დეპუტატი: ყველას რომ ჩამოეკიდა ბატონი ბიძინას სურათი და პატივი ეცა ბატონი ბიძინასთვის, ძალიან კარგი იქნებოდა
ფოტო: On.ge/გვანცა ნემსაძე
ავტომობილით, რომლის სალონშიც ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ფოტოს გამორჩეული ადგილი უკავია, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, ქართული ოცნების წევრი კობა ლურსმანაშვილი გადაადგილდება. ლურსმანაშვილი პარლამენტში ხარაგაულსა და ბაღდათს წარმოადგენს.
On.ge-მ აღნიშნული ავტომობილი 18 ნოემბერს, მე–9 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის დაწყებამდე, ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ გადაიღო. ჩვენ ვესაუბრეთ კობა ლურსმანაშვილს, რომელმაც დაადასტურა, რომ BMW X5 სახელმწიფო ნომრით 051, სწორედ ის გადაადგილდება, თუმცა ავტომობილი მისი უახლოესი მეგობრის საკუთრებაა, რადგან თავად ავტომობილი არ ჰყავს. როგორც დეპუტატი ამბობს, ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული კია სპორტიჯი გაფუჭებულია და გადასაადგილებლად უვარგისია.
ლურსმანაშვილის თქმით, ის მეგობრის ავტომობილით წინასაარჩევნო პერიოდის შემდეგ გადაადგილდება:
"ჩვენი პარტიის დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს პატივს ვცემ და წინასაარჩევნოდ მანქანაში ჩამოვკიდე ივანიშვილის ლოგო და მერე შესაძლოა დავიტოვე, ეს ვინმეში რაიმე ცუდ ასოციაციებს იწვევს? რა არის ამაში ცუდი?
იცით რა მინდა გითხრათ? ბატონი ბიძინა ივანიშვილი არის ის პიროვნება, რომელმაც საქართველოს უახლოესი ისტორია შეცვალა. ჩვენ გვაქვს მეტი თავისუფლება, მეტი დემოკრატია და რაც მთავარია, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ პიროვნებამ საქართველოში თითოეული ადამიანისთვის უკეთესი ბედნიერების საფუძველი შექმნა. გამომდინარე აქედან, სრულიად ლოგიკურია, რომ ქართული ოცნების წევრებს გაგვაჩნდეს ასეთი სურვილი და ეს სრულებით არ არის გასაპროტესტებელი. ეს [ფოტო] თუ ინტერნეტში ხვდება, ძალიან კარგია. მე ვიტყოდი, რომ ყველას რომ ჩამოეკიდა ბატონი ბიძინას სურათი და პატივი ეცა ბატონი ბიძინასთვის საქართველოში ძალიან კარგი იქნებოდა. ნაციონალური მოძრაობისთვის ნახევარ მილიონს რომ არ მიეცა ხმა, ესეც იქნებოდა ძალიან დიდი ბედნიერების საფუძველი საქართველოსთვის და ჩემთვის".
ვინ არის კობა ლურსმანაშვილი?
კობა ლურსმანაშვილი 2016 წლის საარჩევნო კამპანიისას პარტიულ ლიდერებთან ერთად.
ფოტო: Facebook/Koba Lursmanashvili
ქართული ოცნების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, კობა ლურსმანაშვილი საერთაშორისო სამართლის სპეციალისტია. ის 1992-1994 წლებში იყო ცენტრალური ეროვნული თავდაცვითი საბჭოს წევრი, 1994–1996 წლებში მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაციაში ადამიანის უფლებათა დაცვის ლიგა. სხვადასხვა წლებში მუშაობდა პარლამენტში უფროს სპეციალისტად, ხარაგაულის საკრებულოში არაერთხელ იყო არჩეული. 2001–2009 წლებში ის ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, 2009–2013 წლებში კი კერძო საადვოკატო საქმიანობით იყო დაკავებული.
კობა ლურსმანაშვილი ქართულ ოცნებას 2012 წელს შეუერთდა, 2013 წლის თებერვლიდან ბოლო დრომდე კი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი იყო.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა

კომენტარები