ესტონეთის პრეზიდენტი: გვაწუხებს დაკავებები და პროპორციული არჩევნების ჩავარდნა
ფოტო: Andres Putting
ესტონეთის პრეზიდენტი კერსტი კალიულაიდამერიკის ხმასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ესტონეთი საქართველოს დემოკრატიული გარდაქმნის მხარდაჭერას გააგრძელებს. მისივე თქმით, ის საერთაშორისო ფორუმებზე გააგრძელებს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის მიერ წარმოებულ აგრესიაზე საუბარს. თუმცა, პრეზიდენტი კალიულაიდი აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენები აწუხებს.
"ჩვენ საკმაოდ გვანერვიულებს და გვაწუხებს ზოგიერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაკავება. დამწუხრებული ვართ იმით, რომ ჩავარდა საარჩევნო სისტემის ცვლილების მცდელობა, რომელიც საქართველოს საარჩევნო სისტემას პროპორციულად აქცევდა და იმას უზრუნველყოფდა, რომ პარლამენტში უფრო მეტი პოლიტიკური შეხედულება ყოფილიყო წარმოდგენილი. ეს კი, თავის მხრივ, უფრო ლიბერალურ და ჩართულობის მქონე დემოკრატიულ პროცესს შექმნიდა. ეს არ მოხდა და ამას ჩვენ განვიცდით. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოს ტრანსფორმაციას მხარს აღარ ვუჭერთ", — თქვა პრეზიდენტმა კალიულაიდმა.
მას მიაჩნია, რომ დიდი გამოწვევები ფონზე, ქვეყანას საბოლოო მიზანი არ უნდა დაავიწყდეს. მიუხედავად იმისა, რომ ახლო მომავალში საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მოსალოდნელი არ არის, ქვეყანა ისე უნდა იქცეოდეს, როგორც ამ კავშირების წევრები იქცევიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველომ შესაძლოა ისტორიული შანსი დაკარგოს.
"მიმდინარე მოვლენები იმას გვაჩვენებს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არ დაკარგოს მიზნები და არ დაკარგოს წინსვლის სურვილი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება კონკრეტულ შედეგს ვერ იღებდე. შეიძლება არ არსებობდეს ლიბერალურ-დემოკრატიულ კლუბებში გაწევრიანების კონკრეტული შემოთავაზება, რაც სამწუხაროდ, საქართველოსა და უკრაინის შემთხვევაში, გარკვეული პერიოდი სავარაუდოდ, ასე დარჩება. მაგრამ ქვეყანა უნდა გარდაიქმნას საკუთარი თავისთვის. უნდა ჰქონდეს თავისუფალი მედია, შექმნას ეკონომიკური გარემო და ჰქონდეს ყველა ის ელემენტი, რომელიც ინვესტორებში ნდობას გააჩენს და მათ აფიქრებინებს, რომ აქაც ისე თანასწორუფლებიანად მოექცევიან, როგორც სხვა სანდო ქვეყანაში.
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმის მიუხედავად, რომ ვიცით, ევროკავშირში გაწევრიანებასთან ახლოს არ არიან. მეორეს მხრივ, მზადყოფნა აუცილებელია. არასოდეს იცი როდის შეიძლება გამოჩნდეს შესაძლებლობა და თუ არ აკმაყოფილებთ კოპენჰაგენის კრიტერიუმებს, გაწევრიანება ძალიან ძნელი იქნება და თქვენ შესაძლებლობების ისტორიულ ფანჯარას გაუშვებთ ხელიდან. ეს ყოველთვის უნდა ახსოვდეთ პოლიტიკოსებს. თუ გინდათ იყოთ რომელიმე კლუბის წევრი, ზუსტად ისე უნდა გამოიყურებოდეთ, როგორც ამ კლუბის წევრები", — თქვა პრეზიდენტმა.
დემოკრატიული პროცესების დასახვეწად კალიულაიდის აზრის ერთი რამაა მთავარი — "საქართველოს ძალიან ბევრი რეკომენდაცია აქვს მიღებული პარტნიორებისგან. ძალიან გთხოვთ, ამ რეკომენდაციებს სერიოზულად მოეპყარით. იყავით გამჭვირვალეები და დარწმუნდით იმაში, რომ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული პროცესების მიმართ არანაირი ეჭვი არ არსებობდეს და ყველამ იფიქროს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესი ნამდვილად მუშაობს. ეს ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია".
რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციაზე და ბორდერიზაციის პროცესზე ესტონეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ საერთაშორისო დონეზე საქართველოს კონფლიქტებზე საკმარისად აქტიურად არ ვსაუბრობთ. მისი თქმით, ბევრია გასაკეთებელი იმის თვის, რომ მსოფლიო ლიდერებს საქართველოს კონფლიქტები ახსოვდეთ:
"წარმოდგენა არ მაქვს რატომ ხდება ის, რაც ხდება. ერთი ის ვიცი, რომ ეს ყველაფერი აბსოლუტურად არალეგალურია და რომ საქართველოს ოკუპაცია გრძელდება. ასევე მართალია ის, რომ იმაზე, თუ რა ხდება იქ, საკმარისად არ ვსაუბრობთ. რეგიონში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობა უნდა დავაფასოთ. არ უნდა ვთქვათ ის, რომ ევროკავშირს დაავიწყდა რა ხდება იქ. ფართო საზოგადოებისთვის უკრაინა, იქ მიმდინარე ომის გამო, ერთგვარად საფიქრალ თემადაა ქცეული — არა ყოველდღიურ სანერვიულოდ, მაგრამ უკრაინაზე მაინც ნერვიულობენ. ბევრი სამუშაოა საჭირო იმისთვის, რომ საქართველოს კონფლიქტის ასევე ახსოვდეთ ადამიანებს და პოლიტიკის მწარმოებლებს".
პრეზიდენტმა კალიულაიდმა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია დაგმო და თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ბევრი არაფრის გაკეთება შეგვიძლია ოკუპაციის დასასრულებლად, რუსეთს ყოველთვის უნდა შევახსენოთ, რომ ვიცით რასაც აკეთებს.
"ჩვენ ვგმობთ ბორდერიზაციას და ვგმობთ იმ ფაქტს, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ თავისუფლად მიმოსვლა, არ აქვთ წვდომა საავადმყოფოებზე, ექიმებზე. ეს ძალიან სამწუხაროა. ერთადერთი, რის გაკეთებაც შეგვიძლია ისაა, რომ ამ თემაზე ვისაუბროთ და ეს საკითხები წამოვჭრათ იმ ხუთი პრინციპის დაცვით, რომელზეც ევროპა შეთანხმდა რუსეთთან ურთიერთობისთვის. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ რა ხდება და არ უნდა გავუშვათ ხელიდან შანსი, რომ რუსეთს შევახსენოთ, რომ ვიცით რასაც აკეთებს", — უთხრა ამერიკის ხმას პრეზიდენტმა კალიულაიდმა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები