რა არის აგრესიული ტესტირება და რა შემთხვევაში იქნება ის საჭირო საქართველოში
ფოტო: Shutterstock / Velimir Zeland
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
p>საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, მთავრობა აგრესიული ტესტირების გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს.
"აგრესიული ტესტირება გულისხმობს ყველა იმ კლასტერის მოცვას და ზუსტ ცოდნას, რომელ ჯგუფში არის გავრცელებული კორონავირუსი. მსგავსი ტესტირებები გრიპის ვირუსზეც მიმდინარეობს, მიღებული პრაქტიკაა, რითიც ვაიდენტიფიცირებთ, არის თუ არა ეპიდემია", — განმარტა ეკატერინე ტიკარაძემ.
მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები კორეასთან და ჩინეთთან, რათა საქართველოს, საჭიროების შემთხვევაში, ჰქონდეს მოსახლეობის მასიური ტესტირების რესურსი.
"დამაიმედებელი პასუხებია, რომ კვირის ბოლოს კონკრეტულ რაოდენობებზე გვექნება საუბარი. საელჩო ჩამოიტანს და საჭიროების შემთხვევაში, როცა მოსახლეობაში დავაფიქსირებთ გარკვეულ უკონტროლო ზრდას, გვექნება რესურსი, რომ მოვახდინოთ მასიური ტესტირება", — ამბობს მინისტრი.
მან ასევე აღნიშნა, რომ ასეთ შემთხვევაში, ისეთი პაციენტები, რომლებსაც ექნებათ მსუბუქად გამოვლენილი ფორმები, სახლში მიიღებენ ოჯახის ექიმის რეკომენდაციას.
აგრესიულ ტესტირებასთან დაკავშირებით მცირე განმარტება გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემაც:
"როცა სიტუაცია მოითხოვს, მაშინ დაიწყება ეს და ეს განხორციელდება მაქსიმალურად ბევრ ადგილას. ეს იქნება მეოთხეული გადაცემის მერე, უფრო ფართო გავრცელების დროს".
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას აკვირდებიან, კერძოდ, როგორ მართავენ და მკურნალობენ ისინი ვირუსს. მინისტრი აღნიშნავს, რომ მაგალითად, კორეამ, სწორედ აგრესიული ტესტირების საშუალებით ბევრი ფაქტის ადრეულ ეტაპზე გამოვლება და შემდეგ ეფექტური მენეჯმენტი შეძლო.
ჯერჯერობით უცნობია, სად ჩატარდება ტესტირება და იქნება თუ არა ეს ლუგარის ლაბორატორია. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ეს დეტალური გეგმის გაწერის შემდეგ გახდება ცნობილი.
ეპიდსიტუაცია საქართველოში: შეზღუდვები და რეკომენდაციები
18 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 38 ადამიანს, მათ შორის 4 ბავშვია. ამასთან, დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს. კარანტინის რეჟიმში რჩება 1 261 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურებოსი ქვეშ — 216.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლიდებადია, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ. ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომდენტი დადგეს. ინფიცირების რისკის ზრდის შემთხვევაში, მთავრობა შეზღუდვების გამკაცრებას გეგმავს და კარანტინის გამოცხადებას არ გამორიცხავს.
რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის. ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს. აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება. ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.
შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, პარლამენტში მათ მხოლოდ კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე კი მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.
მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს და დარღვევის შემთხვევაში ისინი იძულებით კარანტინში გადაყავს. ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 99 ადამიანი. პარლაენტი განიხილავს, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევა დასჯადი გახდეს.
წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციის შესახებ:
- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი რეკომენდაციები კორონავირუსისგან დასაცავად
- კორონავირუსის პრევენციისთვის საჭირო რჩევები მოგზაურებისთვის
- ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები ჟურნალისტებისთვის
- რეკომენდაციები თვითიზოლაციაში მყოფი პირებისთვის
- რეკომენდაციები და დამატებითი ინფორმაცია კარანტინში მყოფებისთვის
- გაეცანით ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებსა და პროტოკოლს თვითიზოლაციისთვის
ამავე თემაზე:
- როგორ უნდა გაიკეთოთ, გამოიყენოთ და გადააგდოთ ნიღაბი
- როგორ დავიბანოთ ხელები სწორად კორონავირუსისგან დასაცავად.
