ვებგვერდზე ტექნიკური პრობლემის გამო გირჩი პარტიულ სიას თავიდან გამოავლენს
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
ვებგვერდზე ტექნიკური პრობლემის გამო გირჩი პროპორციულ პარტიულ სიას თავიდან გამოავლენს. როგორც პარტიაში აცხადებენ, საიტზე შემოსულთა რიცხვმა და ტრანზაქციების რაოდენობამ მოლოდინს რამდენჯერმე გადააჭარბა და სერვერს პრობლემა შეექმნა.
"ამან გამოიწვია ის, რომ ტრანზაქციებისა და მხარდაჭერების რაღაც რაოდენობა არ აისახა დროულად საბოლოო რეიტინგზე, საბოლოო სიაზე. შედეგად, მივიღეთ რეალურისგან ოდნავ განსხვავებული სია", — აღნიშნავენ გირჩში.
დღეს, 30 ივლისს 16:20 საათზე გირჩის მხარდამჭერებს GeD-ის, პარტიის კრიპტოვალუტის საშუალებით სია უნდა გამოევლინათ. ხმის მიცემის დასრულების შემდეგ ვებგვერდზე ინფორმაცია არ განახლებულა და თითქმის ორმოცი წუთის განმავლობაში საბოლოო სიის ფორმირებას ელოდნენ. ამის შემდეგ კი პარტიის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 17:00 საათის მონაცემებით არსებული სია საბოლოოდ ვარიანტს წარმოადგენდა.
გირჩში განმარტავენ, რომ სია მხოლოდ დათქმული დროიდან 2 საათში გასწორდა.
მათივე თქმით, კითხვის ნიშნების თავის ასარიდებლად მათ პროცესის თავიდან ჩატარება გადაწყვიტეს. დღესვე, საღამოს 19:00-ზე საიტზე ისევ ჩაირთვება ხმის მიცემის პროცესი და GeD-ების ყველა მფლობელს თავიდან შეეძლება ხმა მისცეს სასურველ კანდიდატს. ხოლო ხვალ, 31 ივლისს, 17:00-ზე ხმის მიცემის პროცესი ჩაიკეტება. ამის შემდეგ საიტს მიეცემა მინიმუმ 1 საათი კალკულაციისთვის და საბოლოო სიის გამოვლენისთვის.
დღევანდელი, თავდაპირველი ვარიანტით, სიის პირველ ათეულში ადგილები ასე გადანაწილდა:
პარტიის სიაში ადგილები ასე გადანაწილდა:
- ზურაბ გირჩი ჯაფარიძე;
- ჰერმან საბო;
- იაგო ხვიჩია;
- ვახტანგ მეგრელიშვილი;
- გია ჯაფარიძე;
- ალექსანდრე რაქვიაშვილი;
- ლევან ჯგერენაია;
- ალექსანდრე თარხან-მოურავი;
- ამირან ტორონჯაძე;
- გიორგი ლომინაძე.
როგორც გირჩში განმარტავენ, მათ მხარდამჭერებს პარტიისთვის გაწეული კონტრიბუციის სანაცვლოდ ეძლეოდათ GeD, გირჩის კრიპტოვალუტა. სასურველი კანდიდატისთვის კრიპტოვალუტის გადარიცხვით კი მხარდამჭერი ავლენდა, ვისი ნახვა სურდა გირჩის საარჩევნო სიაში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები