ელჩებმა დაადასტურეს, რომ ენმ და მთელი მისი კლასტერი განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს საზოგადოებას — მდინარაძე
ფოტო: საქართველოს მთავრობა
უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით ელჩების განცხადებამ დაადასტურა, რომ ოპოზიცია საზოგადოებას განსხვავებულ ვერსიას სთავაზობდა.
მისი თქმით, შეთანხმება შეეხებოდა მართლმსაჯულებაში არჩარევას და დღეს ელჩების მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც ამაზეა პირდაპირი მითითება.
"ახლახანს გავრცელდა ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების, ელჩების განცხადება, სადაც ისინი ადასტურებენ იმ შინაარსს და სულისკვეთებას, რაც მითითებულია დოკუმენტში, რომელსაც ჩვენი მხრიდანაც მოეწერა ხელი და არა იმ ინტერპრეტირებას, რომელიც ჩვენი ოპონენტების მხრიდან მთელი დღისა და წინა პერიოდის განმავლობაში ისმოდა. ანუ, შინაარსსა და სულისკვეთებაზე არის პირდაპირი მითითება. ჩვენ ვამბობდით, რომ შეთანხმება შედგა იმაზე, რაც დოკუმენტის მეორე ნაწილში წერია და არა იმაზე, რასაც ყვებოდნენ და ჩვენი ოპონენტები საზოგადოებას ატყუებდნენ. ეს ნიშნავს კიდევ ერთ დასტურს, რომ 180 გრადუსით განსხვავებულ ვერსიას სთავაზობს საზოგადოებას ნაციონალური მოძრაობა და მთელი მისი კლასტერი, მათი მხარე", — აცხადებს მდინარაძე.
ბოლო დღეებში ოპოზიციასა და მთავრობას შორის მიღწეული საარჩევნო შეთანხმება ისევ განხილვის საგანი გახდა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმებიდან ორი თვის შემდეგ მმართველი გუნდი პირობებს არ ასრულებს, რადგან პოლიტიკოსები ისევ პატიმრობაში არიან. მმართველი გუნდი კი ამბობს, რომ შეთანხმებაში არ ეწერა არცერთი პოლიტიკოსის გათავისუფლების საკითხი და ოპოზიციის მოთხოვნა სასამართლოსთვის დავალების მიცემას გულისხმობს, რასაც არ გააკეთებენ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ ამ პირობის შესრულების გარეშე საარჩევნო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ. პასუხად მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ოპოზიციას ცვლილებების ჩაგდება სურს.
ამავე თემაზე:
- ბაქრაძე: ჩვენ გვინდა, ამ შეთანხმებას მივცეთ ხმა; მაგრამ ნახევარი შეთანხმება შეთანხმება არ არის
- თალაკვაძე: ვთხოვთ ელჩებს, დაადასტურონ, რომ უგულავას, ოქრუაშვილისა და რურუას გათავისუფლების ვალდებულება არ აგვიღია
- პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით არავის წინაშე არ დაუდია — თალაკვაძე
- მოლაპარაკებების დროს პატიმრების საკითხზე ოპოზიციამ 4-ჯერ მიიღო ხისტი პასუხი და არ გაუპროტესტებიათ — კობახიძე
8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებით დიპლომატებმა განცხადება განცხადება გაავრცელეს, სადაც ისინი ამბობენ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.
8 მარტს ოპოზიციასა და მმართველ გუნდმა ახალ საარჩევნო მოდელზე შეთანხმებას ხელი მოაწერა. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმთან ერთად, მართლმსაჯულების სისტემაზე ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადებაც გამოქვეყნდა. სადაც ორივე მხარე, მიუხედავად განსხვავებული აზრისა თანხმდებიან, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია.
"ჩვენ ვეთანხმებით საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში უმაღლესი სტანდარტების დაცვისა და მათი დახვეწისკენ სწრაფვის მნიშვნელობას. მიუხედავად განსხვავებული აზრისა, ყველანი ვთანხმდებით, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმულ იქნეს, როგორც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაცია და მომავალში მსგავსი ქმედებები თავიდან უნდა იქნეს აცილებული.
მივესალმებით პრეზიდენტის წინადადებას, მისი საკონსტიტუციო უფლებამოსილების ფარგლებში, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ხელშეწყობასთან დაკავშირებით", — წერია განცხადებაში.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები