მე რასაც ვაკვირდები, არც ერთი სიმართლეს არ ლაპარაკობს — ინაშვილი ოპოზიციასა და ქართულ ოცნებაზე
ფოტო: კადრი ვიდეოდან / პარლამენტი
"მე რასაც ვაკვირდები, არც ერთი სიმართლეს არ ლაპარაკობს", — ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა 8 მარტის შეთანხმებაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას დოკუმენტის აბსოლუტურად სხვადახვა აღქმა აქვთ.
"8 მარტს, როდესაც ჩვენ მივედით კულმინაციამდე და შეთანხმება უნდა შემდგარიყო, მე ვნახე, რომ ერთი ეს იყო ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც საარჩევნო სისტემის ცვლილებას გულისხმობდა, რა თქმა უნდა, ამას ვეთანხმებოდი და ხელსაც მოვაწერდი, მაგრამ უცბად მაგიდაზე მოულოდნელად გაჩნდა მეორე დოკუმენტი, ეს არ იყო ერთ დოკუმენტში ასახული. იქ ჩემთვის გაუგებარ რაღაცებზე იყო საუბარი. კონტექსტს ხო გააჩნია, რა დროს ხდება, რა არის წინაპირობა. რედაქტორი ვიყავი წლების განმავლობაში და შინაარსს კარგად ვაანალიზებ", — აღნიშნა ირმა ინაშვილი.
როგორც პარლამენტის დეპუტატი ამბობს, გიგა ბოკერია ღიად ამბობდა, რომ შეთანხმების მეორე ნაწილში გიგი უგულავას და სხვების გათავისუფლებას გულისხმობდა, როცა ქართულ ოცნებაში სამართლებრივ ასპექტებზე საუბრობდნენ.
"მე სწორედ იმიტომ არ მოვაწერე ხელი, რომ ვხვდებოდი რაც მოხდებოდა, ორივე მხარე სხვადასხვაგვარად აღიქვამდა და ორივემ მოაწერა მაინც ხელი", — ამბობს ინაშვილი.
დეპუტატს მიაჩნია, რომ ქართულ ოცნებასაც და გიგა ბოკერიასაც საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდა თანაბრად სურთ, რადგან დაბალი რეიტინგი აქვთ. ამავე დროს, ინაშვილი ამბობს, რომ მზადაა ცვლილებებს მხარი დაუჭიროს:
"ჩვენი ფრაქცია ამას მხარს დაუჭერს და ქართულ ოცნებას არ უნდა ახლა ბზრიალი და ტრიალი. მას თავისუფლად შეუძლია, ჩვენთან და დამოუკიდებელ დეპუტატებთან ერთად გაიტანოს ეს ცვლილებები".
ბოლო დღეებში ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ განხილვის საგანი გახდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ მმართველი გუნდი პირობებს არ ასრულებს, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში არიან.
ოპოზიციის საპასუხოდ, ქართულ ოცნებაში საგანგებო ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა, რომ მმართველ გუნდს პატიმრების გათავისუფლების პირობა არავითარი ფორმით, არავის წინაშე არ დაუდია. თალაკვაძის მტკიცებით, ამას მკაფიოდ ადასტურებს ყველა ფაქტი და დოკუმენტი, მათ შორის თავად შეთანხმების ტექსტი. ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობენ იმაზეც, რომ ოპოზიციის მოთხოვნა სასამართლოსთვის დავალების მიცემას გულისხმობს, რასაც არ გააკეთებენ.
დისკუსიას გამოეხმაურნენ საელჩოებიც. მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატების ერთობლივ განცხადებაში მითითებულია, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია საარჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, "რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს". საელჩოებმა მოუწოდეს ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს.
აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე, ადამ კინზინგერმა კი ტვიტერზე დაწერა, რომ შეთანხმების საბოლოოდ შესრულება აუცილებელია. განცხადება გააკეთა აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემაც. სენატორი რიში აცხადებს, რომ საქართველოსგან ელოდება 8 მარტის შეთანხმების შესრულებას, რაც "პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც მოიცავს".
8 მარტს, ხანგრძლივი განხილვების შემდეგ, ოპოზიციამ და მმართველ გუნდმა ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. სადაც ორივე მხარე, მიუხედავად განსხვავებული აზრისა თანხმდებიან, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები