საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის თალაკვაძე უმრავლესობის მობილიზების პირობას დებს
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
საარჩევნო სისტემის ცვლილებისთვის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე უმრავლესობის მობილიზების პირობას დებს. ამის შესახებ მან დღეს, 9 მარტს ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ მოველით, რომ კენჭისყრაზე გადაწყვეტილება და პოზიცია ყველა პოლიტიკური ჯგუფის იქნება ერთსულოვანი. ეს შეთანხმება არის, პირველ რიგში, ჩვენი საზოგადოების დაკვეთა, არის საჯარო შეთანხმება, რომელსაც სჭირდება შესრულება. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად იყოს მობილიზებული უმრავლესობა ამ გადაწყვეტილების მხარდასაჭერად", — აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ამასთანავე თალაკვაძემ აღნიშნა, რომ 2024 წლამდე რიგგარეშე შესაძლო არჩევნები 120/30-ის პრინციპით ჩატარდება.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მანდატების თანაფარდობით ჩატარდება. ამის შესახებ დღეს, 8 მარტს ოპოზიციისა და მმართველ გუნდს შორის აშშ-ს ელჩის რეზიდენციაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე გადაწყდა. სამთავრობო გუნდი და ოპოზიცია შეთანხდა, რომ პარტია, რომელიც 40%-იან მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს. რაც შეეხება ბარიერს, ის 1%-ია.
- რა წერია მემორანდუმში, რომელსაც ოპოზიციამ და ხელისუფლებამ მოაწერა ხელი
- ოპოზიციისა და ხელისუფლების ერთობლივი განცხადება მართმსაჯულების სისტემაზე
გუშინვე პარლამენტის პირველმა, ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მოუწოდება პოლიტიკურ ოპონენტებს, რომ "ჟივილ-ხივილს და გამარჯვების უსაფუძვლო ყიჟინას" დაანებონ თავი. მისი მტკიცებით, მას ეშინია, რომ ოპოზიციის მსგავსმა ქცევამ, შეიძლება ისევ გამოიწვიოს ახალი საარჩევნო სისტემის ჩაგდება.
პროტესი საარჩევნო სისტემის მოთხოვნით, შეუსრულებელი დაპირება და ჩაშლილი მოლაპარაკებები
პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით აქციები ზაფხულში მას შემდეგ დაიწყო, რაც 20 ივნისის ღამეს პოლიციამ საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებას დაპირება მისცა, რომ 2020 წელს ქვეყანა ამ სისტემაზე გადავიდოდა და კანონპროექტზე მუშაობაც დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით ისევ ქართული ოცნების დეპუტატებმა, კანონპროექტი ჩააგდეს.
მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაპირება არ შეასრულა, საპროტესტო აქციები და პარლამენტის პიკეტირებები დაიწყო, რომელიც სპეცრაზმმა ორჯერ დაშალა. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის პროპორციულ სისტემას ითხოვდა, რაზეც ხელისუფლება აცხადებდა, რომ არაკონსტიტუციურია.
რამდენიმე კვირიანი პროტესტის შემდეგ, ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დიპლომატების მედიატორობით მოლაპარაკებები დაიწყო. სადაც მმართველმა გუნდი ოპოზიციას პროპორციული მანდატების 100-მდე გაზრდას და მაჟორიტარულის 50-მდე შემცირება შესთავაზა. თუმცა, ოპოზიცია ამ თანაფარდებას არ თანხმდებოდა და უფრო პროპორციულ სისტემას ითხოვდა.
მოლაპარაკებები ევროპული საქართველოს წევრის, გიგი უგულავას დაკავების შემდეგ ჩაიშალა. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს გამოაცხადა. მომხდარი ოპოზიციამ პოლიტიკური ანგარისწორებად და ოპოზიციის წინააღდეგ ბრძოლად შეაფასა.
უგულავას განაჩენის გამოცხადების შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ საარჩევნო სისტემაზე მთავრობასთან მოლაპარაკებას წყვეტს და საპროტესტო აქციები დაიწყება. მათი თქმით, შემდგომ მოლაპარაკებას აზრი არ ჰქონდა, თუ მმართველი გუნდი პოლიტპატიმრებს არ გაათავისუფლებდა და ისეთ საარჩევნო მექანიზმს არ დათანხმდებოდა, რომელიც 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიას მთავრობის დაკომპლექტების საშუალებას არ მისცემდა. ოცნების დეპუტატებმა კი უგულავას პატიმრობა "ადეკვატურ განაჩენად შეაფასეს" და უარი თქვეს ის პოლიტპატიმრად ეღიარებინათ.
მოგვიანებით, ოპოზიციასა და მმართველმა გუნდს შორის დიალოგი დიპლომატიურ კორპუსთან ერთად არაოფიციალურ შეხვედრებზე გაგრძელდა. ოპოზიცია აცხადებდა, რომ ერთადერთი თანაფარდობა, რომელიც უზრუნველყოფს წარმომადგენლობის პროპორციულობას არის 130/20-ზე, თუმცა ისინი პოლიტპატიმრების გათავისუფლების გარეშე ოცნებასთან შეთანხმებაზე უარს ამბობდნენ. მმართველი გუნდი კი აცხადებდა, რომ საქართველოს გეოგრაფია არ იძლეოდა ამდენ ოლქად ქვეყნის დაყოფის საშუალებას და ოპოზიციას საპასუხოდ 110/40-ზე თანფარდობას სთავაზობდა. დღეს, 8 მარტს კი გაირკვა, რომ ოპოზიცია და ხელისუფლება 120/30-იან ფორმატზე შეთანხმდნენ.
გაიგეთ მეტი:
- დღევანდელი შეთანხმება, 120/30-ზე მანდატების გადანაწილება, დემოკრატიულ გზაზე საყრდენია — დიპლომატები
- ოპოზიცია შეეშვას გამარჯვების "უსაფუძვლო ყიჟინას", მეშინია, იგივე არ განმეორდეს — ვოლსკი საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე
- ჯაშის თქმით, დამოუკიდებელი დეპუტატები ხვალ გადაწყვეტენ მემორანდუმს მხარი დაუჭირონ თუ არა
- ივანიშვილის სისტემა უცხოელების გამო დატორტმანდა და ბოლომდე უნდა წავაქციოთ — სააკაშვილი შეთანხმებაზე
-
სატურნის თანამგზავრის გარშემო ელექტრომაგნიტური ტალღები დააფიქსირეს სატურნის თანამგზავრის გარშემო ელექტრომაგნიტური ტალღები დააფიქსირეს
გადახედვა
-
ქვიზი: თბილისის მეტროსადგურია თუ ევროპის? ქვიზი: თბილისის მეტროსადგურია თუ ევროპის?
-
NYT: დაკავებული ტანკერის ქართველ კაპიტანს სანქციების დარღვევისთვის აშშ-ში ბრალი წაუყენეს NYT: დაკავებული ტანკერის ქართველ კაპიტანს სანქციების დარღვევისთვის აშშ-ში ბრალი წაუყენეს
გადახედვა
-
რატომ გვამშვიდებს დალაგება მაშინ, როცა სტრესში ვართ რატომ გვამშვიდებს დალაგება მაშინ, როცა სტრესში ვართ
-
სუს: დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე სუს: დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე
გადახედვა
-
სელფი მობაილი "ბიზნეს ტრანსფორმაცია 2.0"-ის მხარდამჭერია სელფი მობაილი "ბიზნეს ტრანსფორმაცია 2.0"-ის მხარდამჭერია
-
ოთარ ფარცხალაძეს და ელისო კილაძეს თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე წარუდგინეს ბრალი ოთარ ფარცხალაძეს და ელისო კილაძეს თაღლითობის და ფულის გათეთრების საქმეზე წარუდგინეს ბრალი
გადახედვა
-
“ტვ პირველის” ცნობით, ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს “ტვ პირველის” ცნობით, ჟურნალისტი ელისო კილაძე დააკავეს
გადახედვა
-
პოლიციის შეთავაზებულმა შაურმამ კაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა პოლიციის შეთავაზებულმა შაურმამ კაცს თვითმკვლელობა გადააფიქრებინა
გადახედვა
-
რატომაა იშვიათი "ტატუინი" ეგზოპლანეტები? — შეიძლება მიზეზი აინშტაინის ფარდობითობა იყოს რატომაა იშვიათი "ტატუინი" ეგზოპლანეტები? — შეიძლება მიზეზი აინშტაინის ფარდობითობა იყოს
გადახედვა
-
რატომ გვიზიდავს მაცივარი ყველაზე მეტად დაძინებამდე? რატომ გვიზიდავს მაცივარი ყველაზე მეტად დაძინებამდე?
-
ისტორიული ვერცხლი: მეტელკინამ და ბერულავამ საქართველო ოლიმპიურ კვარცხლბეკზე აიყვანეს! ისტორიული ვერცხლი: მეტელკინამ და ბერულავამ საქართველო ოლიმპიურ კვარცხლბეკზე აიყვანეს!
-
რატომ მიჰყავს ევოლუციას გველები კანიბალიზმამდე? — კვლევა რატომ მიჰყავს ევოლუციას გველები კანიბალიზმამდე? — კვლევა
გადახედვა
-
ჟურნალისტებმა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად განაცხადით შალვა პაპუაშვილს უნდა მიმართოს ჟურნალისტებმა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მისაღებად განაცხადით შალვა პაპუაშვილს უნდა მიმართოს
გადახედვა
-
თბილისი მუსიკალური სამყაროს ეპიცენტრში — საქართველო მსოფლიო მუსიკოსთა კრებას მასპინძლობს თბილისი მუსიკალური სამყაროს ეპიცენტრში — საქართველო მსოფლიო მუსიკოსთა კრებას მასპინძლობს
გადახედვა
-
1-ელი აპრილიდან რუსეთში ტელეგრამი სრულად დაიბლოკება 1-ელი აპრილიდან რუსეთში ტელეგრამი სრულად დაიბლოკება
გადახედვა
-
თეგეტა კავკასიის მედიცინის ცენტრთან პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს თეგეტა კავკასიის მედიცინის ცენტრთან პარტნიორობით თანამშრომლებისთვის ჯანმრთელობის პროგრამას იწყებს
-
ChatGPT-ს "ლანძღვა" შეიძლება მის სიზუსტეს აუმჯობესებდეს, თუმცა მეცნიერები არ გვირჩევენ ChatGPT-ს "ლანძღვა" შეიძლება მის სიზუსტეს აუმჯობესებდეს, თუმცა მეცნიერები არ გვირჩევენ
გადახედვა
-
ალდაგის შეთავაზება ელექტრო ავტომობილების მომხმარებლებს ალდაგის შეთავაზება ელექტრო ავტომობილების მომხმარებლებს
-
იტალიაში შეყვარებულების ცნობილი თაღი ვალენტინობაზე ჩამოინგრა იტალიაში შეყვარებულების ცნობილი თაღი ვალენტინობაზე ჩამოინგრა
გადახედვა
-
ესპანეთში ჰანიბალის საბრძოლო სპილოების პირველი მყარი მტკიცებულება აღმოაჩინეს ესპანეთში ჰანიბალის საბრძოლო სპილოების პირველი მყარი მტკიცებულება აღმოაჩინეს
გადახედვა
კომენტარები