კომუნიკაციების კანონში ცვლილებები მედიაზე სრული კონტროლის დაწესების მცდელობაა — ლელო
ფოტო: ლელო
ლელო საქართველოსთვის ლიდერები, ანა ნაცვლიშვილი და საბა ბუაძე ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში ცვლილებებს ეხმაურებიან. ანა ნაცვლიშვილის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არცერთი არადემოკრატიულ სახელმწიფოში არ არსებობს და საქართველოს ხელისუფლებასა და პარლამენტს მოუწოდებს, არ გაატარონ სათანადო ზომები კანონპროექტის განსახილველად.
"ეს არის უპრეცედენტო კანონპროექტი, რომელიც მედიასაშუალებებზე ზეწოლას უწყობს ხელს. საქართველოს მთავრობას ექნება შესაძლებლობა, სრული კონტროლი დააწესოს მედიასაშუალებებზე. ამით, ფაქტობრივად, დასრულდება მედიის პლურალიზმი და თავისუფლება საქართველოში. დაუშვებელია ამ კანონპროექტის კანონად გადაქცევა და მოვუწოდებ მთავრობასა და პარლამენტს, არ განიხილონ კანონპროექტი.
კანონში წერია, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიას, რომელიც ვითომ დამოუკიდებელია და სინამდვილეში ექვემდებარება ხელისუფლებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ტელევიზიაში უფლება აქვს დანიშნოს დროებითი მმართველი ორი წლის ვადით. დროებით მმართველს შეუძლია მაუწყებლის ყველა პირი, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს, იქნება ეს დირექტორი, დირექტორთა საბჭო თუ სხვა ვინმე, ჩაანაცვლოს და თავად მიიღოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც კომისია დაავალებს. არანაირ სამართლებრივ ჩარჩოში ეს პროცესი მოქცეული არ არის. ვიმედოვნებ, რომ ქართული საზოგადოების, მედიის, პოლიტიკური წრეებისა და საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით არ დავუშვებთ ცენზურის ღია მცდელობას საქართველოში", — განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ლელოს ლიდერის, საბა ნაცვლიშვილის თქმით, კანონპროექტით ქართული ოცნება გადაიქცა იმ მმართველად, რომელსაც თავად ებრძოდა 2012 წელს. მისი განცხადებით, დღეს აღარ დარჩა არცერთი დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში, რომელზეც ხელისფულება არ ახორციელებს "ძალიან ველურ იერიშს".
"ეს არის კანონპროექტი, რომელსაც არ აქვს ალტერნატივა და რომლის მსგავსიც არ მოიძებნება დემოკრატიულ სამყაროში ეს შეუქცევად სახეს იღებს. რა თქმა, უნდა ეს არის განსხვავებული აზრის ჩახშობის მცდელობა წინასაარჩევნო პერიოდში. ხელისუფლება, რომელიც მოვიდა და არჩეული იქნა ზუსტად იმ დაპირებით, რომ შეწყდებოდა მედიაზე იერიში და არაკეთილსინდისიერი ზემოქმედება, გადაიქცა ზუსტად იმ ძალად, რომელსაც 2012 წელს თავად ებრძოდა. დღეს ხელისუფლება სრულიად საპირისპიროდ იქცევა და ეს არის განაცხადი იმისა, რომ ხელისფულება და მედია არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. სანამ საქართველოში იარსებებს განსხვავებული აზრი, ეს ხელისუფლება ვერ მოახერხებს, პარალელური სამყარო შექმნას მისგან მართული მედიასაშუალებების მიერ" — განაცხადა საბა ბუაძემ.
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები