უგულავას საქმეზე სტრასბურგი, დიდი ალბათობით, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას დაადგენდა — ომბუდსმენი
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ გიგი უგულავას მეორეს მსჯავრდების საქმეში სამართლიანი სასამართლოს უფლება დაირღვა და თუ ეს თემა სტრასბურგში გაიგზავნება, დარღვევა დადგინდება. ამაზე ომბუდსმენმა დღეს 25 ივნისის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე ისაუბრა:
"იყო პრობლემატური საქმე იქედან გამომდინარე, რომ მისი მეორედ მსჯავრდების საქმეში დარღვეული იყო ინტერესთა კონფლიქტის საკითხი, კერძოდ, პროკურატურა იყო ის ორგანო, რომელმაც ორჯერ გაასაჩივრა გიგი უგულავას საქმის გადაკვალიფიცირებას. იმ დროს როდესაც პროკურატურა ბრალის შეცვლასა და გადაკვალიფიცირებას ითხოვდა, გენერალური პროკურორი იყო შალვა თადუმაძე და როდესაც უზენაესმა საბოლოოდ გადააკვალიფიცირა ბრალი, იქ გადაწყვეტილების მიმღები იყო ისევ ყოფილი გენერალური პროკურორი, რომლის უწყებამაც გაასაჩივრა სააპელაციოს გადაწყვეტილება.
თუ ეს საქმე წავა ან წავიდოდა სტრასბურგის სასამართლოში, დიდი ალბათობით, დაადგენს გიგი უგულავას მიმართ სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევას. არ შეიძლება პროკურორი, რომელმაც გაასაჩივრა ადამიანის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება უზენაესში, შემდეგ ამ ადამიანს დახვდეს გადაწყვეტილების მიმღებ მოსამართლედ. ვფიქრობთ, ეს იყო სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა გიგი უგულავას მიმართ.
თუ გავითვალისწინებ იმასაც რომ მის მიმართ ბრალის გადაკვალიფიცირება მოხდა პოლიტიკურ კონტექსტში, მაშინ, როდესაც პოლიტიკურად დაიძაბა სიტუაცია საქართველოში. შესაბამისად თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნა, რატომ უწოდებენ მას საერთაშორისო პარტნიორები პოტენციურ პოლიტიკურ პატიმარს".
გიგი უგულავას დაკავება
თბილისის ყოფილი მერი და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი, გიგი უგულავა 3 წლით დააკავეს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლადარჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ განიხილა.
მას შემდეგ, რაც გიგი უგულავა დააკავეს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებები შეწყდა. ოპოზიცია უარს ამბობდა პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლების გარეშე მოლაპარაკებების გაგრძელებაზე, ხელისუფლება კი მათ პოლიტპატიმრებად არ აღიარებდა. უგულავამ ციხიდან წერილი გამოგზავნა და განაცხადა, რომ არ სურს მისი გათავისუფლების საკითხი გახდეს ბარიერი მაქსიმალურად პროპორციული სისტემის მიღების პროცესში.
საქმეში დიპლომატიური კორპუსის ჩართვის შემდეგ ოპოზიციამ და ხელისუფლებამ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმებას მიაღწია, თუმცა დაკავებული ოპოზიციონერების საკითხის გარეშე. მათ მოაწერეს ხელი ერთობლივ დოკუმენტს მართმსაჯულების სისტემის შესახებ, რომელშიც წერია, რომ "აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული". ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ დაკავებული ოპოზიციონერების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი არ ყოფილა.
სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. მან აღნიშნა, რომ ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან ისინი ქვეყანას არ ჰყავს და ეს შეწყალება ჩვეულებრივ ჰუმანურ პრინციპებს არ ეფუძნება. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე იდგა და პრეზიდენტი ვერ დაუშვებდა პოლიტიზაციასა და დაპირისპირებას.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები