როგორ მოიქცევა საქართველო, თუ ISIS-ის რიგებში საომრად წასულები დაბრუნებას მოინდომებენ
ფოტო: Reuters
უკვე რამდენიმე კვირაა, ერაყის არმია ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის, მოსულის ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოსგან გასათავისუფლებლად მასშტაბურ ოპერაციას ატარებს. მათ წარმატებამდე სულ მცირე ნაბიჯი აქვთ დარჩენილი. ISIS-ის მოსულიდან განდევნის შემთხვევაში, ერაყის ტერიტორიაზე ტერორისტული დაჯგუფება, ფაქტობრივად არ იქნება. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, ერაყსა და სირიაში ISIS-ის პოზიციების შესუსტება იქ საომრად წასული ჯიჰადისტების ნაწილის სამშობლოში დაბრუნებას გამოიწვევს.
რას აპირებს სუს
On.ge-მ მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კითხვით, რას მოიმოქმედებს სახელმწიფო, თუ ერაყსა და სირიაში ISIS-ის მხარდასაჭერად წასული საქართველოს მოქალაქეები უკან დაბრუნებას მოინდომებენ. უწყებაში განგვიცხადეს, რომ დაბრუნების შემთხვევაში, ISIS-ის მებრძოლებს საზღვრის გადმოკვეთისას, სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 328-ე მუხლებით დააკავებენ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლი გულისხმობს ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას, ან ხელმძღვანელობას, ანდა მასში მონაწილეობას. ხოლო, 328-ე მუხლი ასევე გულისხმობს უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებულ ასეთ ორგანიზაციაში გაერთიანებას, ანდა მის დახმარებას ტერორისტულ საქმიანობაში. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.
ქართველები სირიაში
სუს-ის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაახლოებით 40-მდე ქართველი იმყოფება ტერორისტული ორგანიზაცია ისლამურ სახელმწიფოში.
კახეთის საინფორმაციო ცენტის ცნობით კი, 2016 წლის აგვისტოს მონაცემებით, ტერორისტული ორგანიზაციის რიგებში ბრძოლისას, მხოლოდ პანკისის რეგიონიდან წასული საქართველოს 21 მოქალაქე დაიღუპა.
რისკები
ISIS-ის მიერ მოსულის დაკავებიდან 2 წლის შემდეგ, ერაყის არმიის დანაყოფები ქალაქში პირველად შეიჭრა. შედეგად, ISIS-ის უამრავი წევრი მოკლეს, თუმცა თავად ერაყის სამხედრო ძალას დანაკარგი არ ჰქონია.
ევროკავშირის კომისარმა ჯულიან კინგმა გერმანულ გამოცემა Die Welt-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მოსულის ოპერაციამ ევროპაზე თავდასხმების რისკები გაზარდა.
როგორც WashingtonPost წერს, ერაყის ჩრდილოეთით, მოსულში ISIS-ის წინააღმდეგ დაწყებული წარმატებული სპეცოპერაციის შემდეგ, ევროპელი მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ ჯიჰადისტები ევროპაში, თავიანთ სახლებში დაბრუნდებიან, რამაც შესაძლოა ტერორისტული აქტები განაახლოს. ორი წლის განმავლობაში ისლამური სახელმწიფო მოსულში გეგმავდა ძირითად ოპერაციებს და წვრთნიდა მებრძოლებს. ბრიუსელისა და პარიზის ტერაქტები იმ ადგილობრივმა თავდამსხმელებმა განახორციელეს, რომლების ერაყში და სირიაში გაწვრთნეს და შემდეგ თავიანთ ქვეყანებში დაბრუნდნენ.
ანტიტერორისტული ოპერაციის ცენტრის წარმომადგენლების თქმით, ჯერჯერობით ადრეა იმის დაზუსტებით თქმა, გამოუშვებს თუ არა მოსულის ოპერაცია ტერორისტების ახალ ტალღას ევროპაში, თუმცა გასულ წელს, როცა ისლამური სახელმწიფო ბრძოლის ველზე შესუსტდა, მათი ბევრი წევრი დაბრუნდა ევროპის ქვეყნებში.
გამოცემის ცნობით, დაახლოებით 4 000-დან 5 000-მდე ევროპელი წავიდა სირიასა და ერაყში, ISIS-ში საბრძოლველად.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები