შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირში ქალმა შვილი მოკლა. პრესსამსახურის თქმით, საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათივე ცნობით, ბრალდებული პოლიციის სამმართველოშია გადაყვანილი.