თუ დაგვჭირდა დახმარებისთვის მივმართავ ყველას, პირველ რიგში, ქართუ ფონდს — გახარია
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, თუ დამატებითი თანხების მოძიება გახდება საჭირო მთავრობა მიმართავს ყველას, პირველ რიგში კი ქართუ ფონდს. დღეს, 13 მარტს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეკონომიკური სტიმულირების გეგმა გუნდთან ერთად წარადგინა.
"ის რესურსი, რომელიც ჩვენ ვთქვით, ის სრულად უკვე დათვლილია და მობილიზებულია სახელმწიფოს მხრიდან ჩვენ თუ დაგვჭირდა დამატებით რესურსები, რა თქმა უნდა, მივმართავ ყველას და პირველ რიგში, ქართუ ფონდს, ვინც მსგავსი დახმარებისთვის მზაობას გამოავლენს", — თქვა გიორგი გახარიამ.
პრემიერმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება არ იგეგმება, თუმცა ქვეყანამ საჭირო ზომას იღებს.
ფონი ქართუს განცხადება დღეს, 13 მარტს მმართველმა პარტიამ გაავრცელა. ფონდი აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლაში მზადაა, საჭიროების და დანაკლისის შემთხვევაში სახელმწიფოს ფინანსურად დაეხმაროს.
12 მარტის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკურ გუნდს დაავალა კორონავირუსის გამოწვევების ფონზე შეიმუშავონ "ეკონიომიკური სტიმულირების გეგმა". გიორგი გახარიას განცხადებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეფექტურად უპასუხონ გამოწვევებს.
დღევანდელ, 13 მარტის ბრიფინგზე პრემიერმა გუნდთან ერთად ეკონომიკური სტიმულირების გეგმა წარადგინა. მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო აქამდე დაგეგმილი 600 მილიონი დღგ-ს ნაცვლად, ეკონომიკას და კომპანიებს დაუბრუნებს დამატებით 600 მილიონს, "რაც დღგ-ს საშუალებით ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკას დაუბრუნებს მილიარდ ორასი მილიონის ფინანსურ რესურსს".
პრემიერის განცხადებით, ეკონომიკური სტიმულირებისთვის მილიარდი ლარია მობილიზებული. ამასთანავე ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის სახელმწიფო წლის ბოლომდე დამატებით 300 მილიონ ლარს მიმართავს. მისივე თქმით, თუ საჭირო გახდა დახმარებისთვის მიმართავენ ყველას, პირველ რიგში, კი ქართუ ფონდს.
გახარიას განმარტებით, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ტურიზმის სექტორის დარგში კომპანიებს 4 თვით გადაუვადებენ ქონებისა და საშემოსავლო გადასახადს. ასევე, 4 ნომრიდან 50 ნომრამდე სასტუმროებისთვის საპროცენტო მომსახურებას სახელმწიფო დაფარავს. მისივე თქმით, ობიექტური საჭიროების შემთხვევაში კერძო კომპანიებს ბანკები სესხის რესტრუქტურიზაციით უზრუნველყოფენ.
ამავე პროგრამის ფარგლებში, პრემიერის თქმით, საბანკო სექტორთან ერთად მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ფიზიკური პირები 3 თვის განმავლობაში, აუცილებლობის შემთხვევაში, გათავისუფლებული იქნებიან სასესხო ვალდებულებებისგან.
პრემიერმა ისაუბრა იმაზეც, რომ ლარის კურსის ვარდნაზე გავლენა იქონია პანდემიასთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა. მისი თქმით, ეკონომიკური გუნდი მუშაობს ამ საკითხზე და დარწმუნებული არის, რომ ლარის კურსი შესაბამის საბალანსო ნიშნულს დაუბრუნდება.
11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19, იგივე კორონავირუსი, რომელმაც გავრცელება 3 თვის წინ დაიწყო, საერთაშორისო პანდემიად გამოაცხადა. საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 25 შემთხვევაა დადასტურებული.
-
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ცილისწამების სარჩელი ბილ მარისა და HBO-ს წინააღმდეგ მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ცილისწამების სარჩელი ბილ მარისა და HBO-ს წინააღმდეგ
გადახედვა
-
რუსეთი აშშ-ში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" სამიტზე მიიწვიეს რუსეთი აშშ-ში დაგეგმილ "დიდი ოცეულის" სამიტზე მიიწვიეს
გადახედვა
-
სელფი მობაილი შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა სელფი მობაილი შრომისა და ღირსეული სამუშაოს სამოქმედო პლატფორმის თანათავმჯდომარეა
-
აღმოჩნდა, რომ არსებობენ "ქამელეონი" ფუტკრები, რომლებიც ფერს იცვლიან აღმოჩნდა, რომ არსებობენ "ქამელეონი" ფუტკრები, რომლებიც ფერს იცვლიან
გადახედვა
-
"ეს იყო ექსპლუატაცია" — რასელ ბრენდი 16 წლის მოზარდთან კავშირს აღიარებს "ეს იყო ექსპლუატაცია" — რასელ ბრენდი 16 წლის მოზარდთან კავშირს აღიარებს
გადახედვა
-
მაიკლ ო'ფლაერტი აცხადებს, რომ გააგრძელებს ჩართულობას მათი გათავისუფლების საქმეში, ვინც არ უნდა იყოს ციხეში მაიკლ ო'ფლაერტი აცხადებს, რომ გააგრძელებს ჩართულობას მათი გათავისუფლების საქმეში, ვინც არ უნდა იყოს ციხეში
გადახედვა
-
მართე ფინანსები გონივრულად: როგორ ვაქციოთ დანაზოგი რეალურ შემოსავლად მართე ფინანსები გონივრულად: როგორ ვაქციოთ დანაზოგი რეალურ შემოსავლად
-
საგარეო უწყება: საქართველო ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა საგარეო უწყება: საქართველო ეუთოს უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის თავმჯდომარე ქვეყანა გახდა
გადახედვა
-
თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად — საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში თიბისის კიდევ ერთი პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად — საერთაშორისო გადარიცხვები მობაილბანკში
-
მამუკა მდინარაძე: სუს-ში შემავალი ინფორმაციის ნაკადი გაზრდილია მინიმუმ 30-ჯერ, მოსმენებიც გაზრდილია, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე მამუკა მდინარაძე: სუს-ში შემავალი ინფორმაციის ნაკადი გაზრდილია მინიმუმ 30-ჯერ, მოსმენებიც გაზრდილია, ოღონდ მოსამართლის განჩინების საფუძველზე
გადახედვა
-
ბაზისბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი კულტურული ჰაბი BDC გაიხსნა ბაზისბანკის მხარდაჭერით თბილისში ახალი კულტურული ჰაბი BDC გაიხსნა
-
სულხან თამაზაშვილი: შსს-ს ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნას ღირსეულ პოლიციელებთან ერთად გავაგრძელებ სულხან თამაზაშვილი: შსს-ს ხელმძღვანელობა უდიდესი პასუხისმგებლობაა, ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნას ღირსეულ პოლიციელებთან ერთად გავაგრძელებ
გადახედვა
-
მოლდოვის ყოფილ ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მოლდოვის ყოფილ ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გადახედვა
-
დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა დემნას თამამმა და ირონიულმა Gucci-ს გამოფენამ მილანში ყველა აალაპარაკა
გადახედვა
-
ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს ფაშინიანი: სომხურმა სამოციქულო ეკლესიამ გადასახადები უნდა გადაიხადოს
გადახედვა
-
ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით? ქვიზი: რომელი სერიალის პერსონაჟი ხარ შენი ინგლისურით?
-
დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ დაცული ტერიტორიები: 8 მარტივი წესი, რომლებითაც ბუნებას იცავ
-
2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა 2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა
გადახედვა
-
მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები მომღერალი d4vd ბრალდებულია 14 წლის გოგოს მკვლელობაში — საქმის დეტალები
გადახედვა
-
სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა სუს: უცხო ქვეყნისთვის ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე დააკავეს — მიმალვაში მყოფ 2 პირზე ძებნა გამოცხადდა
გადახედვა
-
Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა Divergent-ის ავტორმა სერიაში ახალი წიგნები დააანონსა
გადახედვა
კომენტარები