ლაგოდეხში, სოფელ ბოლქვში, მაზლმა ორსული რძალი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა და მისი მამა მოკლა. ინფორმაციას სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

უცნობია დანაშაულის ჩადენის მოტივი. გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტს წინ კონფლიქტი უძღოდა.

როგორც On.ge-ს შსს-ში განუცხადეს, დანაშაულში ბრალდებული უკვე დაკავებულია. მის წინააღმდეგ გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.