TV პირველიდან არსად ვაპირებ წასვლას, ძალიან მწყდება გული წასულ კოლეგებზე — ინგა გრიგოლია
ფოტო: კადრი ვიდეოდან / TV პირველი
TV პირველის ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია ამბობს, რომ არხიდან წასულ კოლეგებზე გული წყდება, თუმცა თავად არსად წასვლას არ აპირებს. მისი თქმით, მას თავისი არჩევანი აქვს და TV პირველია, რომელიც შვილივით უყვარს.
"მე არსად ვაპირებ აქედან წასვლას, TV პირველია ჩემი ყველაზე საყვარელი ტელევიზია, რომლის თავისუფლების მსგავსიც, სხვა არხი იშვიათად მინახავს, რომელიც ამ ხელებით გავზარდე მეც სხვებთან ერთად და რომელშიც მთელი სასიცოცხლო ენერგია ჩავდე. ძალიან მწყდება გული აქედან წასულ ჩემს კოლეგებზე: დიანაზე [ტრაპაიძე], ჟიჟიზე [ნინო ჟიჟილაშვილი], ვახოზე[სანაია]. რთულად გადავიტანე მათი წასვლა", — განაცხადა გრიგოლიამ.
როგორც გრიგოლია ამბობს,ტელევიზიაც ისეთივე ცხოვრებით ცხოვრობს, როგორც სხვა ნებისმიერი სფერო და მძიმე დანაკარგები და დიდი მატებები არხზე, მომავალში ალბათ კიდევ იქნება.
"თუ როდესმე ვიგრძნობ, რომ ჩვენს თავისუფლება რამე ემუქრება და ვინმე შეეცდება ხელი შემიშალოს პროფესიულ საქმიანობაში, არ დავმალავ. ამ ტელევიზიის მთელი ხიბლი კი იყო, არის და იქნება სხვადასხვა გემოვნების ადამიანების, მათ შორის თუნდაც პოლიტიკურისაც, მუშაობა. ხშირად ერთმანეთს არც ვეთანხმებით, ვკამათობთ, მაგრამ სწორედ ეს მრავალფეროვნებაა ამ ტელევიზიის ხიბლი", — განაცხადა გრიგოლიამ.
დღეს, 15 ივნისს, ნინო ჟიჟილაშვილისა და ვახო სანაიას შემდეგ, TV პირველი დიანა ტრაპაიძემაც დატოვა. ჟურნალისტმა ამის შესახებ Facebook-ზე დაწერა და მიუთითა, რომ სხვა არხზე არ გადადის და დასვენებას აპირებს.
12 ივნისს TV პირველის ჟურნალისტებმა, ნინო ჟიჟილაშვილმა და ვახო სანაიამ ტელევიზიიდან წასვლის შესახებ პირდაპირ ეთერში გამოაცხადეს.
"ჩვენ ამ არხზე თითოეულ ნაბიჯზე ვიღებდით პასუხისმგებლობას, რაც, სამწუხაროდ, უკვე აღარ გამოგვდის. მარტივად რომ გითხრათ, ჩვენ უბრალოდ არ მოგვწონს, რაც ჟურნალისტური სტანდარტისა და ყველა სხვა კომპონენტის თვალსაზრისით TV პირველზე ხდება. არ მოგვწონს და ვერც ვერაფერს ვცვლით", — თქვა ჟიჟილაშვილმა.
ტელეწამყვანებთან ერთად არხი დატოვეს გადაცემა პოლიტმეტრის პროდიუსერმა გიორგი დარჩიაშვილმა, პროდიუსერმა და ჟურნალისტმა ხატია შამანაურმა, წამყვანმა და ჟურნალისტმა გიორგი კიკაბიძემ, წამყვანმა და ჟურნალისტმა სოფო მაისურაძემ, პროდიუსერმა მიხო კოტეტიშვილმა.
ნინო ჟიჟილაშვილი თებერვლის ბოლოს საინფორმაციო სამსახურის უფროსად დაინიშნა, თუმცა თითქმის ორთვიანი მუშაობის შემდეგ პოსტი დატოვა. როგორც ტელეკომპანიის მაშინდელმა დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ On.ge-ს განუმარტა, საკადრო ცვლილება არჩევნების მოახლოებასა და ახალ ტოკ-შოუებს უკავშირდებოდა. ამასთან, თვითონ ტელეწამყვანმა განმარტა, რომ საინფორმაციო სამსახურის განვითარების მისი და არხის ხელმძღვანელების ხედვები ერთმანეთს არ დაემთხვა.
ჟიჟილაშვილის პოსტიდან წასვლა დროში დაემთხვა TV პირველში ნოდარ მელაძის გადასვლას. ნოდარ მელაძემ მთავარი არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობა აპრილში დატოვა. ის TV პირველზე მთავარი პროდიუსერი გახდა და ყოველკვირეულად საავტორო გადაცემასაც წაიყვანს. მელაძესთან ერთად TV პირველში მთავარი არხის რამდენიმე ჟურნალისტიც გადავიდა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები