გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის ახალბედა ამომრჩევლებისთვის საგრანტო პროექტს აცხადებს
გაეროს ერთობლივი პროგრამა გენდერული თანასწორობისთვის, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, იწვევს სამეგრელოსა და კახეთის რეგიონში მცხოვრებ 18-21 წლის ახალგაზრდებს საგრანტო პროგრამაში ახალბედა ამომრჩევლების ცნობიერების გაზრდა თანასწორი პოლიტიკური ჩართულობის შესახებ მონაწილეობის მისაღებად.
საგრანტო პროგრამას ახორციელებს საკომუნიკაციო სააგენტო Action Global Communications, საარჩევნო სისტემისა და გენდერის საკითხების ექსპერტებთან ერთად. პროექტის მიზანია, გაზარდოს პოლიტიკურ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობა, დემოკრატიული არჩევნებისა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ ცოდნის მიწოდების გზით. მონაწილე ახალგაზრდები თავად გახდებიან რეგიონში ინფორმაციის გამავრცელებლები და შესაძლებლობა ექებათ, მიიღონ 3,000 ლარის ოდენობის გრანტები თანასწორი პოლიტიკური მონაწილეობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიების გასახორციელებლად.
ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობა კვლავ რჩება საქართველოს დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთ გამოწვევად. ქალთა არასათანადო წარმომადგენლობა პოლიტიკაში გამოწვეულია, ერთი მხრივ, კულტურული და შიდაპარტიული ბარიერებით, მეორე მხრივ კი - ამომრჩევლების დაბალი საარჩევნო ცნობიერებითა და გავრცელებული სტეროტიპებით, იმის შესახებ, რომ, თითქოს, პოლიტიკა კაცის საქმეა და ის ნაკლებადაა ორიენტირებული სოციალურ საკითხებსა და ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემებზე.
პროგრამა მოიცავს ორდღიან ონლაინ სემინარს შემდეგ საკითხებზე:
- როგორ შეუძლია მოქალაქეს, ხელი შუწყოს დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესებს: საქართველოს საარჩევნო სისტემები, დემოკრატიული არჩევნების ძირითადი პრინციპები და გამჭვირვალე არჩევნები;
- რატომ არის მნიშვნელოვანი ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა და რა ბარიერებს აწყდებიან ქალები პოლიტიკაში მოსვლის პროცესში;
- საკომუნიკაციო სტრატეგიების დაგეგმვა და კამპანიების მართვა ქალთა პოლიტიკური გაძლიერების კუთხით.
მონაწილეებს ასევე საშუალება ექნებათ, დაესწრონ პრაქტიკულ ვორქშოფს, შეხვდნენ ქალ კანდიდატებს, შეიტყონ მეტი არსებული გენდერული ბარიერების შესახებ და დეტალურად გაეცნონ მათ პოლიტიკურ ხედვებს სხვადასხვა სოციალურ თუ ახალგაზრდობისთვის საინტერესო საკითხზე. ამასთან, ახალგაზრდები დაესწრებიან იდეების განვითარების ინტერაქციულ სესიას ინოვაციური Design Thinking-ის მეთოდის გამოყენებით, რაც მათ საგრანტო პროექტების შექმნაში დაეხმარება.
ტრენინგებსა და პრაქტიკულ შეხვედრებზე მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით, მონაწილე ინდივიდებსა თუ ჯგუფებს საშუალება აქვთ, მიიღონ 3000 ლარის ოდენობის დაფინანსება კამპანიური ხასიათის პროექტებისთვის, რომლებიც მიზნად დაისახავს ამომრჩევლებში მოთხოვნის გაზრდას ქალ პოლიტიკოსებზე, მათ განსხვავებულ ხედვებსა და ალტერნატიულ პოლიტიკურ სტრატეგიებზე დაყრდნობით.
ჯამში გაიცემა 10 მცირე გრანტი — 5 სამეგრელოსა და 5 კახეთის რეგიონისთვის.
რეგისტრაცია საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად მიმდინარეობს 8 სექტემბრამდე. დეტალური ინფორმაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ აღნიშნულ ბმულზე
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები