სამშენებლო ღობეზე წარწერა მერიამ "იერსახის დამახინჯებად" მიიჩნია და აქტივისტები დააჯარიმა
ფოტო: სირცხვილია
მოძრაობა #სირცხვილიას აქტივისტები პეკინის ქუჩაზე, სამშენებლო სამუშაოების გამო საგანგებოდ აღმართულ დროებით ღობეზე წარწერის გაკეთების გამო დააჯარიმეს.
"გვახსოვს, რა ჩაიდინეთ გასულ ზაფხულს" — ამ წარწერებს აკეთებდნენ აქტივისტები, როცა მათთან პოლიციელები მივიდნენ. ტერიტორიაზე პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი იყო მობილიზებული, ისინი ინტერესდებოდნენ, რას აკეთებდნენ აქტივისტები.
პოლიციელმა ადგილზე მყოფ ხუთამდე ადამიანს უთხრა, რომ წარწერის გაკეთება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა.
"თვითნებურად შესრულებული ნებისმიერი სახის წარწერის, ნახატის... შენობა-ნაგებობებზე, ღობეებზე, ვიტრინებზე თვითნებურად შესრულება, მოქალაქეთა სავალ ბილიკზე, სატრანსპორტო საშუალებებზე, გზის სავალ ნაწილზე, არის სამართალდარღვევა", — თქვა პოლიციელმა, რომელმაც აქტივისტებს თავი ლაშა სალუქვაძედ წარუდგინა.
თბილისის მერიის წარმომადგენლები სწორედ პატრულმა გამოიძახა. მუნიციპალურმა ინსპექციამ დროებით კონსტრუქციაზე წარწერის გაკეთება ქალაქის იერსახის დამახინჯებად ჩათვალა, მაშინ, როცა იგივე ღობეზე სხვადასხვა სახის წარწერა და სარეკლამო განცხადებებია განთავსებული.
აქტივისტები ითხოვდნენ განმარტებას, არის თუ არა ღობე დროებითი, რაზეც პასუხი ვერ მიიღეს. მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებმა მათ მხოლოდ ის უთხრეს, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დააჯარიმეს. ეს მუხლი გულისხმობს: "თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა, მათ შორის, შენობა-ნაგებობის ფერის შეცვლა" და ითვალიწინებს 200-ლარიან ჯარიმას.
#სირცხვილიამ წარწერები თბილისის სხვადასხვა ქუჩაში გააკეთა. როგორც მოძრაობაში On.ge-ს უთხრეს, ჯამში ღამის განმავლობაში აქტივისტები 1800 ლარით დააჯარიმეს, ამათგან, ოთხი ადამიანი 200 ლარით, ორი კი ჯამში — 1000-ით. ათასი ლარით დაჯარიმებულ ადამიანებს მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენელმა უთხრა, რომ წარწერა კულტურული მემკვიდრებობის დაცვის ზონაში გააკეთეს და ჯარიმის ოდენობა ამის მიხედვით განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ეს სტენსილი პანორამა თბილისის მიმდებარედ იყო, თუმცა ამ შემთხვევაშიც დროებით ღობეზე გაკეთდა.
რამდენიმე დღეში ერთი წელი გავა 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლისგან, რა დროსაც შეკრებილი ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა, დაშავდნენ სხვა მოქალაქეებიც, მათ შორის, ჟურნალისტები. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.
-
ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა ოჯახურმა პრობლემებმა ბრედ პიტი ისევ დალევამდე და სუიციდურ ფიქრებამდე მიიყვანა
გადახედვა
-
კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ კრიშტიანუ რონალდუ და ჯორჯინა როდრიგესი 10-წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაქორწინდნენ
გადახედვა
-
თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი თეგეტა — საქართველოში პირველი ინკლუზიური სათავგადასავლო ბანაკის მხარდამჭერი
-
საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა საქართველოს ბანკმა ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ლიდერობის თემაზე ინტერაქციული შეხვედრა გამართა
-
თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა თავშესაფრის ფისომ, რომელიც ინტერნეტში ავრილ ლავინის სახელით გამოჩნდა, მზრუნველი ოჯახი უკვე იპოვა
გადახედვა
-
რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა რატომ ურჩევნიათ სოციალური შფოთვის მქონე ადამიანებს ონლაინ ურთიერთობა — კვლევა
გადახედვა
-
სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა სეისმური ინჟინერი ხსნის, რატომ იყო ასეთი დამანგრეველი კოლუმბიაში მიწისძვრა
გადახედვა
-
ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება ზოგი ბოსტნეული "ქრება", რაც ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება
გადახედვა
-
მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება მეტი სარგებელი დანაზოგზე — პროკრედიტ ბანკის სპეციალური შეთავაზება
-
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
-
Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი Dodonut X City Hikers ერთმანეთის მხარდასაჭერად | მცირე ბიზნესის ჯაჭვი
-
ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ ავოკადო სქესს დღეში რამდენჯერმე იცვლის — როგორ
გადახედვა
-
გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს" გოგა ხაინდრავა: "გიორგი ბარამიძე არის გარეწარი — გაჩნდა შერიგების კონტურები და ამ დროს ეს ვიგინდარა ასეთ განცხადებას აკეთებს"
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა მიხეილ ყაველაშვილი: ჩვენ განწირული ვართ გამარჯვებისთვის, სანამ ოპოზიციაში იქნება ეს დამოკიდებულება და ძალა
გადახედვა
-
თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა თუ მცირე ბიზნესს მართავ Businesscourse.ge-ს უფასო ონლაინ კურსები შენთვისაა
-
კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა კოლუმბიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა — დაღუპულია სულ მცირე 132 ადამიანი, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა
გადახედვა
-
Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა Meta-მ თავისი ყველაზე მძლავრი AI მოდელის ღია ვერსია წარადგინა
გადახედვა
-
სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე სელფი — 16%-ით გაზრდილი ატვირთვის სიჩქარე, განახლებული ქსელი 92 ლოკაციაზე
-
იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს იმერეთში "ქურდულ სამყაროსთან" კავშირის ბრალდებით 6 პირი დააკავეს
გადახედვა
-
რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი? რომელია დრაკონის სახლის საუკეთესო პერსონაჟი?
გადახედვა
-
ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს ბათუმში ჟურნალისტ კობა ფარტენაძეზე განხორციელებული ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს
გადახედვა
კომენტარები