ჩემს ხმაზე რომ იყოს დამოკიდებული ცვლილების მიღება, შესაძლოა, სხვა გადაწყვეტილება მიმეღო — სამადაშვილი
ფოტო: გვანცა ნემსაძე / On.ge
ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, მის ერთ ხმაზე, რომ ყოფილიყო დამოკიდებული საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, შესაძლოა სხვა გადაწყვეტილება მიეღო. ამის შესახებ მან იმ დროს განაცხადა, როცა კენჭისყრაში ნაციონალური მოძრაობის მონაწილეობის არმიღების მიზეზებს განმარტავდა.
სამადაშვილის მიაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის პოზიცია, ხელისუფლებაზე საერთაშორისო წნეხის მობილიზებაში დაეხმარებათ. მისი თქმით, სწორედ ეს იყო მათი არგუმენტი საერთაშორისო პარტნიორებთანაც, როდესაც კენჭისყრაში მონაწილეობას განიხილავდნენ.
"ჩემს ერთ ხმაზე რომ იყოს დამოკიდებული დღეს, ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღება, შესაძლოა, მე მიმეღო სხვა გადაწყვეტილება, მაგრამ დღეს როცა საკონსტიტუციო ცვლილებას პირველი მოსმენით, ჩვენი ხედვით საფრთხე არ ექმნება და ივანიშვილს რეალურად გეგმა ჩაუვარდა, თუ გეგმავდა ამ ცვლილების ჩაგდებას, მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებსაც და საზოგადოებასაც ესმოდეს, რამხელა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ჩვენი ქვეყანა, რა რთული არჩევნები გველოდება ოქტომბერში", — განაცხადა სამადაშვილმა.
დღეს, 21 ივნისს, საქართველოს პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით კენჭისყრა გაიმართება. ცვლილებების თანახმად, არსებული საარჩევნო სისტემა უნდა შეიცვალოს და მომავალი მოწვევის პარლამენტში პარტიული სიით 77-ის ნაცვლად 120 დეპუტატს აირჩევენ, მაჟორიტარი კი 73-ის ნაცვლად მხოლოდ 30 იქნება. კანონპროექტის დასამტკიცებლად მინიმუმ 113 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამჯერად ცვლილებებს, მათი გუნდის ერთსულოვანი მხარდაჭერა ექნება და ამტკიცებენ, რომ მათი 92 დეპუტატი ცვლილებებს მხარს დაუჭერს. ცნობილია, რომ ცვლილებებისთვის მხარის დაჭერას აპირებენ პატრიოტთა ალიანსის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატებიც.
ასევე, გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროპული საქართველო საარჩევნო სისტემის ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას მიიღებს და პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს. დავით ბაქრაძის განცხადებით, პარტიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო, რათა ქართულ ოცნებას არ ჰქონდეს შესაძლებლობა, საარჩევნო სისტემის ცვლილებები კვლავ ჩააგდოს. მისივე თქმით, ასე დარჩება მეტი დრო იმისთვის, რომ შეთანხმება შესრულდეს "პოლიტიკური დევნის" ნაწილში და იმისთვის, რომ პროკურატურამ მიიღოს გადაწყვეტილება გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
დღეს ცნობილი გახდა, რომ ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს. მათი განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ 8 მარტის შეთანხმების ყველა პუნქტი არ შესრულდა და მთავარი არხის ერთ-ერთი მეწილე, გიორგი რურუა კვლავ პატიმრობაში რჩება. პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, დეპუტატი, რომ იყოს, ცვლილებებს თავად მხარს დაუჭერდა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები