სტრატეგია აღმაშენებლის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან კრიმინოგენული ვითარება გააპროტესტეს
ფოტო: სტრატეგია აღმაშენებელი
სტრატეგია აღმაშენებლის ახლგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს, სადაც ქვეყანაში არსებული კრიმინოგენული ვითარება გააპროტესტეს. ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის, ლაშა დიაროვის განცხადებით ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში ქვეყანაში კრიმინალური ქმედებები გაიზარდა, ხოლო გამოძიებული დანაშაულების რაოდენობამ იკლო, ამის მიზეზად კი სამართალდამცავი სტრუქტურების არასწორ მუშაობას ასახელებს. მისი თქმით დღეს საქართველოში ქართველი ხალხი თავს დაცულად ვერ გრძნობს და მიაჩნია, რომ ოქტომბერში მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ხელისუფლების მოსვლის შემდეგ სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირება მოხდება, რაც ქვეყანაში კრიმინალის დონის შემცირებას შეუწყობს ხელს.
''სამწუხაროდ, უკვე დღე აღარ გავა, რომ არ გავიგოთ რაიმე საზარელი დანაშაულის შესახებ. ეს იქნება მკვლელობები, გაუპატიურებები თუ ასე შემდეგ. დამსხვრეული ოცნებების პარტიის მმართველობის თითოეული დღე იქცა ახალი დანაშაულის წახალისებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის დღეებად. სამწუხაროდ, ჩვენ უკვე IDF-ის ოფიციალური ციფრებიც ვნახეთ, რომ ქართული ოცნების მმართველობის პირობებში დღითიდღე იზრდება ძალმომრეობითი დანაშაულებების რაოდენობა და კლებულობს გამოძიებული დანაშაულებების რაოდენობა'', — აცხადებს ლაშა დიაროვი.
მისივე თქმით, რეალური სხვაობა ჩადენილ დანაშაულებებსა და დაუსჯელ პირებს შორის 4 000-ზე მეტია.
''41 ათასზე მეტი კრიმინალი დადის დღეს ქუჩაში და როგორ შეიძლება ამის შემდგომ დღეს ჩვენ ვიგრძნოთ თავი დაცულებად და ფაქტია, რომ არც ვართ დაცულები. ზოგ ადამიანს მანქანაში პოულობენ, სამწუხაროდ, გარდაცვლილს, ზოგიერთს საკუთარ კოტეჯში, ზოგიერთს მტკვარში და ა.შ. სამწუხაროდ, მთავრობა პოლიციასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს იყენებს არასწორად, პოლიტიკური მიზნებისთვის. პოლიციელები დაგვდევენ ჩვენ — ახალგაზრდა აქტივისტებს, ოპოზიციის წევრებს, უთვალთვალებენ, აშანტაჟებენ და იჭერენ მათ. რეალურად კი ის საქმე, რაც მათ უნდა გააკეთონ ამ საქმეს აღარ აკეთებენ. ოქტომბერში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მოვიდეს პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ხელისუფალი, რომელიც სამართალდამცავი ორგანოების დეპოლიტიზირებას მოახდენს და სამართალდამცავ ორგანოებს მის რეალურ ფუქნციას დაუბრუნებს. ამის შემდგომ დარწმუნებული ვარ, რომ კრიმინალის დონეც დაიწევს ქვეყანაში და დანაშაულებიც გამოძიებული იქნება'', — აცხადებს ლაშა დიაროვი.
დაიაროვი, დღეს საქართველოში კრიმინინალური კუთხით არსებულ სიტუაციას ქართული ოცნებების პარტიას უკავშირებს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები