ძნელი დასაჯერებელია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული არაა — ევროპარლამენტარი უგულავაზე
ფოტო: მაიკლ გაგლერი / twitter
ევროპარლამენტარი, საგარეო საქმეთა სპიკერი, მაიკლ გაგლერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და გიგი უგულავას დაკავებას ეხმაურება. ის პოსტს საკუთარ თვითერზე აქვეყნებს.
"საქართველოდან შემაშფოთებელი ამბები მოდის. არჩევნების წინ, ოპოზიციის ლიდერი გიგი უგულავა, ისევ ციხეშია. ჩვენ ვიცით, რომ საქმეები ოპოზიციის სხვა ლიდერების წინააღმდეგაცაა აღძრული. ძნელი დასაჯერებელია, რომ ეს არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. საფრთხეს უქმნის კონსესუსს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით", — წერს მაიკლ გაგლერი.
უზენაესმა სასამართლომ 10 თებერვალს გიგი უგულავას პატიმრობა შეუფარდა. ოპოზიციის ლიდერი შინაგან საქმეთა სამინისტროში ცოტა ხნის წინ თვითონ მივიდა. უგულავას თქმით, ციხეში მესამედ მიდის და მიაჩნია, რომ იქ თავისუფლება არ ეზღუდება, პირიქით საქართველოში ციხეა თავისუფლების ადგილი.
თბილისის ყოფილ მერსა და ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა ისევ 3 წლით, 2 თვითა და 8 დღით მოუწევს. საქმეზე, რომელზეც უგულავა რამდენიმე წლის წინ მსჯავრდებული იყო, გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადა. საკასაციო საჩივარი ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა და ახლადარჩეულმა მოსამართლემ შალვა თადუმაძემ განიხილა. მასთან ერთად შემადგენლობაში იყვნენ მოსამართლეები, მერაბ გაბინაშვილი და გიორგი შავლიაშვილი.
საქმე ეხება თბილისის განვითარების ფონდის საქმეს, რაზეც გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული 4 პირი 2018 წლის თებერვალში დამნაშავედ სცეს. გიგი უგულავას პროკურატურა მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვას ედავება.
2018 წლის თებერვალში თბილისის საქალაქო სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და მასთან ერთად ბრალდებული ოთხი პირი, ე.წ. ფონდების საქმეში დამნაშავედ ცნო. უგულავას მიუსაჯეს 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა. მას სასჯელი მოხდილად ჩაეთვალა.
ბრალდების მხარე ამტკიცებდა, რომ თბილისის მერმა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიგი უგულავამ მერიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად, შეიმუშავა დანაშაულებრივი სქემა: "თბილისის განვითარების ფონდის კუთვნილი თანხით 2012 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინასაარჩევნო ხარჯების დასაფინანსებლად".
-
ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი უინტერნეტობის დროს — რას ჰყვებიან ირანელი ქალები ცხოვრება ყველაზე ხანგრძლივი უინტერნეტობის დროს — რას ჰყვებიან ირანელი ქალები
გადახედვა
-
არარატ მირზოიანი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას მარწყვის სანაცვლოდ არარატ მირზოიანი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს დამოუკიდებლობას მარწყვის სანაცვლოდ
გადახედვა
-
დაიმსხვრა ნარატივი, რომ მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაცია აღიქვამდა მძიმედ საქართველოში არსებულ ვითარებას — ნიკოლოზ ხატიაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე დაიმსხვრა ნარატივი, რომ მხოლოდ ბაიდენის ადმინისტრაცია აღიქვამდა მძიმედ საქართველოში არსებულ ვითარებას — ნიკოლოზ ხატიაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება ფინეთში მსოფლიოში პირველი ბირთვული ნარჩენების სამარხი გაიხსნება
გადახედვა
-
დიდია შანსი, ტალახში მიგატოვონ და მოკვდეთ — მარკ რუტე რუს ახალგაზრდებს დიდია შანსი, ტალახში მიგატოვონ და მოკვდეთ — მარკ რუტე რუს ახალგაზრდებს
გადახედვა
-
Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი Google-ს კალიფორნიასა და ფლორიდაში 64 მილიონი კოღოს გაშვება სურს — რა არის მიზანი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში მაინინგის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების შესახებ ირაკლი კობახიძე: ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება მესტიის მუნიციპალიტეტში მაინინგის წინააღმდეგ გადამწყვეტი ზომების შესახებ
გადახედვა
-
ფრანგ-ირანელი მწერალი მარჯან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა ფრანგ-ირანელი მწერალი მარჯან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი 40 სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ევროკავშირი 40 სახელმწიფომდე უნდა გაფართოვდეს
გადახედვა
-
მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა მასტურბაცია ფრინველებში იმაზე გავრცელებულია, ვიდრე გვეგონა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკსა და თეგეტა ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა საქართველოს ბანკსა და თეგეტა ჰოლდინგს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
-
ჭრელ აბანოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს ჭრელ აბანოში ორი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
კრისტოფერ ლანდაუ: აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას საქართველოს გაძლიერების საქმეში კრისტოფერ ლანდაუ: აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის მხარდაჭერას საქართველოს გაძლიერების საქმეში
გადახედვა
-
"ბურთი "ქართული ოცნების" მოედანზეა და სწორედ მათ უნდა გადადგან ნაბიჯები" — ლევან გოგიჩაიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე "ბურთი "ქართული ოცნების" მოედანზეა და სწორედ მათ უნდა გადადგან ნაბიჯები" — ლევან გოგიჩაიშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ექსპორტის თემაზე ვორკშოპი გაიმართება
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, Spotlight X გაიმართება
-
"პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას" — დავით მათიკაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე "პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას" — დავით მათიკაშვილი მარკო რუბიოს განცხადებაზე
გადახედვა
-
მესტიაში 6 სხვადასხვა ლოკაციაზე 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს მესტიაში 6 სხვადასხვა ლოკაციაზე 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს
გადახედვა
-
ირანის ელჩი: ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე ირანის ელჩი: ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე
გადახედვა
-
ჯო უილსონი: მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ გარიყული სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს! ჯო უილსონი: მადლიერი ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპი ამ გარიყული სახელმწიფოსგან ქცევის შეცვლას მოითხოვს!
გადახედვა
-
ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი მიტროპოლიტი ილარიონი პატრიარქმა კირილმა ბრაზილიაში გააწესა ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი მიტროპოლიტი ილარიონი პატრიარქმა კირილმა ბრაზილიაში გააწესა
გადახედვა
კომენტარები