთვის ჩინეთის ორი მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
-
რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები რა მტკიცებულებებით ედავება პროკურატურა ნ.ი.-ს გიგა ავალიანის საქმეზე ძალადობის წაქეზებას — საქმის დეტალები
გადახედვა
კომენტარები