მთავრობის ადმინისტრაცია: ნიკა ჩერქეზიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით მოხდა
ფოტო: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ნიკა ჩერქეზიშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მათი თქმით, ადმინისტრაცია პატივს სცემს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა მიიჩნევს, რომ უკიდურესი ფორმების გამოყენება მიზნის მიღწევის საშუალება არ არის.
მწერალი ნიკა ჩერქეზიშვილი, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ დეპარტამენტში სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად მუშაობდა და სამსახურიდან გაათავისუფლეს, აღნიშნულს სახელმწიფო კანცელარიის წინ უკვე რამდენიმე დღე და ღამეა აპროტესტებს და შიმშილობს.
მთავრობის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ისინი გაესაუბრნენ ნიკა ჩერქეზიშვილს და შენობაში შესვლაც შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა.
ადმინისტრაციის განცხადებით, შენობასთან მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
"თითქმის წელიწადნახევარია გავდივარ სხვადასხვა კონკურსზე და მიუხედავად ნაჩვენები დადებითი შედეგებისა, ვერ ვიწყებ მუშაობას, იმის გამო, რომ გაფუჭებული და გაშავებული მაქვს პირადი საქმე. ამ მოცემულობით, ფაქტობრივად, შანსი არ მაქვს, რომ დავსაქმდე და ვაკეთო ის საქმე, რაც მიყვარს და რაც კარგად ვიცი" - აცხადებს ნიკა ჩერქეზიშვილი.
თავად მთავრობის ადმინისტრაცია კი აცხადებს, რომ ნიკა ჩერქეზიშვილის საქმიანობის შეწყვეტა საგარეო უწყებაში სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით განხორციელდა:
"ამაზე მოწმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლითაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამასთან, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს მონაწილეობა მიღებული აქვს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის პირველი ეტაპიც გაიარა, თუმცა, არაერთი შეტყობინების მიუხედავად, მეორე ეტაპზე - ტესტირებაზე არ გამოცხადდა".
მთავრობის ადმინისტრაციის განცხადება ნიკა ჩერქეზიშვილის შესახებ.
საქართველოს სახელმწიფო უწყებების, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, არაერთი შეხვედრა გამართეს ნიკოლოზ ჩერქეზიშვილთან, რომელიც, საჯარო სამსახურში დასაქმების მოთხოვნით მჯდომარე აქციას მართავს.
პროტესტის პირველივე დღიდან, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს შენობაში შესვლა შესთავაზეს, რაზეც მან უარი განაცხადა. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან, მუდმივად მორიგეობს სასწრაფო დახმარების ბრიგადა.
საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს განემარტა, რომ საგარეო უწყებაში მისი საქმიანობის შეწყვეტა სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით განხორციელდა და ამაზე მოწმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლითაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
ამასთან, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს მონაწილეობა მიღებული აქვს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის პირველი ეტაპიც გაიარა, თუმცა, არაერთი შეტყობინების მიუხედავად, მეორე ეტაპზე - ტესტირებაზე არ გამოცხადდა.
ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს, რომელსაც საჯარო სამსახურში დასაქმების სურვილი აქვს, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა შეხვედრებზე მკაფიოდ განუმარტეს, რომ ამის მიღწევის ერთადერთი გზა კონკურსში მონაწილეობაა.
აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურის ბიუროს, ამჟამად ვაკანსია საჯარო სამსახურის 213 პოზიციაზე აქვს გამოცხადებული, მათ შორის, შესყიდვების მიმართულებით. საჯარო სამსახურის ბიურო განმარტავს, რომ საჯარო სამსახურში დასაქმების ერთადერთი, რეალური საშუალება სწორედ კონკურსში მონაწილეობაა.
ამის მიუხედავად ჩერქეზიშვილის მოთხოვნად რჩება იუსტიციის სამინისტროში დასაქმება, რაც ვერ განხორციელდება შესაბამისი ვაკანსიის არსებობის და კონკურსის გავლის გარეშე.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები