ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვა და სახელმწიფო რესურსების გამოყენება ISFED-ის წინასაარჩევნო მონიტორინგში
ფოტო: On.ge
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) განცხადებით, წინასაარჩევნო მონიტორინგისას ამომრჩეველთა მოსყიდვის, სახელმწიფო რესურსების გამოყენებისა და პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის სავარაუდო ფაქტები გამოავლინეს. კერძოდ, ორგანიზაციის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:
- ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 19 ფაქტი. მათ შორის, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატების მიერ 16, ხოლო მოძრაობა მომავლისთვის - მომოს მიერ 3 შემთხვევა;
- სახელმწიფო რესურსების სავარაუდო გამოყენების 2 შემთხვევა;
- სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელზე ზეწოლის 1 შემთხვევა;
- პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის 2 შემთხვევა;
- სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის 1 ფაქტი.
ISFED-ის ინფორმაციით, მარტი-ივნისის თვეებში, კორონავირუსის პანდემიის გამო, პარლამენტის ცალკეული მაჟორიტარი დეპუტატი სოციალურ ღონისძიებებში მონაწილეობდა და მოსახლეობას სასურსათო ან სამედიცინო პაკეტებს გადასცემდა, რაც მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საქართველოს კანონის 252 მუხლით აკრძალული ქმედების — ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.
"მაჟორიტარი დეპუტატები მმართველი პარტიის წევრები არიან და მათ ნაწილს, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, საჯაროდ აქვს გაცხადებული",— აცხადებენ ISFED-ში.
მათი განცხადებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლენი ორ შემთხვევაში — გორსა და სენაკში, მაჟორიტარი დეპუტატების მხარდაჭერით გამართული, უფასო სამედიცინო-დიაგნოსტიკური აქციის ორგანიზებაში ჩართული იყო ა(ა)იპ ქართული ოცნება — ჯანმრთელი მომავალი, რომლის მიერ ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის შესახებ, ISFED 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის დროსაც მიუთითებდა.
გარდა ამისა, სამართლიანი არჩევნების განცხადებით, სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებული ბეჭდვითი საინფორმაციო გამოცემა — ჩვენი სოფელი, მმართველი პარტიისა და მისი ლიდერის, ბიძინა ივანიშვილისთვის სასარგებლო აგიტაციის ნიშნებს შეიცავს. მათივე თქმით, სავარაუდოდ, პედაგოგების ფართო აუდიტორიის გულის მოგებას ემსახურება, განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის სამინისტროს მიერ, პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის დაგეგმილი სავალდებულო გამოცდის გაურკვეველი თარიღით, შემოდგომისთვის გადადება.
მათი განცხადებით, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები ასევე გამოვლინდა ლელო საქართველოსთვის და მასთან აფილირებული ორგანიზაციის მოძრაობა მომავლისთვის —მომოს საქმიანობაშიც, რომელმაც სტუდენტებს სტიპენდია დაუნიშნა, ხოლო გორსა და თელავში მოქალაქეებს სოციალური დახმარება გაუწია.
ორგანიზაციის განცხადებით, განსაკუთრებით საგანგაშოდ უნდა შეფასდეს, მონიტორინგის დაწყების შემდეგ სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელზე განხორციელებული ირიბი ზეწოლის შემცველი სატელეფონო ზარი და მინიშნება, რომ, აქტიურობის შემთხვევაში, მის ბიზნესს პრობლემები შეექმნება.
ISFED-ი ასევე ამბობენ, რომ სავარაუდოდ, პოლიტიკურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები გამოვლინდა ქუთაისსა და ხულოში.
"ქუთაისში უცნობი პირები ერთანი ნაციონალური მოძრაობის ღონისძიებებისთვის ხელის შეშლას ცდილობდნენ, ხულოში კი ხულიგნობის ბრალდებით დაკავებული პირის ძმა აცხადებს, რომ მას აჭარის ა/რ თავმჯდომარის მამამ, არჩევნების პერიოდში, დახმარება სთხოვა, ხოლო, უარის შემდეგ, მისი ძმა დააპატიმრეს", — წერია განცხადებაში.
ISFED-მა რეკომენდაციებიც შეიმუშავა და მოუწოდებს ხელისუფლებასა და პოლიტიკურ პარტიებს:
- ხელისუფლებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა/კანდიდატებმა და მათმა წარმომადგენლებმა არ განახორციელონ ზეწოლა დამკვირვებლებზე და ხელი არ შეუშალონ სადამკვირვებლო საქმიანობის განხორციელებაში;
- პოლიტიკურმა პარტიებმა არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს და საკუთარი საქმიანობა განახორციელონ კეთილსინდისიერად;
- პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატებმა თავი შეიკავონ სახელმწიფო ან/და ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისგან;
- ქველმოქმედების განხორციელებისას, მაჟორიტარმა დეპუტატებმა, დაიცვან ანონიმურობა და თანხები შესწირონ იმ ფონდებს, რომლებიც ამ მიმართულებით საქმიანობენ;
- პოლიტიკურმა პარტიებმა თავი უნდა შეიკავონ ოპონენტების კამპანიური ღონისძიებებზე საკუთარი მხარდამჭერების მობილიზებისა და დასწრებისგან. ასევე, არ უნდა დაუშვან თავისი მხარდამჭერების მიერ სხვა პარტიების შეხვედრებისა და კამპანიური საქმიანობისთვის ხელის შეშლა;
- პარტიებმა და კანდიდატებმა ამომრჩევლებთან შეხვედრების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადონ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის და მედიისთვის, რათა ხელი შეეწყოს საარჩევნო კამპანიის მონიტორინგს.
ასევე, ორგანიზაცია მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებით დახმარების გაცემისას იმოქმედონ კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით და მოსახლეობას არ შეუქმნან განცდა, რომ გაცემული დახმარების უკან მმართველი პარტია დგას.
საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და ჰუმანიტარული აქციების ორგანიზატორებს კი ურჩევს, საქველმოქმედო აქციების ჩატარებისას არ დაარღვიონ საქართველოს საარჩევნო კოდექსით დადგენილი აკრძალვები და არ გამართონ მსგავსი ღონისძიებები პოლიტიკურ პარტიებთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად; არ გამოიყენონ საქველმოქმედო აქცია რომელიმე პარტიის ან/და კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციისთვის.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) პარლამენტის 2020 წლის არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში 7 ივლისს წარადგინა. მათი განცხადებით, ანგარიშში ძირითადად განხილულია 2020 წლის 1 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით პერიოდი, აგრეთვე მოვლენები, რომელთა განვითარება 1 ივნისამდე დაიწყო და მონიტორინგის პერიოდშიც მიმდინარეობდა.
-
ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ" ვიკა ფილფანი: "გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის მიმართ — მან ომის დაწყება დააბრალა ქართულ მხარეს, რაც გამოიყენა ოკუპანტმა მხარემ"
გადახედვა
-
Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე Turbo — კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
-
MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით MySpace ბრუნდება? — ყველაფერი, რაც ამ დროისთვის ვიცით
გადახედვა
-
Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე Volvo 365 — ერთი წელი ავტომობილთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
-
ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები ტექნოლოგიებიდან მუსიკამდე — გაიცანით სხვადასხვა ინდუსტრიის პირველი მილიარდერები
გადახედვა
-
დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს დიემჯი ჯგუფი ლაგუნა ვერეს, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
-
შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები შექსპირის თეატრში Game of Thrones:The Mad King-ის პრემიერა შედგა — ნახეთ ფოტოები
-
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
-
გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული გამოავლინეს 3 ფაქტორი, რომლებიც დემენციის 13 წლით გადავადებასთანაა დაკავშირებული
გადახედვა
-
ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს ChatGPT უფასო ვერსიის მომხმარებლებს შეუზღუდავ ტექსტურ ჩატებს სთავაზობს
გადახედვა
-
იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან იაპონიაში ისე ცხელა, რომ ზოოპარკში ცხოველები იხოცებიან
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მეცნიერებმა ახალი ვირუსები შექმნეს
გადახედვა
-
სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს სიცილიის სანაპიროსთან ძველი რომაული ხომალდის ნაშთები აღმოაჩინეს
გადახედვა
-
MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი MOB Burgers X Sio Print ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა გორში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია ახალი ცოდნა ყოველთვის ღირებული ინვესტიციაა — საქართველოს ბანკის სტიპენდიატის, ლუკა ბესტავაშვილის ისტორია
-
შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა" შსს: "გურამ დადიანიძის საქმეზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, თუმცა რაიმე საეჭვო გარემოება გამოვლენილი ვერ იქნა"
გადახედვა
-
2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა 2024 წელს სამტრედიაში ნიკა მელიაზე თავდასხმის საქმეზე პროკურატურამ სამ პირს, მათ შორის ნიკა მელიას თანაპარტიელებს, ბრალი წარუდგინა
გადახედვა
-
Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა Firebird-მა სომხეთში რეგიონში უდიდესი AI ქარხანა გახსნა
გადახედვა
-
ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია ბაზისბანკი აკვა მასტერს ალიანსის გენერალური მხარდამჭერია
-
OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე? OnlyMarms — რატომ დარეგისტრირდნენ ვირზაზუნები OnlyFans-ზე?
გადახედვა
კომენტარები