ფერადკანიანებს სისტემა გამუდმებით არ ითვალისწინებს — ბენქსის ახალი ნახატი ჯორჯ ფლოიდზე
ფოტო: Banksy
"ფერადკანიანებს სისტემა გამუდმებით არ ითვალისწინებს" — ამ წარწერით და ახალი გრაფიტით გამოეხმაურა ცნობილმა მხატვარ ბენქსი ჯორჯ ფლოიდის მკვლელობასა და მიმდინარე საპროტესტო აქციებს.
ბენქსი წერს, რომ თავდაპირველად ფიქრობდა, უბრალოდ უნდა გაჩუმებულიყო და შავკანიანი ადამიანებისთვის მოესმინა ამ საკითხთან დაკავშირებით. "მაგრამ რატომ უნდა მოვიქცე ასე, ეს არაა მათი პრობლემა, ეს ჩემი პრობლემაა".
"ფერადკანიან ადამიანებს სისტემა გამუდმებით არ ითვალისწინებს. "თეთრი სისტემა", როგორც გაფუჭებული მილსადენი, რომელიც ქვემოთ მცხოვრებ ადამიანებს ტბორავს. გაუმართავი სისტემა ამ ადამიანების ცხოვრებას ტანჯვად აქცევს, მაგრამ ეს არაა მათი საქმე, რომ გამოასწორონ. მათ არ შეუძლიათ, რადგან არავინ მიუშვებთ ზედა სართულებზე", — წერს ბენქსი.
ახალ ნახატზე, რომელიც ბენქსიმ პოსტთან ერთად გამოაქვეყნა ჩანს როგორ იწვის კედელზე ჩამოკიდებული ამერიკის დროშა სოლიდარობის ნიშნად დანთებული სანთლის ალით.
რამდენიმე დღეა ამერიკასა და სხვა ქვეყნებში აქციები არ წყდება. დემონსტრაციები მინეაპოლისში პოლიციელის მხრიდან დაკავებისას ძალის გამოყენების დროს აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებას მოჰყვა. გავრცელებულ ვიდეოებში ჩანს, რომ პოლიციელი დერეკ შოვინი 8 წუთის განმავლობაში ფლოიდს კისერზე ფეხს აჭერდა, დაკავებული ამბობდა, რომ ვერ სუნთქავდა. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების მიზეზი ჟანგბადის ნაკლებობა გახდა.
აღნიშნული შემთხვევიდან მალევე დერეკ შოვინი და კიდევ სამი პოლიციელი სამსახურიდან გაათავისუფლეს. რამდენიმე დღეში კი შოვინი ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის 40 ქალაქში კომენდანტის საათი გამოაცხადეს, დემონსტრანტები შეზღუდვას არ ითვალისწინებენ. ნიუ-იორკში, ჩოკაგოში, ფილადელფიასა და ლოს-ანჯელესში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის ტყვიები გამოიყენა. რამდენიმე ქალაქში აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანები და მაღაზიები გადაწვეს.
-
ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს ჩრდილოეთ ამერიკულ მტკნარი წყლის თევზში გადამდები კიბო აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა "ნაციონალურმა მოძრაობამ" დროებითი მმართველობითი საბჭო აირჩია — ხელმძღვანელი ირაკლი ფავლენიშვილი გახდა
გადახედვა
-
იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ იისფერი სიმინდის პიგმენტით შეიძლება საკვების ხელოვნური საღებავი ჩაანაცვლონ
გადახედვა
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო მოიპოვე საქართველოს ბანკის სტიპენდია CHEVENING-ის პროგრამაში — განაცხადების მიღება დაიწყო
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით Euromoney-მ საქართველოს ბანკი CEE კატეგორიაში საუკეთესო ბანკად დაასახელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს მზეს ვერ დაემალები — PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
კომენტარები