ვის დახმარებას გეგმავს მთავრობა, როგორ აპირებს ამას და რა დაუჯდება — ანტიკრიზისული გეგმა სრულად
ფოტო: საქართველოს მთავრობა
დღეს, 24 აპრილს საქართველოს მთავრობამ კორონავირუსთან საბრძოლველი ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. გეგმა, რომელსაც ოპოზიცია დაგვიანებულს, მთავრობა კი ეფექტურს უწოდებს რამდენიმე ეტაპს მოიცავს.
საწყის ეტაპებში გაერთანებულია ის ნაბიჯები, რომლებიც მთავრობამ აქამდე გადადგა: სესხების გადავადება, კომუნალურები და ა.შ.; მომდევნო ეტაპები კი სამსახურის გარეშე დარჩენილი მოქალაქეების ერთჯერად ან რამდენიმეთვიანი დახმარებას და ეკონომიკის ამუშავებისთვის საჭირო ნაბიჯებს აერთიანებს.
პირველი ეტაპი
პირველ ეტაპად მთავრობა 13 მარტიდან პირველ აპრილამდე გადადგმულ ნაბიჯებს განიხილავს და მათ ბიუჯეტზეც ავრცელებს ინფორმაციას:
- კომუნალური გადასახადების ნაწილობრივ დაფინანსება — 150 მლნ;
- 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე ფასების დაზღვევა — 15 მლნ;
- ტურიზმის სფეროს ბიზნესსუბიექტების საშემოსავლო და ქონების გადასახადის გადავადება — 90 მლნ;
- მცირე სასტუმროების სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა — 10 მლნ;
- ავტომობილების განბაჟების გადავადება — 50 მლნ;
- სესხების 3 თვით გადავადება მოქალაქეებისთვის;
სესხების რესტრუქტურიზაცია იურიდიული პირებისთვის; - ინფრასტრუქტურულ პროექტებზე სამშენებლო მასალების ფასის ზრდი დაზღვევა — 200 მლნ.
მეორე ეტაპი
რაც შეეხება მეორე ეტაპს, მთავრობა აცხადებს, რომ მისი მიზანია პანდემიის ნეგატიური გავლენის შემცირება ეკონომიკაზე.
კრიზისული ბიუჯეტის საპროგნოზო პარამეტრებით მთავრობა -4%-იან ეკონომიკურ ზრდას და საბიუჯეტო შემოსავლებში 1,8 მილიარდი ლარის დაკარგვას ელის. პრემიერის თქმით, სხვა ხარჯების გათვალისწინებით, ბიუჯეტის დასაბალანსებლად 3,9 მილიარდია საჭირო.
მისივე განცხადებით, ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპის ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორებთან მუშაობის შედეგად $1,5 მილიარდის დახმარების გარანტია მიიღეს. ასევე, მან განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში კერძო სექტორს დამატებით ექნება წვდომა $1,5 მილიარდზე.
სამსახურის გარეშე დარჩენილთა დაფინანსება და სოციალური დახმარება
მეორე ეტაპში მოექცა სამსახურის გარეშე და უხელფასო შვებულებაში გაშვებული მოქალაქეების დახმარება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ისინი 6 თვის განმავლობაში 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ. მათი თქმით, ეს დახმარება ბიუჯეტს 460 მლნ ლარი უჯდებათ.
რაც შეეხება არაფორმალურ სექტორში დასაქმებულებს, თუ ისინი წარადგენენ რაიმე სახის დამადასტურებელ დოკუმენტს, ერთჯერადად 300 ლარს მიიღებენ. ამ აქციის ბიუჯეტი 75 მილიონია.
ამ გეგმის ფარგლებში, მთავრობა ამბობს, რომ დამსაქმებლები ყოველ შენარჩუნებულ სამუშაო ადგილზე მიიღებენ სახელმწიფო სუბსიდიას, რომელიც 250 მილიონი ლარი ჯდება. კერძოდ:
- 6 თვის განმავლობაში 750 ლარის ოდენობის ხელფასი სრულად გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადებისგან;
- 1500 ლარამდე ხელფასი, 750 ლარის ოდენობაზე გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან.
გარდა ამისა, 6 თვის განმავლობაში საშუალოდ 600-ლარიან (თვეში 100 ლარი) დახმარებას მიიღებენ:
- ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა — 45 მლნ;
- ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 100 000-მდეა და ჰყავთ 3 და მეტი 16-წლამდე ასაკის შვილი — 13 მლნ;
- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და შშმ ბავშვები — 40 მლნ;
პენსიები
ანტიკრიზისული გეგმის მეორე ეტაპშია გათვალისწინებული პენსიების საკითხი, რომელიც 2021 წლის იანვრიდან უნდა ამოქმედდეს. მთავრობა ამას პენსიების ინდექსაციის წესის შემოღებას უწოდებს, რომლის მიხედვითაც:
- ყველა პენსიონერის პენსია გაიზრდება არანაკლებ ინფლაციის მაჩვენებლისა;
- 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერს დაემატება რეალური ეკონომიკური ზრდის 80%.
მთავრობის განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ფასების ზრდა გავლენას ვეღარ მოახდენს პენსიების რეალურ მოცულობაზე და პენსიის ყოველწლიური ზრდა იქნება ინფლაციაზე მაღალი. ამის გათვალისწინებით, მთავრობა აცხადებს, რომ 70 წლამდე პირებისთვის პენსიის ზრდა არ იქნება 20 ლარზე ნაკლები 70 წელს ზევით კი — 25 ლარზე ნაკლები.
მათივე თქმით, ისევ ძალაშია პირველი ივლისიდან პენსიების 30 ლარით გაზრდა.
კერძო სექტორი
მთავრობის განცხადებით, მეწარმეების დასახმარებლად რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა. კერძოდ:
- ამოქმედდა დღგ-ს ავტომატური დაბრუნების მექანიზმი და გაორმაგდება დღგ-ის ზედმეტობის დაბრუნება — მთავრობის აზრით, ეს ბიზნესს 600 მლნ-ს დაუბრუნებს;
- კომერციულ ბანკებს მიეწოდებათ 600 მილიონის გრძელვადიანი რესურსი;
- ბიზნესის მხარდაჭერისთვის დამატებით გამოიყოფა 500 მილიონი ლარი.
მთავრობის განმარტებით, ამ 500 მილიონიდან, 300 არის გათვალისწინებული საკრედიტო-საგარანტიო სქემაზე.
სოფლის მეურნეობა
გახარიამ აღნიშნა, რომ დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ფერმერებმა შეძლონ დააკმაყოფილონ ბაზრის მოთხოვნა სასურსათო პროდუქტზე. ამისთვის ხელისუფლება სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებს რამდენიმე შეღავათს სთავაზობს:
- სახელმწიფოს მიკრო საგრანტო სისტემის ზღვარი 30 000 ლარამდე გაიზარდება
პრემიერის განმარტებით, თუ სოფლად მაცხოვრებელი გადაწყვეტს ელემენტარული მცირე ბიზნესის წარმოებას, სახელმწიფო მას გრანტის სახით ფინანსური რესურსით დაეხმარება.
- ერთწლოვანი კულტურების დაფინანსებისთვის 50 მილიონი ლარი გამოიყოფა
პრემიერის თქმით, ამ პროდუქტით სარგებლობას 5 ათასი ფერმერი შეძლებს.
- სამელიორაციო საქმიანობის მხარდაჭერა
პრემიერის თქმით, ყველა იურიდიული თუ ფიზიკური პირის გადასახადი, რომელიც 2012 წლის შემდეგ გროვდებოდა გაუქმდება და ჩამოეწერებათ და 2020 წლის საფასურისგან სრულად გათავისუფლდებიან.
- რეგისტრაციის გარეშე დარჩენილი მიწის 3 წლის განმავლობაში სრულად რეგისტრირება
"იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, სამი წლის განმავლობაში მოხდეს მილიონ 200 ათასი ჰექტარი მიწის რეგისტრაცია. დღეის მდგომარეობით ეს მიწის ის რესურსია, რომელიც დარჩენილია რეგისტრაციის გარეშე", — თქვა გიორგი გახარიამ.
აწარმოე საქართველოში
აწარმოე საქართველოს ფარგლებში ჩართული სუბიექტების დასახმარებლად ანტიკრიზისული გეგმა ითვალისწინებს:
- სესხის/ლიზინგის თანადაფინანსების პერიოდის 24-დან 36 თვემდე გაზრდას;
- საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსების მექანიზმის ცვლილებას;
- საქმიანობის სახეობების ზრდას;
- სესხის/ ლიზინგის მინიმალური ზღვრის დაწევას;
- საბრუნავი საშუალებების დაფინანსების ზრდას.
ეკონომიკის ამოქმედების გეგმა
ეკონომიკის ამოქმედების გეგმა მთავრობას 6 ეტაპად აქვს გაყოფილი, რომელთა შორის შუალედი 2 კვირაა. მათი განმარტებით, ეტაპების ამოქმედება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე და შესაძლებელია შეზღუდვები ისევ გააქტიურონ, თუ სიტუაცია გაუარესდება.
პირველი ეტაპი — 27 აპრილიდან
- მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება;
- ტაქსების ოპერირება;
- ონლაინ ვაჭრობა სრულად;
- მიტანის სერვისი ნებისმიერ პროდუქტზე;
- ღია ტიპის აგრარული ბაზრების საქმიანობ
მეორე ეტაპი — 10 მაისიდან
- მშენებლობა;
- სამშენებლო ზედამხედველობასთან დაკავშირებული საქმიანობა;
- სამშენებლო მასალების წარმოება;
- ავტოსამრეცხაოები/ავტოსერვისები;
- კომპიუტერის, პირადი და საყოფაცხოვრებო საქონლის რემონტი;
- სარეკრეაციო ზონების ფუნქციონირება.
მესამე ეტაპი — 24 მაისიდან
- საცალო და საბითუმო მაღაზიები, გარდა მოლებისა, რომლებსაც გააჩნიათ დამოუკიდებელი შესასვლელი ქუჩიდან;
- ყველა ტიპის ღია ბაზრობა;
- ყველა ტიპის წარმოება;
- საგამომცემლო საქმიანობა.
მეოთხე ეტაპი — 7 ივნისიდან
- სავაჭრო მოლები;
- ღია ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით);
- ყველა ტიპის საფინანსო მომსახურება;
- სილამაზის სალონები და ესთეტიკური ცენტრები.
მეხუთე ეტაპი — 21 ივნისიდან
- დახურული ტიპის ბაზრები;
- ყველა ტიპის რესტორნები/კვების ობიექტები (ადგილზე მომსახურებით.)
მეექვსე ეტაპი — 5 ივლისიდან
- გასართობი, სპორტულ გამაჯანსაღებელი, შემოქმედებითი საქმიანობა;
- აზარტული და სხვა მომგებიანი სათამაშო ბიზნესი;
- სასტუმროები;
- საგანმანათლებლო საქმიანობა;
- ყველა სხვა საქმიანობა არადისტანციურ რეჟიმში.
გაიგეთ რას ფიქრობს ოპოზიცია ანტიკრიზისულ გეგმაზე:
- ვერაფერს დავარქმევ თუ არა ე.წ. ქართული ოცნების ოცნებებს — ვაშაძე ანტიკრიზისულ გეგმაზე
- ბოკერია: დაგვიანებული, ზედაპირული და ბუნდოვანი პრეზენტაცია მოვისმინეთ გახარიასგან
- მათი ამოცანაა შეინარჩუნონ ხელისუფლება, ამიტომ დახმარება არჩევნებამდეა გაწელილი — ვაშაძე
- ისე არ წვიმს, როგორც ქუხს — რომან გოცირიძე მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმაზე
- ეს არის გეგმა, როგორ მოვიგოთ ბიუჯეტზე დამოკიდებული ადამიანის გული — ჯაფარიძე
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები