სასოწარკვეთილი დიასახლისების მსახიობები საქველმოქმედო ფონდისთვის ერთიანდებიან
ფოტო: Matthew Rolston/Walt Disney Television/Getty Images
უკვე რვა წელი გავიდა, რაც ვისტერია ლეინის მცხოვრებლებს და გარეუბნის ამ ქუჩაზე დატრიალებულ მრავალ მისტიკურ, ტრაგიკულ, სევდიან, რომანტიკულ თუ კრიმინალურ ისტორიას დავემშვიდობეთ.
თუმცა მსოფლიოში არსებულმა ამჟამინდელმა მდგომარეობამ სასოწარკვეთილ დიასახლისებსაც კი უბიძგა, რომ კვლავ გაერთიანებულიყვნენ და საქველმოქმედო ფონდისთვის შექმნილ ონლაინ გადაცემაში მიეღოთ მონაწილეობა.
Deadline-ის ცნობით, მსახიობები ონლაინ რეჟიმში ჩაერთევებიან გადაცემას, რომლის მიზანიც პანდემიის გამო კინოინდუსტრიაში დაზარალებული დასაქმებულების დახმარებაა. ამ ინიციატივაში სასოწარკვეთილი დიასახლისების ისეთი მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას, როგორებიც არიან ევა ლონგორია (გაბი), მარშა ქროსი (ბრი), ბრენდა სტრონგი (მერი ელისი), ვანესა უილიამსი (რენე) და დანა დილეინი (კეტრინი).
ამ ერთ-ერთი ყველაზე საკულტო სატელევიზიო შოუს მსახიობები პირდაპირ ეთერში გაიხსენებენ მათ პირად გამოცდილებას სერიალში მონაწილეობასთან დაკავშირებით, რომელიც 8 სეზონის განმავლობაში 2004 წლიდან 2012 წლამდე გადიოდა.
სამწუხაროდ, ამჯერად ჩვენს საყვარელ სახეებთან ერთად ვერ ვიხილავთ ტერი ჰატჩერს (სუზანი) და ფელისიტი ჰოფმანს (ლინეტი). როგორც ჩანს, სამეზობლოში კვლავ რაღაც შუღლი ჩამოვარდა...
ფოტო: Giphy
როგორც ვიცით, გასულ წელს ფელისიტი ჰოფმანს კოლეჯის სკანდალის საქმეში მონაწილეობისთვის 14-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ტერი ჰატჩერი კი, როგორც უცხოურ მედიაში ხშირად წერდნენ, ადრეც არ გამოირჩეოდა სამსახიობო გუნდთან კარგი ურთიერთობით. შესაბამისად, ალბათ, სწორედ ამის გამო ვერ ვიხილავთ მათ საყვარელ მსახიობებთან ერთად.
გადაცემა 12 აპრილს აშშ-ს დროით საღამოს 8 საათზე გავა YouTube-ის ამ არხზე.
-
საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტი წყალმომარაგების 36 საათით შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა ნახეთ: ილონ მასკზე გადაღებული დოკუმენტური ფილმის ტრეილერი გამოვიდა
-
2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა 2026 წლის აგვისტოში სებ-ის წმინდა შესყიდვებმა $555.6 მლნ-ს შეადგინა
გადახედვა
-
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლისძმამ, ვასილ მხეიძემ და ყოფილმა მოადგილემ, გიორგი ხაინდრავამ ციხე დატოვეს
გადახედვა
-
ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს ამოღებულია ₾19 000-ის 3 000 კოლოფი უაქციზო სიგარეტი - 2 პირი დააკავეს
გადახედვა
-
სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია სააგენტო: დევდორაკის ხეობაში საფრთხის დონე მინიმალურია
გადახედვა
-
შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა შსს: დევდორაკის ხეობაში საავტომობილო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა
გადახედვა
-
ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა ლუკაშენკომ აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკებების ფონზე კიდევ 15 პატიმარი შეიწყალა
გადახედვა
-
ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს ასტეროიდთა მადნით დაინტერესებული კომპანია ავტონომიურ აპარატს 2027 წელს გაუშვებს
გადახედვა
-
ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოში" გაწევრიანებისა და დახმარების ფაქტზე საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს
გადახედვა
-
პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ, რუსთაველის პროტესტის მონაწილეებს "სექტა" მთავრობის მეთაურმაც უწოდა
გადახედვა
-
კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა კობახიძემ Kordz-ის კონცერტის დაფინანსება "ფაშიზმის წახალისებად" შეაფასა
გადახედვა
-
ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია ივრის ფერმებში მოსავლის აღების დროა — ბაზისბანკი საქართველოში ნუშის კულტურის დანერგვის მხარდამჭერია
-
რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას? რაზე ისაუბრა ირაკლი კობახიძემ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას?
გადახედვა
-
"კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები? "კომისიამ ჩვენი ჩართულობის გარეშე მიიღო გადაწყვეტილებები" — რას ითხოვენ 21-ე სკოლის დამცველები?
გადახედვა
-
"განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობა" — ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე "განვიხილეთ ორმხრივი ურთიერთობების მიმდინარე მდგომარეობა" — ირაკლი კობახიძე ალექსანდრ ვუჩიჩთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
"ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე" — კობახიძე ფაშინიანთან შეხვედრაზე "ვისაუბრეთ საქართველო-სომხეთის ურთიერთობებსა და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე" — კობახიძე ფაშინიანთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა შსს: დევდორაკში სასიგნალო შეტყობინების შემდეგ “დარიალიდან“ მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო რა არის Muse — Meta-ს ახალი AI აგენტი, რომელმაც აპლიკაციების რეიტინგში ChatGPT-ს გაუსწრო
გადახედვა
-
თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა თვალის სკანირებით შეიძლება გაიგოთ, რამდენად სწრაფად ბერდება თქვენი ორგანიზმი — კვლევა
გადახედვა
-
ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა ირაკლი კირცხალია: პროტესტის სხვადასხვა ფორმით მხარდაჭერით საზოგადოებისთვის ევროკავშირმა მიმზიდველობა დაკარგა
გადახედვა
კომენტარები