-
ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, აქედან ერთი გარდაიცვალა ოზურგეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 მოზარდი დაშავდა, აქედან ერთი გარდაიცვალა
გადახედვა
-
მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ელჭექი, სეტყვა და ქარი — გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ელჭექი, სეტყვა და ქარი — გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
გადახედვა
-
"გამოსავალი პოლიტიკური ბრძოლაა!" — ირმა ინაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს "პატრიოტთა ალიანსში" იწვევს "გამოსავალი პოლიტიკური ბრძოლაა!" — ირმა ინაშვილი ირაკლი ღარიბაშვილს "პატრიოტთა ალიანსში" იწვევს
გადახედვა
-
ლევან ტიელიძე: "მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია" ლევან ტიელიძე: "მყინვარული და მაღალმთიანი პროცესების შესწავლა მხოლოდ აკადემიური საკითხი აღარ არის, არამედ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ნაწილია"
გადახედვა
-
თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა ზაქარას კეთილი მანქანის მხარდაჭერას აგრძელებს თავშესაფარი მიუსაფარი ცხოველებისთვის — თეგეტა ზაქარას კეთილი მანქანის მხარდაჭერას აგრძელებს
-
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო
-
რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს რუსეთის სტადიონი აცხადებს, რომ კანიე უესტის კონცერტებს არ უმასპინძლებს
გადახედვა
-
ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა ქობულეთში, სოფელ ბუკნარში, "სანდასუფთავების" მანქანა ამავე კომპანიის თანამშრომელს დაეჯახა — კაცი დაიღუპა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს თიბისის მხარდაჭერით, ამბარი მაღაზიათა ქსელს აფართოებს
-
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2027 წლიდან კანადურ ავტომობილებსა და ფოლადზე 50%-იან ტარიფებს დააწესებს
გადახედვა
-
RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს RS განმარტავს — რომელი სერვისები იქნება ხელმისაწვდომი და რომელი არ იმუშავებს 28 აგვისტოს
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში Global Finance-მა საქართველოს ბანკი ყველაზე ინოვაციურ ციფრულ ბანკად დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში
-
ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა ავჭალის ხიდიდან ვარდნის შედეგად 17 წლის მარიამ ლომიშვილი გარდაიცვალა
გადახედვა
-
ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია ახსარ ჯიოევი: ცხინვალთან ურთიერთობების მოწესრიგება თბილისის ინტერესებშია
გადახედვა
-
ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი ოლეგ ბარციცი: საქართველოს პოზიცია აგებულია ფობიებზე, ფანტომურ ტკივილებზე, ადგილზე არსებული ვითარების უარყოფაზე და რეალობასაა მოწყვეტილი
გადახედვა
-
ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს ილიაუნის სტუდენტების მიღების შესაძლებლობა 10-ჯერ და მეტად შეუმცირდა — შალვა მინდაძე გამოცდების შედეგებს აფასებს
გადახედვა
-
რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ რატომ ვუყურებთ ერთსა და იმავე სერიალს მეათედ
-
იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება იდეალური მომენტისთვის გადანახული ცხოვრება
-
3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს 3 რჩევა ძილზე, რომლებიც სინამდვილეში არ მუშაობს
-
მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს მეცნიერებმა გლობალური კატასტროფის შემთხვევაში ყველაზე უსაფრთხო ადგილი გამოავლინეს
გადახედვა
-
კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს კრიპტოაქტივებში ინვესტირების შეთავაზებების უკან შესაძლოა, ფინანსური პირამიდა იმალებოდეს — სები მოსახლეობას აფრთხილებს
გადახედვა
კომენტარები