დამსხვრეული ოცნებების მთავრობამ საქართველოს რკინის ფარდა შემოავლო და ასობით ათასი ადამიანი შიმშილისა და სიღარიბისთვის გაწირა — სერგო ჩიხლაძე
სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერის სერგო ჩიხლაძის განცხადებით, საზღვრების ჩაკეტვა აზარალებს არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკას, არამედ ეს გადაწყვეტილება მოქალაქეების საზღვარგარეთ სამსხურებისა და სასწავლებლების დაკარგვას რეალური საფრთხის ქვეშ აყენებს. ჩიხლაძის თქმით, მთავრობას კრიზისის მართვის გეგმა და უნარი არ გააჩნია და თვლის, რომ საზღვრების არგახსნის მთავარი მიზეზი, არის ის რომ არჩევნების ჩატარება ძალადობრივ გარემოში მოხდეს, რაც არადემოკრატიული არჩევნების ჩატარებას შეუწყობს ხელს. სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი ხელისუფლებას ეპიდუსაფრთხოების სტანდარტების დაცვით საზღვრების გახსნიკენ მოუწოდებს, რადგან, მისი თქმით, ყოველდღე იზრდება სიღარიბე, ბიზნესი იხურება და დღითიდღე მეტ ადამიანს ემუქრება შიმშილი.
"დამსხვრეული ოცნებების ხელისუფლებამ საქართველოს რკინის ფარდა შემოავლო. იმის გამო, რომ მთავრობა არ ხსნის საზღვრებს, ზარალდება ეკონომიკა, მისი ყველა დარგი და ინდუსტრია, ტურიზმი, სარესტორნო ბიზნესი, ბინების გაქირავება. მაგრამ გარდა ბიზნესის დაზარალებისა, დამსხვრეული ოცნებების მთავრობა უშუალოდ შეეხო მოქალაქეების კეთილდღეობას. ამ არაგონივრული გადაწყვეტილებით, ათასობით ჩვენი თანამემამულე, რომლებიც ჩარჩნენ საქართველოში და ვერ მიდიან საზღვარგარეთ ოფიციალურ სამუშაო ადგილებზე, სადაც ისინი ოფიციციალურად, ლეგალურად მუშაობენ. მრავალი ახალგაზრდა ვერ მიდის სასწავლებლად, მოგეხსენაბათ, რომ მომდევნო სწავლის სემესტრი იწყება უკვე ბევრ უნივერსიტეტში აგვისტოს ბოლოს. ეს ადამიანები გახარიამ და მისმა უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებამ დააყენა სამსხურების და სასწავლებლების დაკარგვის რეალური საფრთხის ქვეშ".
"გარდა ამისა, ათასობით ადამიანი ვერ მიდის დანიშნულების ადგილზე სამკურნალოდ. არაფერს ვამბობ ათასობით ემიგრანტზე, რომელსაც ახლობლების და სამშობლოს ნახვის იშვიათი შანსიც კი მოუკლა დამსხვრეული ოცნებების მთავრობამ", — ურთავს ჩიხლაძე, — "მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყონებლივ დაიწყოს მზადება უსწრაფესად საზღვრის გახსნის და ფრენების აღდგენის მიმართულებით. ყოველდღე იზრდება სიღარიბე, ყოველდღე მეტი ბიზნესი იხურება და მეტ ადამიანს ემუქრება შიმშილით სიკვდილი.
"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არათუ ახლა გვაძლევს საზღვრების გახსნის საშუალებას უსაფრთხო ე.წ. მწვანე ზონის ქვეყნებთან, არამედ 2 თვის წინაც შეიძლებოდა ამის გაკეთება. მითუმეტეს უსაფრთხო ქვეყნებთან და მითუმეტეს ტესტირების თანამედროვე და ეფექტური მექანიზმების დანერგვით, რომელიც სტრატეგია აღმაშენებლმა ჯერ კიდევ მაისში წარმოვადგინეთ. ეს იყო საზღვრების გახსნის უსაფრთხო მექანიზმი, დეტალურად გაწერილი გეგმა, ეპიდუსაფრთხოების სტანდარტების მაქსიმალურად დაცვით. ამ ფონზე კი კიდევ უფრო დიდი უტიფრობაა, როდესაც მთავრობა და გახარია ალაპარაკდნენ რუსეთთან მიმოსვლის აღდგენაზე, მაშინ, როდესაც დასავლელ პარტნიორებს უარს ეუბნებიან და არ იყენებენ იმ შანსებს, რაც ჯერ კიდევ 2 თვის წინ გვქონდა. ხოლო რუსეთთან, რომელიც ყველაზე არასანდო ქვეყანაა, გახარია მზადაა გახსნას საზღვრები, თუკი ამას რუსეთი მოისურვებს. გარდა იმისა, რომ მთავრობას არ გააჩნია კრიზისის მართვის გეგმა და უნარი, მთავარი, რატომაც დამსხვრეული ოცნებების მთავრობა არ ხსნის საზღვრებს, არის არჩევნების ჩატარება ძალადობრივ და არადემოკრატიულ გარემოში. დაკეტილ და ცივილიზებულ სამყაროსთან იზოლირებული ქვეყანა იდეალურია არადემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის.
"მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ხელი აიღოს ამ მავნე ქმედებაზე და დროულად გახსნას საზღვრები, ეპიდუსაფრთხოების სტანდარტების დაცვით. დროულად გახსნას ქვეყანა და ათასობით ადამიანი არ დატოვოს სწავლის, სამსახურის გარეშე და მკურნალობის გარეშე", — აცხადებს სერგო ჩიხლაძე.
-
მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა მოსამართლემ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა
გადახედვა
-
Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები Stranger Things-ის ანიმაციური სერიალი დეპრესიული და გაცვეთილია — რას წერენ კრიტიკოსები
გადახედვა
-
უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს უნგრეთის ისტორიაში პირველად, მინისტრის პოსტს უსინათლო ვილმოშ კატაი-ნემეტი დაიკავებს
გადახედვა
-
ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები ილონ მასკი VS სემ ალტმანი: რას გვიყვება სასამართლოში წარმოდგენილი უხერხული დოკუმენტები
გადახედვა
-
თბილისის წიგნის ბაზრობა დაიწყო — რა სიახლეები არ უნდა გამოგრჩეს? თბილისის წიგნის ბაზრობა დაიწყო — რა სიახლეები არ უნდა გამოგრჩეს?
გადახედვა
-
სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია სპს: მხედველობაში მიღებულ იქნა უშუალოდ მსჯავრდებულ ზვიად რატიანის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში? ლევან ხაბეიშვილი: ტელევიზორში მოვისმინე ასეთი სიგიჟე — 10 მაისიდან ვიწყებთ გასვლასო. დღეს რას აკეთებენ, 24-ში?
გადახედვა
-
რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა რამდენიმე აზერბაიჯანულ გემს ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოეხსნა
გადახედვა
-
ჯივიპის მფლობელი აქუალია ამერიკაში, ტეხასის შტატში, წყლის კრიტიკულ დეფიციტს ინოვაციური პროექტით გადაჭრის ჯივიპის მფლობელი აქუალია ამერიკაში, ტეხასის შტატში, წყლის კრიტიკულ დეფიციტს ინოვაციური პროექტით გადაჭრის
-
ხელოვნურ ინტელექტზე ხარჯების ზრდის გამო Meta 8,000 თანამშრომელს ათავისუფლებს ხელოვნურ ინტელექტზე ხარჯების ზრდის გამო Meta 8,000 თანამშრომელს ათავისუფლებს
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშილი: ეს კაცი [მდინარაძე] 8 თვეში გახდა გაპანღურებული გენერალი ლევან ხაბეიშილი: ეს კაცი [მდინარაძე] 8 თვეში გახდა გაპანღურებული გენერალი
გადახედვა
-
ჯივიპიმ სოფელ დიღომში წყალსადენის მაგისტრალური ქსელი განაახლა ჯივიპიმ სოფელ დიღომში წყალსადენის მაგისტრალური ქსელი განაახლა
-
ჯასტინ ბალდონისთან სამართლებრივი დავის შემდეგ, ბლეიკ ლაივლის კარიერა საფრთხეშია ჯასტინ ბალდონისთან სამართლებრივი დავის შემდეგ, ბლეიკ ლაივლის კარიერა საფრთხეშია
გადახედვა
-
განათლება, როგორც ადამიანის არსებობის ფუნდამენტი | გია დვალი, პროფესორი, დირექტორი ფიზიკის მაქს პლანკის ინსტიტუტში განათლება, როგორც ადამიანის არსებობის ფუნდამენტი | გია დვალი, პროფესორი, დირექტორი ფიზიკის მაქს პლანკის ინსტიტუტში
-
"გახარია საქართველოსთვის" განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილმა ზურაბ პატარიძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარდგენით კონსტიტუცია დაარღვია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებით, მიხეილ ყაველაშვილმა ზურაბ პატარიძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ წარდგენით კონსტიტუცია დაარღვია
გადახედვა
-
PSP-ს კამპანიის — ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ, კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა PSP-ს კამპანიის — ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ, კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება — CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
-
Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე Premium Machinery Armenia ქართულ-სომხური ბიზნესასოციაციის პრეზენტაციაზე
-
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
-
თბილისში 37 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლეს — დააკავეს 1 პირი თბილისში 37 წლის უცხო ქვეყნის მოქალაქე მოკლეს — დააკავეს 1 პირი
გადახედვა
-
რადიო თავისუფლება: თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი ახალგორელი თამაზ გოლოევია რადიო თავისუფლება: თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირი ახალგორელი თამაზ გოლოევია
გადახედვა
-
ძარცვის, ქურდობის და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს ძარცვის, ქურდობის და კომპიუტერული მონაცემის ხელყოფის ბრალდებით 4 არასრულწლოვანი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები