მდინარაძე: მზად ვართ ვიმსჯელოთ ნებისმიერ თემაზე, რათა არჩევნები დათქმულ თარიღში ჩატარდეს
ფოტო: საქართველოს მთავრობა
პარლამენტის ვცე-სპიკერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველი პარტია მზადაა იმსჯელოს ნებისმიერ საკითხზე, რათა ოქტომბერში არჩევნები ჩატარდეს. მისი თქმით, ქართული ოცნება მზადაა ესაუბროს, როგორც ოპოზიციას, ისე არასამთავრობო სექტორსა და დარგის სპეციალისტებს.
"მე ახლა ეჭვი მეპარება, რომ ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებისთვის შესაბამისი ბაზა შეიქმნას ან მოესწროს. დანარჩენი, რაც შეეხება შეზღუდვებისა და რეგულაციების თანხლებით არჩევნების ჩატარებას, ექიმების რეკომენდაციის გათვალისწინებით არჩევნების ჩატარებას, ჩვენ ნებისმიერ მოდელზე სამსჯელოდ მზად ვართ და ღია ვართ", — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო აცხადებს, რომ უკვე უნდა დაიწყოს მსჯელობა საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საკითხზე.
ორგანიზაციის აზრით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა არც ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები უნდა დავივიწყოთ.
TI-ში აღნიშნავენ, რომ კვლავ უცნობია, კონკრეტულად როდის და როგორ აპირებს ქართული ოცნება კონსტიტუციური და სხვა საკანონმდებლო ცვლილებების მიღებას. მათი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, რა დროსაც კონსტიტუციის შეცვლა შესაძლებელი არ არის, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს კონკრეტული გეგმები ამ საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება არჩევნების თარიღს, ეპიდემიოლოგების პროგნოზებიდან გამომდინარე, TI ამბობს, რომ 31 ოქტომბრისთვის გარკვეული შეზღუდვები, დიდი ალბათობით, კვლავ იქნება, ამიტომ აუცილებელია გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რათა ჩატარებულმა არჩევნებს პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოების ნდობა ჰქონდეს.
ორგანიზაცია მოუწოდებს ხელისუფლებას, ამ საკითხზე აქტიური კონსულტაციები დაიწყოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, არჩევნებზე მომუშავე ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლობებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები