ბათუმში, 6 მაისის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღით ერთი პირი მოკლეს. შემთხვევა დღეს, 14 მაისს, დღის მეორე ნახევარში მოხდა.

როგორც თვითმხილველებმა აჭარის ტელევიზიას განუცხადეს, მათ სამი გასროლის ხმა გაიგეს. დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი პარკთან მდგარი ავტომობილიდან გადმოვიდა და შველა ითხოვა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

On.ge–ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე.