პრეზიდენტი ვარ, უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა, სანამ არ გვეცოდინება გამოძიების დასკვნა — ზურაბიშვილი
ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჩეჩნეთის პრეზიდენტის მუქარაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. ზურაბიშვილის თქმით, მას, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, უფლება არ აქვს, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის მცდელობაში სხვა ქვეყანა დაადანაშაულოს, სანამ გამოძიების დასკვნა არ იქნება.
"კადიროვის განცხადებაზე ვერ გავაკეთებ კომენტარებს. მე გავაკეთე განცხადება, პირველ რიგში, მადლიერი ვარ იმისთვის რაც გაკეთდა, ადამიანის და ჟურნალისტის უსაფრთხოება იქნა დაცული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ სტაბილურობა. დანარჩენი არის გამოძიების საქმე და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი სათანადოდ იქნება გამოძიებული. მე ვარ ქვეყნის პრეზიდენტი, არანაირი უფლება არ მაქვს დავადანაშაულო სხვა ქვეყანა, სანამ არ გვეცოდინება გამოძიების დასკვნით რა მოხდა და როგორ მოხდა, აქ რომ ძალიან ბევრი საეჭვო კითხვებია ამაში ყველა ვთანხმდებით", — განაცხადა ზურაბიშვილმა.
გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმე
15 ივნისს, ჯერ ტელეკომპანია ფორმულამ, შემდეგ კი მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი გეგმავდა. გვარამიას თქმით, გაბუნიას რამდენიმე თვის განმავლობაში უთვალთვალებდნენ, საქმის გამოძიება კი თავდაპირველად უკრაინაში დაიწყო. გვარამია აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც უკრაინელმა სამართალდამცავებმა საქმე საქართველოს გადმოსცეს, ქართულმა მხარემ ეს "დიდი ლობის" პროვოკაციად ჩათვალა.
"ჩვენი ინფორმაციით, იყო რამდენიმე ჯგუფი, რომელიც აკონტროლებდა მარშრუტს პირველ საფეხურზე. მოძრაობის დადგენის შემდეგ, მეორე საფეხურზე იყო შემოსული ქილერი, რომელსაც უნდა განეხორციელებინა, ასე ვთქვათ... ის, რასაც ქილერები ახორციელებენ ზოგადად და ის, რაც იყო დაგეგმილი", — თქვა გვარამიამ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქე შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. თუმცა, უწყებაში არ აკონკრეტებენ საქმე ეხება თუ არა მთავარი არხის წამყვანის, გიორგი გაბუნიას დაგეგმილ ლიკვიდაციას.
გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციის საქმეს გამოეხმაურა რამზან კადიროვიც. როგორც მან განაცხადა, თუ ვინმე მისი დავალებით იმოქმედებს, "მას შეასრულებს". განცხადება მან ტელეგრამის მეშვეობით გაავრცელა. ამასთან ის გაბუანის კიდევ ერთხელ დაემუქრა და პუტინის გინებისთვის "მუხლებზე დაჩოქება" და "ბოდიშის მოხდა" მოითხოვა.
გაბუნიას გინება პირდაპირ ეთერში — რა მოხდა
2019 წლის ივლისში, გიორგი გაბუნიამ, რომელიც მაშინ რუსთავი 2-ზე მუშაობდა, პირდაპირ ეთერში წამყვანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს აგინა. მან არაეთიკურად და შეურაცხმყოფლად მოიხსენია პუტინის გარდაცვლილი მშობლებიც. მაშინდელმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ არხი კატეგორიულად არ იზიარებს გამოხატვის მსგავს ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ, შესაძლოა, პოზიციას ეთანხმებოდნენ. ამ ყველაფერს ტელევიზიასთან საპროტესტო აქციები მოჰყვა. ორგანიზატორები ითხოვდნენ, რომ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიასა და ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას არხი დაეტოვებინა.
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა გიორგი გაბუნიას განცხადება ქვეყნის წინააღმდეგ ომად შეაფასეს. კახა კალაძემ თქვა, რომ ამას მკაცრი რეაგირება უნდა მოჰყვეს და ქვეყნისთვის საფრთხის შექმნას არ დაუშვებენ. მსგავსი შინაარსის განცხადებები ჰქონდათ პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც. პრეზიდენტიც იმავე აზრზეა და ფიქრობს, რომ ეს ქცევა ან "ახალი ომის პროვოცირებას ემსახურება", ან "რევანშია დაუსრულებელ გადატრიალებაზე". რამდენიმე საათში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებს "ამ ქცევის" შეფასება სთხოვა.
პატრიოტთა ალიანსის წევრმა, ადა მარშანიამ გაბუნიას დაპატიმრება მოითხოვა და ამისთვის მთავარ პროკურორს, შალვა თადუმაძეს მიმართა.
გინებას გამოხმაურება მოჰყვა რუსულ მედიაშიც. ოკუპანტ ქვეყანაში წამყვანის ქცევა პროვოკაციად შეაფასეს. დუმის დეპუტატები ჟურნალისტის სამართლებრივ დასჯას და მის რუსეთში ექსტრადირებას ითხოვდნენ. განცხადება გააკეთა პუტინმაც და თქვა, რომ "ასეთი ადამიანების წინააღმდეგ საქმის აღძვრა დიდი პატივია".
"ვიღაც გამოვიდა, რაღაც წამოროშა, საკუთარი თავის რაღაცად წარმოსაჩენად. მის შესახებ არავინ არაფერი იცოდა, ახლა ყველა მასზე ლაპარაკობს", — თქვა პუტინმა გაბუნიაზე.
ბოდიშის მოხდა და დევნის დაწყება კი ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა მოითხოვა. მან გაბუნიას გადამალვა ურჩია, "რადგან მსოფლიოში არის მილიონობით ახალგაზრდა, რომელთაც უყვართ პუტინი" და "პირველივე შემხვედრი გაუკეთებს მას იმას, რაც დაიმსახურა".
-
შალვა პაპუაშვილი მზადაა, ევროინტეგრაციის რისკებზე სასაუბროდ "ნეიტრალურ საქართველოსთან" დებატებში ჩაერთოს შალვა პაპუაშვილი მზადაა, ევროინტეგრაციის რისკებზე სასაუბროდ "ნეიტრალურ საქართველოსთან" დებატებში ჩაერთოს
გადახედვა
-
მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში წყლის კვალს მიაგნეს მეცნიერებმა მარსულ მეტეორიტში წყლის კვალს მიაგნეს
გადახედვა
-
"ირაკლი კობახიძის ინიციატივის გათვალისწინებით" "სავანეთი", "დილა", "კოდა" და "კუმისი" კვერცხზე ფასს 5%-ით ამცირებენ "ირაკლი კობახიძის ინიციატივის გათვალისწინებით" "სავანეთი", "დილა", "კოდა" და "კუმისი" კვერცხზე ფასს 5%-ით ამცირებენ
გადახედვა
-
"ოცნების" ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ში ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ "ოცნების" ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია და ელჩი თამარ ტალიაშვილი აშშ-ში ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ
გადახედვა
-
გოგი გვახარია: არ მახსოვს შემთხვევა ცენზორს ეღიარებინოს, რომ პოლიტიკური მოტივით კრძალავს ხელოვნების ნაწარმოებს გოგი გვახარია: არ მახსოვს შემთხვევა ცენზორს ეღიარებინოს, რომ პოლიტიკური მოტივით კრძალავს ხელოვნების ნაწარმოებს
გადახედვა
-
PC Room საუკეთესო და სანდო არჩევანი PC Room საუკეთესო და სანდო არჩევანი
-
დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით — საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა დიდი მიზნები პატარა ნაბიჯებით — საქართველოს ბანკის sCoolApp-ის ახალი ციფრული ყულაბა
-
Bybit Card-ის მფლობელებს ვალენტინობის დღეს City Mall-ში 50%-იანი ქეშბექი ელოდებათ Bybit Card-ის მფლობელებს ვალენტინობის დღეს City Mall-ში 50%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
რუსეთში კომიკოს არტემი ოსტანინს ხუმრობისთვის 6 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთში კომიკოს არტემი ოსტანინს ხუმრობისთვის 6 წლამდე პატიმრობა მიუსაჯეს
გადახედვა
-
ბათუმის დრამატულმა თეატრმა, პოლიტიკისგან გამიჯვნის მოტივით, გეგა გაგნიძის სპექტაკლი გააუქმა ბათუმის დრამატულმა თეატრმა, პოლიტიკისგან გამიჯვნის მოტივით, გეგა გაგნიძის სპექტაკლი გააუქმა
გადახედვა
-
ტრამპმა 2026 წლის 17 მაისი ეროვნული ლოცვის დღედ გამოაცხადა ტრამპმა 2026 წლის 17 მაისი ეროვნული ლოცვის დღედ გამოაცხადა
გადახედვა
-
შესაძლოა, დედამიწაზე კონტინენტები 4 მილიარდი წლის წინაც არსებობდა — კვლევა შესაძლოა, დედამიწაზე კონტინენტები 4 მილიარდი წლის წინაც არსებობდა — კვლევა
გადახედვა
-
უკრაინაში 157 სამხედრო ტყვე დააბრუნეს უკრაინაში 157 სამხედრო ტყვე დააბრუნეს
გადახედვა
-
იუპიტერი იმაზე "პატარაა", ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — როგორია ახალი მონაცემები იუპიტერი იმაზე "პატარაა", ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — როგორია ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: შეიძლება შედგეს ჯანსაღი მსჯელობა — რა პლუს-მინუსები აქვს, მაგალითად — ევროინტეგრაციას ირაკლი კობახიძე: შეიძლება შედგეს ჯანსაღი მსჯელობა — რა პლუს-მინუსები აქვს, მაგალითად — ევროინტეგრაციას
გადახედვა
-
7 თებერვალს ექსპოჯორჯიაში პროფესიული დისკუსია "ერთად დავიცვათ გონიო და კრწანისი" გაიმართება (edited) 7 თებერვალს ექსპოჯორჯიაში პროფესიული დისკუსია "ერთად დავიცვათ გონიო და კრწანისი" გაიმართება (edited)
გადახედვა
-
გაიცანით EMO — რობოტი, რომელმაც პირის მოძრაობა YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ისწავლა გაიცანით EMO — რობოტი, რომელმაც პირის მოძრაობა YouTube-ზე ვიდეოების ყურებით ისწავლა
გადახედვა
-
რამდენად განსაზღვრავს სიცოცხლის ხანგრძლივობას გენეტიკა რამდენად განსაზღვრავს სიცოცხლის ხანგრძლივობას გენეტიკა
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც წელს Apple TV+ზე გამოვა ყველაფერი, რაც წელს Apple TV+ზე გამოვა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
-
$1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს $1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები