12 წლის წინ რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად — კაპანაძე
ფოტო: ევროპული საქართველო
ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, საკუთარ Facebook გვერდზე განცხადებას ავრცელებს. როგორც სერგი კაპანაძე აღნიშნავს, რუსეთის ზეწოლის შედეგად მსოფლიოს სხვა ქვეყნებიც აღიარებდნენ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.
"12 წლის წინ, ამ დღეს რუსეთმა აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად. კარგად რომ გვესმოდეს მაშინ რა ვითარება იყო მსოფლიოში. კოსოვოს ახალი გამოცხადებული ჰქონდა დამოუკიდებლობა და 80-მდე ქვეყანას ჰყავდა აღიარებული. რუსეთი იმუქრებოდა, რომ კოსოვოს მოუწყობდა დასავლეთს აფხაზეთის სახით. მერე დაიწყო ნერვების და დიპლომატიის ომი. მოგვიწია თითქმის ყველა ქვეყანასთან ორმხრივი ურთიერთობების დამყარება. მოგვიწია აზიაში, აფრიკაში, ოკეანეთში, სამხრეთ ამერიკაში და კარიბის აუზში დიპლომატების მივლინება. მოგვიწია ახალი საელჩოების გახსნა. მოგვიწია დიპლომატიური ძალისხმევების გაათმაგება და საერთაშორისო ორგანიზაციებში ყურადღების გაასმაგება. ასევე დავიწყეთ საკმაოდ კრეატიული და ახალი მიდგომების გამოყენება პოტენციური საფრთხის მატარებელი ქვეყნების შესაჩერებლად. ჩვენი შექმნილი გაიდლაინი, რა უნდა გააკეთო, როდესაც აღიარების საფრთხე დგება დღემდე მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროში", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.
სერგი კაპანაძის თქმით, რუსეთმა საქართველოსთან დაწყებული ეს დიპლომატიური ომი პირწმინდად წააგო.
"ამ შრომის შედეგი ბოლო 12 წლის განმავლობაში არის ის, რომ ჯამში რუსეთმა მხოლოდ ნაურუს, ვენესუელას, ნიკარაგუას და სირიას აღიარებინა აფხ. და სო-ს დამოუკიდებლობა. ეს ქვეყნების მალევე შეიცვლიან პოზიციას, როგორც კი იქ მოქმედი რეჟიმები შეიცვლება. ტუვალუმ და ვანუატუმ კი ჯერ აღიარეს, მერე კი უკან წაიღეს აღიარება. აფხაზეთი და სო ვერც ერთი ორგანიზაციის წევრი ვერ გახდნენ, თუ არ ჩავთვლით დომინოს საერთაშორისო ფედერაციას. ანუ რუსეთმა ეს დიპლომატიური ომი პირწმინდად წააგო. წააგო პატარა ქვეყანასთან, რომელსაც ჰქონდა სამართლებრივად დასაბუთებული და მორალურად გამართული პოზიცია, ჰყავდა კარგი მეგობრები, ჰქონდა პროფესიონალური დიპლომატიური სამსახური და გააჩნდა სწორი დიპლომატიური სტრატეგიის პოლიტიკურ დონეზე შემუშავების უნარი. მე მინდა, რომ ასე დავიმახსოვროთ ეს პერიოდი. ერთმანეთისკენ თითის გაშვერის და ომი შენ დაიწყე ყვირილის გარეშე. იმიტომ, რომ ეს არის ზუსტი ისტორია. ამ ისტორიის შემდეგი ფურცელი იქნება რუსეთის შეჩერება ანექსიისგან. მაგის შემდეგი კი რუსეთის მიერ აღიარების უკან წაღება. ამასაც მალე მოვესწრებით", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები