მთავარი არხი რეგიონში პირველი მედიაა, რომელიც გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა
ფოტო: მთავარი
მთავარი არხი არის პირველი ტელევიზია საქართველოში, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი გახდა.
ამასთან დაკავშირებით გადაცემა შენი დილა-ში სტუმრად იყვნენ მთავარი არხის მარკეტინგისა და პიარის განყოფილების ხელმძღვანელი თეონა ჩემია, მთავარი არხის დირექტორი და იურისტი თამთა მურადაშვილი და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი ანა ფაშალიშვილი.
"ეს ვალდებულება, რაც ავიღეთ, არის როგორც შიდა კორპორატიულ ცხოვრებაში შესასრულებელი, ასევე საზოგადოებასთან მიმართებით. ეს უნდა იყოს პლატფორმა, რომელიც გზას გაუკვალავს ქალებს, მაგალითად, სახელმწიფოსთან ურთიერთობაში", — განაცხადა თამთა მურადაშვილმა.
ქალთა გაძლიერების შვიდი პრინციპი:
პრინციპი 1 - ხელმძღვანელობის მიერ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობა
ხელმძღვანელობის როლზე ყურადღების გამახვილებით ეს პრინციპი შვიდივე პრინციპის წარმატებით განხორციელების საფუძველია. იგი კომპანიების ხელმძღვანელებს ურჩევს, ორგანიზაციის ყველა დონეზე თანმიმდევრულად შემოიღონ ცვლილებები, თანასწორობის მისაღწევად კომპანიის მიზნები ამოაყალიბონ და უზრუნველყონ მათი მიღწევა.
პრინციპი 2 - სამსახურში ყველა ქალისა და კაცის მიმართ თანასწორი მოპყრობა, პატივისცემა, ადამიანის უფლებების დაცვისა და არა-დისკრიმინაციული მიდგომის
პატივისცემა და ხელშეწყობა
პრინციპი ყურადღებას ამახვილებს თანასწორ ხელფასებზე, სარგოებზე, ბავშვებზე ზრუნვის მისაწვდომობაზე, ქალთა მონაწილეობაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ყველა დონეზე და ბიზნესის ყველა სფეროში, რაც, თავის მხრივ, სამუშაო ადგილზე პატივისცემის არსებობასა და დისკრიმინაციის დაუშვებლობას უწყობს ხელს.
პრინციპი 3 - ყველა ქალი და კაცი თანამშრომლის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა
დამსაქმებლის ვალდებულებაა, შექმნას ჯანსაღი და უსაფრთხო სამუშაო გარემო. ამაში იგულისხმება უსაფრთხოების უზრუნველყოფა სახიფათო მასალებთან მუშაობის დროს და მკურნალობის შესაძლებლობა თანამშრომლებისთვის; ასევე, ძალადობისგან თავისუფალი გარემოს უზრუნველყოფა და სექსუალური შევიწროების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის შემუშავება.
პრინციპი 4 - ქალების განათლების, პროფესიული მომზადებისა და განვითარების ხელშეწყობა
ქალების წახალისება, აირჩიონ ტრადიციულად კაცების პროფესიები და რომ სამუშაო ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს მათ. განათლებაზე, უნარების განვითარების პროგრამებსა და პროფესიული ქსელების შექმნის შესაძლებლობებზე წვდომა ქალებს თავიანთ პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. ეს კი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თანამშრომელთა პირადი განვითარებისთვის, არამედ კომპანიის გაძლიერებისთვისაც.
პრინციპი 5 - საწარმოს განვითარება, მიწოდების ჯაჭვები და მარკეტინგის პრაქტიკა, რომლებიც ხელს უწყობს ქალთა გაძლიერებას
ეს პრინციპი კომპანიებს ურჩევს, ქალთა გაძლიერების მიმართულებით მხოლოდ სამუშაო ადგილებით არ შემოიფარგლონ. მათ, ასევე, უნდა გააფართოვონ საქმიანი ურთიერთობები მეწარმე ქალებთან, გამოხატონ ქალებისადმი პატივისცემა კომპანიის მარკეტინგულ მასალებში და უზრუნველყონ, რომ კომპანიის პროდუქტები, სერვისები და შენობები ადამიანით ვაჭრობის და/ან შრომითი თუ სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით არ გამოიყენებოდეს.
პრინციპი 6 - თანასწორობის ხელშეწყობა სათემო ინიციატივებისა და ადვოკატირების მეშვეობით
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიებმა თავიანთი გამოცდილება, წარმატება და ცოდნა ფართო საზოგადოებას გაუზიარონ და გენდერული თანასწორობის მნიშვნელობაზე ყურადღების გამახვილება ითავონ. თითოეულ კომპანიას არსებითი როლის შესრულება შეუძლია გენდერული თანასწორობის მიღწევასა და ქალთა გაძლიერებაში სათემო პროექტებისა და საგრანტო პროგრამების მსგავსი ინიციატივების განხორციელებით.
პრინციპი 7 – გენდერული თანასწორობის მიღწევაში პროგრესის გაზომვა და საზოგადოებისთვის გაცნობა
ეს პრინციპი ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას. კომპანიებს ვურჩევთ, თავიანთი პრაქტიკა გაასაჯაროონ, ჩამოაყალიბონ ეტალონები, რომლებიც ყველა დონეზე გაზომავს ქალთა ჩართვას და თავიანთი პროგრესი შეაფასონ და აცნობონ საზოგადოებას.
"ეს ისეთი პრინციპებია, რომლებიც ყველა ღირსეულმა კომპანიამ, რომელიც თავს კარგ დამსაქმებლად მიიჩნევს, უნდა დაიცვას", — განაცხადა ანა ფაშალიშვილმა.
მსოფლიოს მასშტაბით პრინციპებს 3 000 ხელმომწერი ჰყავს.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები