მესტიაში პირველადი დანიშნულების პროდუქტებით მომარაგებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება — მინისტრი
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144
საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის, განცხადებით, მესტიაში საკარანტინო ზონებში მოქცეული მოსახლეობისს პროდუქტებით მომარაგებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.
"მოსახლეობის სურსათით და სხვა პირველადი დანიშნულების პროდუქტებით მომარაგებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, რეგიონში არ შეინიშნება არანაირი პროდუქტის დეფიციტი. ამ დილის მონაცემებით, დაძრულია რამდენიმე დისტრუბუციის სატვირთო მანქანა ქუთაისიდან და სტანდარტული დისტრიბუცია მუშაობს შეუჩერებლად. ისინი რეგიონში შედიან უპრობლემოდ", — აცხადებს ის.
მისივე თქმით, სამინისტრო პასუხისმგებელია საკარანტინო შეზღუდვების პირობებში მომარაგების საკითხებზე და იმ შემთხვევაში, როდესაც წესდება გარკვეული შეზღუდვები გადაადგილებაზე, უწყება მობილიზებულია, რომ მოსახლეობას სურსათის, პირველადი დახმარების და სხვა პროდუქტებით მომარაგების პრობლემები არ შეექმნათ.
მინისტრი აღნიშნავს, რომ უკვე ჰქონდათ გარკვეული გამოცდილება ქვემო ქართლის საკარანტინო სივრცეებში მუშაობისას, თუმცა დიდი ტერიტორიის და დაბალი სიმჭიდროვის გათვალისწინებით, სვანეთს გარკვეული სპეციფიკა გააჩნია. ამასთან, დავითაშვილი ამბობს, რომ ბევრი სოფელი მოშორებულია რაიონული ცენტრიდან, თუმცა მიმდინარეობს მაღალი დონის კოორდინაცია შესაბამის უწყებებს შორის.
"ჩვენ გვესმის, რომ ქვემო ქართლში სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით ძალიან დიდი აქტივობა იყო, სვანეთში არ არის ასეთი აქტივობა. ძირითადად, სვანეთის რეგიონში სურსათის შეტანა გარედან ხდება", — აღნიშნა მან.
მინისტრმა ისაუბრა იმაზეც, რომ ახლა სვანეთში მერქნული რესურსის დამზადების სეზონია და მოხდა ამ პროცესის ორგანიზებაც.
"აქაც არის გამოყოფილი სპეციალური ჯგუფი, რომელიც აღრიცხავს თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც შედის რეგიონში, ახდენს მერქნული რესურსის დატვირთვას და რეგიონიდან უპრობლემოდ გამოტანას. ასევე, ყველა ის ოპერატორი, რომელიც არის კონტრაქტორი ეროვნული სატყეო სააგენტოს, აგრძელებს მუშაობს იმისთვის, რომ სეზონი, რომელიც ძალიან მოკლეა, წარიმართოს შეფერხების გარეშე", — განაცხადა დავითაშვილმა.
კორონავირუსის ახალი დადასტურებული შემთხვევების გამო, მესტიაში შესვლა და გამოსვლა შეზღუდულია. თავდაპირველად, Covid-19 ერთი ოჯახის 17 წევრს დაუფიქსირდა, რის შედეგადაც მესტია ჩაკეტეს.
ჯამში, ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 278-მდე გაიზარდა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია 1058 ადამიანი, გარდაცვლილი — 17. კარანტინის რეჟიმში 7 718 პირი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 245 პაციენტია.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე:
- აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან თავის დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები კარანტინში მყოფებისთვის
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად
- როგორ უნდა მოიქცეთ სახლიდან გასვლისას და სახლში დაბრუნებისას.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები