საყურადღებოა 4 წერტილი: მესტია, ყაზბეგი, ქობულეთი, ყარაჯალარი — გამყრელიძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, კორონავირუსის კუთხით, საყურადღებოდ რჩება ოთხი წერტილი: მესტია, ყაზბეგი, ქობულეთი და ყარაჯალარი.
მისი თქმით, მესტიაში ტესტირება 3509 ადამიანს ჩაუტარდა და გარდა ამისა, 1246 ადამიანი გამოიკვლიეს ისეთი, ვისაც იქ მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. ჯამში, კორონავირუსი 49 ადამიანს დაუდასტურდა, ამათგან 29 უშუალოდ მესტიაშია, მეტწილად, სოფელ ლენჯერში. რაც შეეხება დანარჩენ 20 ადამიანს, ისინი ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფები არიან. ამირან გამყრელიძემ თქვა ისიც, რომ ბოლო 4 დღის განმავლობაში უშუალოდ მესტიაში ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.
რაც შეეხება ყაზბეგს, NCDC-ის დირექტორის თქმით, აქ სულ 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და აქედან 4 სასაზღვრო პოლიციას უკავშირდება, სხვები კი მათთან კონტაქტში მყოფი პირები არიან. გამყრელიძის ინფორმაციით, კონტაქტები იყო სოფელ გარბანსა და სოფელ არშაში, ასევე, დაბა სტეფანწმინდაში, სადაც 5 ოჯახი თვითიზოლაციაში რჩება.
გამყრელიძე საყურადღებოდ ასახელებს ქუბულეთსაც, სადაც რამდენიმე დღის წინ კაფე ჰავანას თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ჰავანას 5 ინფიცირებული უკავშირდება — ორი თანამშრომელი და ორი ამ თანამშრომლებთან კონტაქტში მყოფი პირი. მეხუთე ინფიცირებული კი ერთ-ერთი თანამშრომლის დედაა. გამყრელიძის თქმითვე, ქობულეთში კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა ეს კაფე ჰავანას კლასტერს არ უკავშირდება. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამბობს, ჰავანა უკვე დაკეტილია და დღეს აღწერენ ქობულეთში და ბათუმში მდებარე ღამის კლუბებს, კაფეებსა და სასტუმროებს, შემდეგ კი მათი თანამშრომლების ინტენსიური ტესტირება დაიწყება.
გარდა ამისა, გამყრელიძის ინფორმაციით, განიხილება ბათუმში ორი კარვის დადგმაც, სადაც მსურველებს ნებაყოფლობით ტესტირებას შესთავაზებენ, რათა ჰქონდეთ ინფორმაცია, იქ "ვირუსი ტრიალებს თუ არა".
კიდევ ერთ საყურადღებო წერტილად ამირან გამყრელიძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარს ასახელებს. მისი თქმით, იქ ტესტირება გრძელდება, თუმცა "დამყოლობა არ არის ისეთი, როგორიც გვსურს".
ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, რომ კორონავირუსის პრევენციისთვის ძალაში რჩება დახურულ სივრცეში ნიღბის ტარების რეკომენდაცია, ასევე, დისტანციის დაცვა და ხელების ჰიგიენა.
გარდა ამისა, NCDC-ის დირექტორმა დღეს ასევე თქვა, რომ 17 აგვისტოდან მეორე სეროპრევალენტური კვლევა დაიწყეს და ამ შემთხვევაში ეს შეეხება ქობულეთს, ხელვაჩაურს, მარტვილსა და ბორჯომს. გამყრელიძე განმარტავს, რომ ეს გულისხმობს შემთხვევითობის პრინციპით 1200 ადამიანის შერჩევას, რომლებთანაც მივლენ ეპიდემიოლოგები, შეავსებენ კითხვარს და ჩაუტარებენ ტესტირებას იმუნოგლობული G-ზე. შედეგად, უნდა გამოვლინდეს, აქვთ თუ არა ამ ადამიანებს კორონავირუსი უკვე გადატანილი.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები