ხოშტარიას კითხვა, რის გამოც წულუკიანმა მას "ძველბიჭობა შეახსენა"
თბილისის პარლამენტში გამართულ სხდომაზე, სადაც მინისტრები კომიტეტების წარმომადგენლებს ხვდებოდნენ, ელენე ხოშტარიამ თეა წულუკიანს ჰკითხა, რას გულისხმობდა, როდესაც უწონებდა მოსამართლე თამაზ ურთმელიძეს რუსთავი 2-ის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებას:
"როდესაც კანდიდატები ისევ ამ შემადგენლობით ვიხილეთ, ჩვენ ილუზია არ გვქონია, რომ რეალურ პრობლემებზე ან გამოწვევებზე მოვისმენდით განცხადებებს, თუმცა თავს ვალდებულად ვთვლით დაგანახოთ ის რეალობა, რომელიც ამ კედლებს გარეთ ხდება.
პირველ რიგში ქალბატონ თეასთან მაქვს, შეკითხვა. ქალბატონო თეა, თქვენ გამოირჩეოდით ენთუზიაზმით, რუსთავი 2-ის წინააღმდეგ გამართულ რამდენიმე წლიან ბრძოლაში, ერთ-ერთ ყველაზე სამარცხვინო ეპიზოდში, როდესაც ურთმელიძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც შეფასდა ჩვენი პარტნიორების, ამერიკისა და ევროკავშირის ერთობლივ განცხადებაში, ვციტირებ: როგორც მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და მედიის თავისუფლების სერიოზული კითხვების დასმით. თქვენ მოსამართლის ეს გადაწყვეტილება შეაფასეთ როგორც ნოვატორული და ურთმელიძეს მოუწონეთ ტესტის ჩაბარება.
ნამდვილად ჩააბარა ურთმელიძემ ტესტი, მაგრამ თქვენ ალბათ გეშლებათ, ტესტებს მოსამართლეები აბარებენ საზოგადოებისა და კანონის წინაშე და არა ბიძინა ივანიშვილის ან თქვენს წინაშე. ამიტომ იქნებ განმარტოთ, რას გულისხმობთ მის ნოვატორულ გადაწყვეტილებაში".
თეა წულუკიანის პასუხი
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა თავის პასუხში ელენე ხოშტარიას უთხრა, რომ როდესაც ხოშტარია "პლეხანოვზე ძველბიჭობდა", თვითონ წიგნებს კითხულობდა:
"ძალიან მიჭირს სერიოზულად ვუპასუხო თქვენს კითხვებს, მაგრამ ასეთია ჩემი პასუხისმგებლობა და გიპასუხებთ. ქალბატონო ელენე, ნუ შემაწყვეტინებთ, მე არც ბავშვობაში, ძველბიჭობაში არ გეჯიბრებოდით, გახსოვთ ეს, მე წიგნს ვკითხულობდი, მე მახსოვხართ, არც ფეხბურთში გეჯიბრებოდით, ჩვენ ყოველთვის სხვადასხვა ადგილზე ვიყავით და ვართ. მე როცა წიგნს ვკითხულობდი, თქვენ პლეხანოვზე ძველბიჭობდით. ეს არ არის ჩემი სტილი.
ასევე გისამძიმრებთ, იმას, რომ სანდრო გვირგვლიანის მეგობარი ოთო კახიძის გვერდით ზიხართ. გისამძიმრებთ ამ იმედია დროებით მორალურ კრახს. კაცი რომელიც ვანოს [მერაბიშვილს] იცავს დღეს, იმის გვერდში ზიხართ დღეს.
ურთმელიძის გადაწყვეტილებას რაც შეეხება, რუსთავი 2-ის გარდა სხვა არხებსაც თუ მოუსმენთ, ეგებ უკეთ გაიგოთ რომელმა მინისტრმა რა თქვა. მე მაშინ ვთქვი, რომ სტრასბურგის ის გადაწყვეტილება მაინცდამაინც კარგად არ გამოიყურებოდა. ბოდიშიც მოვიხადე, რომ ვაფასებ სასამართლო გადაწყვეტილებას და ისიც ვთქვი, რომ მე რომ ვყოფილიყავი მოსამართლე, უკეთეს გადაწყვეტილებას დავწერდი მეთქი. სასამართლო გადაწყვეტილებების წერა ვიცი კარგად, 10 წელი ამას ვაკეთებდი სტრასბურგში.
აქედან გამომდინარე, არ ვიცი რა გიპასუხოთ, რუსთავი 2-ის ბედი არ მაინტერესებს, არც მისი მოწინააღმდეგე მხარის ბედი მაინტერესებს, სასამართლოშია ეს დავა და ყველამ თავის ადვოკატს და დაცვას და გაძლიერებას უნდა მიხედოს და მოსამართლე გადაწყვეტს, რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს".
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უზენაესი სასამართლოს კოლეგიამ რუსთავი 2-ის საქმე დიდ პალატას გადასცა.
ელენე ხოშტარიას "პასუხის პასუხი"
მოგვიანებით, ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას ელენე ხოშტარიამ შეაფასა თეა წულუკიანის რეპლიკა, სანდრო გირგვლიანთან და ირინა ენუქიძის ხსოვნის პატივისცემასთან დაკავშირებით, და იუსტიციის მინისტრის ამ სიტყვებს ამორალური უწოდა.
ხოშტარიას თქმით, თეა წულუკიანი სანდრო გირგვლიანის თემით სპეკულირებს, რაც თავად არასდროს გაუკეთებია:
"სანდრო გირგვლიანის თემა ჩემთვის იყო მართლაც ძალიან დიდი უსამართლობა და სწორედ ამიტომ ვაპროტესტებდი. დღეს თეა წულუკიანი პასუხისმგებელია ადამიანის ისეთ უფლებებზე, როგორიცაა მათ პირად ცხოვრებაში შეღწევა და ამის გამოქვეყნება. არცეთი გამოძიება დასრულებული არაა".
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის თქმით, მისი პარტიის წევრებმა კრიტიკული კითხვები დასვეს, რასაც მინისტრთა კაბინეტიდან შეურაცხმყოფელი კომენტარებით უპასუხეს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები