ინაშვილები ქვეყანას ბევრი ჰყოლია, პრობლემა ისაა, როგორ რეაგირებს სახელმწიფო რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევაზე — ხოშტარია
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია კრემლისა და პატრიოტთა ალიანსის კავშირებზე განცხადებას ავრცელებს და სახელმწიფო უწყებებს საქმის გამოძიებისაკენ მოუწოდებს.
ელენე ხოშტარიას თქმით, პატრიოტთა ალიანსის და რუსეთის კავშირები ცალსახაა და ამას ადასტურებს დოსიეს ანგარიშის მეორე ნაწილი, სადაც კრემლის მიერ მიცემული ინსტრუქციებია ასახული პატრიოტთა ალიანსის მიმართ. ხოშტარიამ აღნიშნა, რომ ყველა ეს ინსტრუქცია პატრიოტთა ალიანსმა შეასრულა და ეს მათ განცხადებებში ჩანს. ელენე ხოშტარია სახელმწიფო ორგანოებს ამ საქმის სათანადო გამოძიებისაკენ მოუწოდებს.
"მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია, კრემლის მხრიდან საქართველოს საარჩევნო პროცესში ჩარევასთან დაკავშირებით, რომელიც დამატებით გამოქვეყნდა გუშინ საღამოს. დოსიეს ანგარიშის ამ მეორე ნაწილში მოყვანილია კონკრეტული მიმოწერა, მსჯელობა პატრიოტთა ალიანსის კამპანიის ბევრ ასპექტზე, როგორებიცაა მათი სლოგანები, ბანერები, მესიჯები, რაზეც მათ უნდა ისაუბრონ. დღეს, გარდა ამ ფაქტებისა, მინდა კონკრეტულად მინდა გავამახვილო ყურადღება იმ დამთხვევებზე, რომელიც მიცემულ ინსტრუქციებსა და ჩვენი ყურით მოსმენილ რეალობას შორის არის.
მას შემდეგ, რაც ირმა ინაშვილი და პატრიოტთა ალიანსი წავიდნენ აფხაზეთში და ამან გამოიწვია საზოგადოებრივი რეაქცია, ირმა ინაშვილმა და პატრიოტთა ალიანსმა მიიღო კონკრეტული ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა უპასუხოს ამ ბრალდებებს. ამ ინსტრუქციაში მოყვანილია ფრაზები იმის შესახებ, რომ მათი ვიზიტის მიზანი იყო კერძო, დავალებული აქვთ თქვან, რომ ისინი ჩავიდნენ ახლობლებთან და ემსახურებოდა ფერიცვალებასთან დაკავშირებით ილორის ხატის ჩატანას. ზუსტად 26 აგვისტოს, მას შემდეგ რაც ირმა ინაშვილმა მიიღო ეს ინსტრუქცია, ჩვენ მის ბრიფინგში ვკითხულობთ ზუსტად ანალოგიურ ფრაზებს. დამთხვევა არის ძალიან ცალსახა, იდენტურია ინსტრუქციები და ინაშვილის სიტყვები.
ამავდროულად, ამ ინსტრუქციებში, საუბარია ნეიტრალიტეტის ხაზგასმის და ხშირად ხსენების აუცილებლობაზე, რომელ ინსტრუქციასაც ირმა ინაშვილი ასრულებს 26 აგვისტოს და საუბრობს ნეიტრალიტეტის აუცილებლობაზე.
აქ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პრობლემა არ არის ირმა ინაშვილი, ირმა ინაშვილები ჩვენ ქვეყანას ძალიან ბევრი ჰყოლია, პრობლემა არის ის, თუ როგორ რეაგირებს სახელმწიფო რუსეთის მხრიდან ჩვენ საარჩევნო პროცესში ჩარევაზე. ეს რეაგირება, დღეს არის წარმოუდგენლად სუსტი, ჩვენ გვესმის ვოლსკისგან საუბარი, რომ თითქოს ეს რაღაც ფურცლებია და მათ გამო რეაგირება არასერიოზულია, ასევე მხოლოდ აუდიტის სამსახურის ჩარევა უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან მათ არ აქვთ მანდატი გამოიძიონ ეროვნული უსაფრთხოების ეს საკითხი.
ამრიგად ჩვენ მოვითხოვთ,რომ სახელმწიფო ძალიან სერიოზულად მოეკიდოს ამ საკითხს და დაიწყოს გამოძიება სუს-მა და პროკურატურამ უცხო, მტრული ქვეყნის, ოკუპანტის მხრიდან საქართველოს საარჩევნო პერიოდში ჩარევის ფაქტზე, რომელსაც გააჩნია ძალიან ბევრი კომპონენტი, ეს შეიძლება იყოს მტრული სახელმწიფოსთვის ხელშეწყობა მტრულ საქმიანობაში, ეს არის ფინანსური რესურსების მიღება, შუღლის გაღვივება, დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობა," - აცხადებს ელენე ხოშტარია.
ის აღნიშნავს, რომ ჩვენი, ყველას ამოცანა არის მშვიდობიანი არჩევნების ჩატარება, ეს არის ქვეყნის ეროვნული ინტერესი. "რუსეთის ამოცანა არის ქვეყანაში დესტაბილიზაცია და სწორედ ამ ამოცანის შესრულებაში სახელმწიფოს ვალია, მათ შეუშალონ ხელი. სხვა შემთვევაში, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას.", — ამბობს ხოშტარია.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები