მივმართავ გახარიას და გომელაურს, თქვენ ხართ ლაჩრები, როდესაც ახალგაზრდებს უქსევთ პოლიციას, არ ებრძვით კრიმინალს — გიორგი ვაშაძე
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
"თქვენ ხართ ლაჩრები, როდესაც არ ებრძვით კრიმინალს, თანამშრომლობთ ორგანიზებულ დანაშაულთან და ერთადერთი თქვენი გამოსავალი ახალგაზრდების დევნა და დაშინებაა", — ასე მიმართა დღეს სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პრემიერ გიორგი გახარიასა და შსს-ს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს და ფაქტების დასამტკიცებლად ვიდეო ჩანაწერები გაუგზავნა, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ემუქრება პოლიციელი გიორგი ვაშაძის ერთ-ერთ მხარდამჭერს.
გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღეს პოლიცია არ ებრძვის კრიმინალს და პოლიტიკური დავალებების შემსრულებელ ორგანოდ ჩამოყალიბდა. მისი თქმით, რამდენიმე დღეა, რაც პოლიციელები მთელი თბილისის მასშტაბით, სტრატეგია აღმაშენებლის მხარდამჭერებს დასდევენ და ცდილობენ, დააშინონ ისინი.
"ქვეყანაში უმძიმესი კრიმინოგენული მდგომარეობაა. ყოველდღე უმძიმესი დანაშაულები ხდება: მკვლელობა, დაჭრა, ყაჩაღობა, ქურდობა და ამ ყველაფერს პოლიცია არ იძიებს. მკვლელები თავისუფლად დადიან. ამ ფონზე კი, რამდენიმე დღეა, ჩვენს ახალგაზრდა მხარდამჭერებს ათობით საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი დასდევს მთელი თბილისის მასშტაბით. სრულიად უკანონოდ აჩერებენ, ჩხრეკენ, აშინებენ, რომ ძებნილები არიან, ბანკებთან არსებული სასესხო დავალიანებების გამო და სესხების ამოღებას ითხოვენ. დღეს ბატონ გომელაურს და ბატონ გახარიას ვუგზავნი დისკს, რომელზეც დანაშაულის კონკრეტული ნიშნებია ჩაწერილი, სადაც გადაღებულია, როგორ ემუქრება პოლიციელი ჩვენს მხარდამჭერს, რომელიც ქალაქში ნებადართულ ადგილებზე აკრავს პარტიის პოსტერებს; როგორ ეუბნება, რომ თურმე ძებნილია და შემდეგ უარყოფს; როგორ ემუქრება მანქანაში ჩასმით და ეუბნება, რომ თუ კრედიტს სრულად არ გადაიხდის, პრობლემები შეექმნება; როგორ აწვდის გაურკვეველი პიროვნების ტელეფონს და ა.შ. ასეთი რამ არ არსებობს არცერთ საპოლიციო სტანდარტში. მივმართავ გახარიას და გომელაურს, თქვენ ხართ ლაჩრები, როდესაც ახალგაზრდებს უქსევთ პოლიციას, არ ებრძვით კრიმინალს, თანამშრომლობთ ორგანიზებულ დანაშაულთან და ერთადერთი თქვენი გამოსავალი არის ახალგაზრდების დევნა და დაშინება. პოლიციამ უნდა აკეთოს თავისი საქმე, უნდა ებრძოლოს კრიმინალს და არა ახალგაზრდებს დევნიდეს მთელ ქალაქში. არ შეიძლება, ათობით საპატრულო ეკიპაჟი ცდებოდეს პოლიტიკური დავალებისთვის, როდესაც ქვეყანაში უამრავი კრიმინალური დანაშაულია, მაგალითად, გუშინწინ ორხევში დაჭრეს ადამიანი და დღემდე არაფერია გამოძიებული, რადგან პოლიციას არ სცალია კრიმინალისთვის, პოლიცია პირიქით თანამშრომლობს კრიმინალთან და მხოლოდ პოლიტიკური დავალებების შესრულებისთვის სცალია”, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება
გადახედვა
-
Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა Reuters: კოლუმბიაში დამანგრეველ მიწისძვრას 250-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
გადახედვა
-
ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები ვაიზერის საზაფხულო კამპანიები — ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
-
ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა ვინ მიიღებს სასკოლო ფორმებს უფასოდ? — განათლების სამინისტრომ ახალი წესი დაამტკიცა
გადახედვა
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს" მამუკა მდინარაძე: "არ გამოვრიცხავ, ჩემი ახალ პოსტზე ყოფნა დიდხანს არ გაგრძელდეს"
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა ნეანდერტალელის გენი თანამედროვე ადამიანის კუნთოვან მასას ზრდის — კვლევა
გადახედვა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
კომენტარები