ინფიცირებული სასულიერო პირი და გახანგრძლივებული საგანგებო მდგომარეობა — 14 აპრილის შეჯამება
14 აპრილის მდგომარეობით მსოფლიოში
- დადასტურებული შემთხვევა — 1 956 077;
- გარდაცვლილი — 125 123;
- გამოჯანმრთელებული — 471 469.
მდგომარეობა საქართველოში
- დადასტურებული შემთხვევა — 300;
- გამოჯანმრთელებული — 69;
- გარდაცვლილი — 3;
- კარანტინის რეჟიმში — 4990;
- სტაციონარში — 462;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები — 3.
დღის ფაქტი
კვლევა: რემდესივირი კორონავირუსის მთავარ ფერმენტს ბლოკავს და ვირუსის გამრავლებას აფერხებს
Journal of Biological Chemistry-ში დღეს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ალბერტას უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ რემდესივირი კორონავირუსის რეპლიკაციის (გამრავლების) პროცესის შეჩერებას ეფექტიანად ახერხებს.
ახალი სტატია თან ერთვის წინა კვლევას, რომელიც იმავე პრეპარატის გამოყენებით თებერვალში ჩატარდა და რომელმაც აჩვენა, რომ რემდესივირი ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომის (MERS) მიმართაც ეფექტიანია, რომელსაც ასევე კორონავირუსების ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი იწვევს.
დღის ფოტო
სპეციალურ დამცავ საშუალებებში ჩაცმული ახლობლები კორონავირუსით გარდაცვლილ კაცს ასაფლავებენ
რა ხდება მსოფლიოში
- 15 აპრილს დედამიწასა და მთვარეს შორის ახლადაღმოჩენილი ასტეროიდი ჩაიფრენს
- აღდგომის არდადეგებზე, ბოლო სამ დღეში იტალიაში 42 ათასი ადამიანი დააჯარიმეს
- რამდენიმე კვირაში კორონავირუსის მედიკამენტების კვლევები გამოქვეყნდება
- ავსტრია კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას იწყებს
- უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს სასულიერო პირი კორონავირუსით გარდაიცვალა
- საფრანგეთში კორონავირუსით 726 ადამიანი გარდაიცვალა
- აღდგომის არდადეგებზე, ბოლო სამ დღეში იტალიაში 42 ათასი ადამიანი დააჯარიმეს
დღის მთავარი ჰედლაინი მსოფლიო მედიაში
მსოფლიოში კორონავირუსის გვამიდან გავრცელების პირველი შემთხვევა დადასტურდა
25 მარტს ტაილანდის სამედიცინო სერვისების დეპარტამენტის დირექტორმა გაავრცელა განცხადება, სადაც ის იუწყებოდა, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანები ინფექციის რისკს არ წარმოადგენდნენ. დეპარტამენტის ამ ცნობას, ბევრი პათოლოგი სკეპტიციზმით შეხვდა.
13 აპრილს გამართლდა ეჭვი, რომ COVID-19 სიკვდილის შემდეგაც გადამდებია. დაავადების გვამიდან გავრცელება ტაილანდში დაფიქსირდა.
რა ხდება საქართველოში
დღეს სასულიერო პირის ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. თბილისის წმ. იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელი კლინიკაში ოჯახის სამ წევრთა ერთად წევს, რომელთაც ასევე კორონავირუსი აქვთ. მისი და, რომელიც ექთანია, ასევე ინფიცირებულია. სასულიერო პირმა 7 აპრილს, ხარებას ღვთისმსახურება აღავლინა. ამასთან, კორონავირუსი დაუდასტურდა საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს.
ამის მიუხედავად, როგორც ჩანს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ აპირებს, ხალხს მოუწოდოს, ღვთისმსახურებას აღარ დაესწროს. მეტიც, საქართველოს პრემიერი-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ "გონიერმა ადამიანმა" ეკლესიას პასუხისმგებლობა არ უნდა დააკისროს და არც არჩევანის წინაშე არ უნდა დააყენოს.
სააღდგომოდ ლიტურგიის ჩატარებას გამოეხმაურა ყოფილი პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი. მიუხედავად იმისა, რომ საგანგებო მდგომარეობის შეზღუდვით 3 ადამიანზე მეტის ერთად თავშეყრა კანონით აკრძალულია, გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ათობით მორწმუნეს ეკლესიაში მთელი ღამით, დილის 6 საათამდე დარჩენა შეუძლიათ.
სხვა მნიშვნელოვანი ამბები
- ლომჯარია: კრიზისის გადამწყვეტ დროს, ერმაც და ბერმაც გვითხრა, თქვენი შეგნების იმედად ვართ, ჩვენ ვერაფერს ვიზამთო
- მდინარაძე: ეკლესიის მხრიდან არაა თხოვნა, რომ წესების დარღვევის ხარჯზე განხორციელდეს წირვა
- გამყრელიძე: ყველას გვინდა მიცვალებულებთან მისვლა საფლავზე, კვერცხის გაგორება, მაგრამ წელს თავი შევიკავოთ
- თუ რეგულაციებს არ დავიცავთ, მაისის დასაწყისში ათასეულობით შემთხვევა გვექნება — გამყრელიძე
- ვისი შეგნების იმედზეც უნდა ვიყოთ, იმათ მთავრობის შეზღუდვები არ სჭირდებათ — ბოკერია
- ჰარცელი: ოქრუაშვილის საქმე 20 ივნისის შემდგომი მოვლენების მიუკერძოებლობაზე კითხვებს აჩენს
- გახარიას თქმით, უმუშევრებს 150 ლარზე მეტით დაეხმარებიან, თუმცა არ დაუკონკრეტებია რამდენით
- ეკლესია არ დაიხურება, განსაკუთრებით სააღდგომო ღამეს — გახარია
- გახარიამ პილატესავით ხელები დაიბანა და პასუხისმგებლობას ხალხს აკისრებს — გიორგი ვაშაძე
- გახარია: ვაღიარებ, რომ ბზობაზე სახელმწიფოსა და შს სამინისტროს უფრო ეფექტურად უნდა ემოქმედა
- საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 1,5 მილიარდ დოლარს მიიღებს — გიორგი გახარია
- ჯაღმაიძე: ის, რომ ადამიანი ეზიარება, გარანტია არაა, რომ ინფექციისგან დაცული იქნება
- სამედიცინო განათლება არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ ქრისტეს არავინ არ ებრძვის — ექიმი
დღის მთავარი ჰედლაინი
საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გაგრძელდება, 4 დიდ ქალაქში კი შესვლა და გამოსვლა იკრძალება
საგანგებო მდგომარეობა 21 აპრილს სრულდება, თუმცა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტს უკვე მიმართვა, რომ საგანგებო მდგომარეობა 10 მაისამდე გახანგრძლივებულიყო. გარდა ამისა, შემდეგი ათი დღის ქალაქში თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში შესვლა და გამოსვლა იკრძალება.
დღის დამაიმედებელი ამბავი საქართველოში
კაცს, რომელიც ბზობას ტიტების გაყიდვისთვის 3 000 ლარით დააჯარიმეს, 5 000 ლარამდე შეუგროვეს
"გამოვედი წამლის საყიდლად ოთხის ნახევარზე და გამოვაყოლე 70 ტიტა. ავედი ვთქვი, რომ წამლის ფული არ მქონდა და უნდა მივსულიყავი და წამალი გამომეტანა. დავდექი ეკლესიის წინ და ვცდილობდი რომ გამეყიდა. გავყიდე 9 ცალი, 9 ტიტა და ამის გულისთვის დამაჯარიმეს 3 000 ლარით. ავიღე 6 ლარი. [...] პოლიციელებს ვეხვეწებოდი ნუ დამაჯარიმებთ, სამი ობოლი მყავს, მაგრამ არ გაითვალისწინეს", — ამბობს ის.
ამბავი, რომელმაც გაგვაღიმა
იტალიაში, კარანტინში მყოფ მოსახლეობას, როგორც ჩანს კარგი მეზობლობა არ დავიწყებიათ და აივნებიდან ერთმანეთს ჭიქებს უჭახუნებენ
ერთად თავმოყრილი რეკომენდაციები
-
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- Ի՞նչ է նոր կորոնավիրուսը — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის სომხურ ენაზე
- Yeni koronavirus nədir? — რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციისთვის აზერბაიჯანულ ენაზე
ნახეთ წინა შეჯამებები:
- მთავრობის გადაწყვეტილების მოლოდინი და მოახლოებული აღდგომა — 13 აპრილის შეჯამება
- რომის პაპი მრევლის გარეშე და ილია მეორე ხალხმრავლობაში — 12 აპრილის შეჯამება
- 20 ათასი გარდაცვლილი აშშ-ში და 60 გამოჯანმრთელებული საქართველოში — 11 აპრილის შეჯამება;
- სრული კარანტინი ლენტეხში და 100 ათასი გარდაცვლილი მსოფლიოში — 10 აპრილის შეჯამება;
- ივანიშვილის 100 მილიონი და 1,5 მილიონი ინფიცირებული მსოფლიოში — 9 აპრილის შეჯამება.
-
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
-
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით საერთაშორისო ბიზნესგამოფენა გაიმართება
-
ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო ქეით ჰადსონის პროდიუსერობით, How to Lose a Guy in 10 Days-ს გაგრძელებაზე მუშაობა დაიწყო
გადახედვა
-
პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის" პენიტენციური სამსახური: "რომანის სათაური მის შინაარსთან დაკავშირებით ბუნდოვანებას ქმნის"
გადახედვა
-
ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია ჩვენი გალაქტიკა კოსმოსური კანიბალია — უადრესი "მსხვერპლის" კვალი მის შუაგულშია
გადახედვა
-
ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სომხეთი EU-ის წევრობაზე ოფიციალურ განაცხადს მალე შეიტანს
გადახედვა
-
გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად გრძელი გზა, რომელსაც განგებ ირჩევ სახლში დასაბრუნებლად
-
7 ნიშანი, რომ დასვენება კი არა, გაჩერება გჭირდება 7 ნიშანი, რომ დასვენება კი არა, გაჩერება გჭირდება
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი სოციალური მედიის მიმართულებით ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
-
დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ დასვრილი ჭურჭელი, რომელსაც ღამით ნიჟარაში დატოვე, სიზარმაცეს არ ნიშნავს — აი, რატომ
-
ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით ტესტი: გამოიცანი კომპანია პროდუქტის მიხედვით
-
თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი წყალში დაიხრჩო
გადახედვა
-
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს, რომ გემი SAVIR TIGER ოკუპირებული აფხაზეთის ნავსადგურში შევიდა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უარყოფს, რომ გემი SAVIR TIGER ოკუპირებული აფხაზეთის ნავსადგურში შევიდა
გადახედვა
-
რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ რატომ არ უნდა შეგვაშინოს ბაზრის ვარდნამ და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ
-
34 150 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა — naec.ge აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს 34 150 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა — naec.ge აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის სამუშაოების შემსრულებელი კომპანია — "სმარტ სოლუშენსი" 24/7-ზე მუშაობის პირობის დარღვევის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ლევან ხაბეიშვილი: წასაშლელია პარტიული ხაზები! "ერთ პარტიად" გამოვაცხადოთ სამშობლო — საქართველო და მის გარშემო გავერთიანდეთ ლევან ხაბეიშვილი: წასაშლელია პარტიული ხაზები! "ერთ პარტიად" გამოვაცხადოთ სამშობლო — საქართველო და მის გარშემო გავერთიანდეთ
გადახედვა
-
8 წლის მაქსიმე კახიძის ვიდეომიმართვის შემდეგ, ნიუ იორკის მერმა ბრუკლინში სათამაშო მოედანი გახსნა | ვიდეო 8 წლის მაქსიმე კახიძის ვიდეომიმართვის შემდეგ, ნიუ იორკის მერმა ბრუკლინში სათამაშო მოედანი გახსნა | ვიდეო
გადახედვა
-
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
-
UN-ის 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს UN-ის 50-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მეორად ტანსაცმელში დამალული საფრთხეები და რისკები მეორად ტანსაცმელში დამალული საფრთხეები და რისკები






კომენტარები