ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი — როგორ მიიღო შაქარაშვილმა დაზიანებები
ფოტო: On.ge
გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის მუხლით ხუთ პირს ბრალი წაუყენეს. გამოძიების თანახმად, ვახტანგ ჩიქოვანმა, არჩილ გაგნიძემ, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და არასრულწლოვნებმა: ა. ქ.-მ და ზ.ხ.-მ გიორგი შაქარაშვილს სცემეს, შემდეგ კი წყალში გადააგდეს, რის შედეგადაც ის გარდაიცვალა.
ამასთან, დღეს 11 აგვისტოს ექსპერტიზის შუალედური დასკვნა გასაჯაროვდა. დასკვნის თანახმად, გამოირიცხა გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებების ასფალტირებულ გზაზე, ფერდობზე მიმავალ ბილიკზე, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე დაგორება-დაცურებით, წაქცევა-დაცემით ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით, ასევე დაახლოებით 15/25 მეტრი სიმაღლის ხიდიდან თავისუფალი ვარდნის შემდეგ, წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად, ერთობლივად განვითარების შესაძლებლობა.
როგორც ექსპერტები ამბობენ, გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნების ზემოქმედებით, როგორიცაა ხელკეტის მსგავსი საგანი, ფეხი, ქვა, მუშტი.
10 ივლისს გამოქვეყნებულ დაკსვნაში აღნიშნულია, რომ დაზიანებები სიცოცხლისდროინდელია, განვითარებულია სიკვდილის წინა ახლო პერიოდში. ექსპერტიზა ამბობს, რომ ფეხბურთელის გარდაცვალების მიზეზი ეს დაზიანებები არ გამხდარა და ის ასფიქსიით, წყალში დახრჩობით დაიღუპა.
ამჟამად ექსპერტიზის წინაშე 14 კითხვა იყო დასმული და მათ პირველ რვას უპასუხეს.
რაც შეეხება დაზიანებებს დოკუმენტში ნათქვამია, რომ
კითხვა 1: გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები შესაძლებელია თუ არა განვითარებული იყოს დადგენილების აღწერილობით ნაწილში მითითებული სწორი რელიეფის (ზედაპირის) მქონე ასფალტირებულ გზაზე, ან ბილიკის ჩასასვლელამდე გზის მიმდინარე გვერდულზე წაქცევა-დაცემით?
ექსპერტიზა გამორიცხავს, რომ გიორგი შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები სწორი ზედაპირის მქონე ასფალტირებულ გზაზე ან ბილიკის ჩასასვლელამდე ასფალტირებული გზის მიმდებარე გვერდულზე წაქცევა-დაცემით განვითარდა.
თუმცაღა ექსპერტიზა ამბობს, რომ ვერ გამორიცხავს ცალკე აღებული — მარჯვენა იდაყვზე და მარჯვენა წინამხარზე არსებული დაზიანებების და დუნდულებზე არსებული დაზიანებების ან ცალკე სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებების სწორი რელიეფის (ზედაპირის) მქონე ასფალტირებულ გზაზე, ან ბილიკის ჩასასვლელამდე ასფალტირებული გზის მიმდებარე გვერდულზე წაქცევა-დაცემით განვითარების შესაძლებლობას.
კითხვა 2: ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული დაზიანებები რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით?
კითხვა 3: ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული დაზიანებები ასფალტირებული გზიდან ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე დაგორება-დაცურებით?
როგორც ექსპერტები ასკვნიან, შაქარაშვილის სხეულზე არსებული დაზიანებები — სისხლნაჟღენთები და სისხლჩაქცევები — არ არის დაზიანებების მიმყენებელი საგნის (საგნების) კვალი. მათივე თქმით, გამოირიცხება დაზიანებების განვითარების შესაძლებლობა ასფალტირებული გზიდან ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობზე მიმავალ ბილიკზე დაგორება-დაცურებით და/ან რაიმე მკვრივ-ბლაგვ საგანზე ხახუნით ან თრევით.
კითხვა 4: ხომ არ არის გამოწვეული აღნიშნული დაზიანებები ასფალტირებული გზიდან ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობის მიმავალ ბილიკის შემდგომ, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე წაქცევა-დაცემით?
ექსპერტიზა გამორიცხავს, რომ ბიჭის სხეულზე არსებული დაზიანებები ასფალტირებული ჩანთის აღმოჩენის ადგილამდე ფერდობის მიმავალი ბილიკის შემდგომ, მდინარის კალაპოტის მონაკვეთზე წაქცევა-დაცემით განვითარდა.
ექსპერტიზა ვერ გამორიცხავს ცალკე აღებული — მარჯვენა იდაყვზე და მარჯვენა წინამხარზე არსებული დაზიანებების და დუნდულებზე არსებული დაზიანებების (ერთად და ცალ-ცალკე) ან ცალკე სახეზე (თავზე) არსებული დაზიანებების ამავე გზით განვითარების შესაძლებლობას.
კითხვა 5: დაზიანებები შესაძლებელია თუ არა განვითარებული იყოს რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (ხელკეტისმაგვარი საგნის, ხელის, ფეხის, ქვის) დარტყმით? დამაზიანებელი საგნების რამდენჯერადი ზემოქმედების შედეგად არის მიყენებული შაქარაშვილის სხეულზე არსებული სიცოცხლის დროინდელი დაზიანებები?
დოკუმენტში ნათქვამია, რომ შაქარაშვილის გვამზე არსებული სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი მატრავმირებელი საგნის (საგნების) არაერთჯერადი ზემოქმედებით.
ექსპერტიზა გამორიცხავს, რომ მუცლის წინა ზედაპირზე, მენჯის წინა კედელზე სესხლჩაქცევები ხელკეტის მაგვარი საგნის ზემოქმედებით განვითარდა. მათივე თქმით, გამორიცხულია ამ დაზიანების განვითარების შესაძლებლობა მუშტის (ერთჯერადი) დარტყმით.
"დაზიანება მაღალი ალბათობით შესაძლებელია განვითარებულიყო ფართე მატრავმირებელი ზედაპირის მქონე კვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, როგორიცაა ფეხი, ქვა (დარტყმით). არ არის გამორიცხული აღნიშნულის განვითარება მუშტის არაერთჯერადი ზემოქმედებითაც (დარტყმით)", — ვკითხულობთ დასკვნაში.
ამასთან, ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მარჯვნივ წელის მიდამოში არსებული სისხლნაჟღენთები და მის შესაბამისად მარჯვენამხრივი რეტროპერიტონეალური სისხლჩაქცევა მაღალი ალბათობით შესაძლებელია განვითარებულიყო ხელკეტის მსგავსი საგნით, თუმცა არ არის გამორიცხული აღნიშნული დაზიანების განვითარება ფეხით, ქვის დარტყმით. ექსპერტიზა გამორიცხავს, რომ ეს დაზიანებები მან ხელის დარტყმით მიიღო.
მათივე თქმით, მარცხენამხრივი რეტროპერიტონეალური სისხლჩაქცევა შესაძლებელია განვითარებული იყოს ხელის, ფეხის, ქვის დარტყმით. ექსპერტიზა გამორიცხავს აღნიშნული დაზიანების განვითარების შესაძლებლობას ხელკეტის მსგავსი საგნით დარტყმით.
გიორგი შაქარაშვილის გვამზე არსებული ყველა სხვა სიცოცხლისდროინდელი დაზიანება ასევე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგია, როგორიცაა: ხელკეტის მაგვარი საგანი, ხელი, ფეხი, ქვა.
კითხვა 6: ცალკე აღებული სახის და თავის არეში არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15/25 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?
კითხვა 7: ცალკე აღებული ტანზე არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15/25 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?
კითხვა 8: სახის და თავის არეში და ტანზე არსებული დაზიანებები განვითარდებოდა თუ არა დაახლოებით 15/25 მეტრის სიმაღლის ხიდიდან ვარდნის შემდეგ წყალზე დაცემის ან წყალში ჩავარდნის შედეგად?
ამ შემთხვევაშიც ექსპერტიზა გამორიცხავს, რომ სახესა და ტანზე არსებული დაზიანებები, როგორც ცალ-ცალკე ისე ერთობლივად, 15/25 მეტრის სიმაღლიდან ვარდნით, წყალზე დაცემით ან წყალში ჩავარდნით განვითარდა.
19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს დაიკარგა. დადგინდა, რომ ის მცხეთაში, დაბადების დღეზე იმყოფებოდა, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ ერთმა ჯგუფმა თბილისიდან "დახმარება გამოიძახა". შაქარაშვილი და კიდევ 5 ადამიანი აგარაკიდან მათ მოსვლამდე წამოვიდა. პროკურატურის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ უკვე არაგვის ხიდთან მყოფ ახალგაზრდებს მანქანიდან გადმოსული ადამიანები თავს დაესხნენ, რის შემდეგაც შაქარაშვილი და მასთან ერთად მყოფი პირები გაიქცნენ. ფეხბურთელის კვალი აქედან იკარგება, მასთან ერთად მყოფი 5 ადამიანი კი თბილისში ცალ-ცალკე, სხვადასხვა დროს დაბრუნდა.
4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. რამდენიმე დღეში საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს, ყველა მათგან წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული. თავდაპირველად, მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე აქვთ წარდგენილი. როგორც ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ უწყებაში განაცხადეს, საქმეზე კვალიფიკაცია დაზუსტდა და ამ საქმეზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის მუხლით გაგრძელდა.
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა გაიარე მეტი — თეგეტა მოტორსმა მომხმარებელს აგვისტოში განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა

კომენტარები