ონლაინმედიისთვის არჩევნებამდე 48 საათში კვლევების გამოქვეყნების აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრეს
ფოტო: UNESCO
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ Reginfo-ს სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში ონლაინმედიისთვის არჩევნებამდე 48 საათის განმავლობაში საზოგადოებრივი კვლევის გამოქვეყნების აკრძალვა გაასაჩივრა. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ტელევიზიებსა და ონლაინმედიაზე ერთი და იგივე წესები არ უნდა გავრცელდეს.
"მოსარჩელისათვის განსაკუთრებით პრობლემურია ონლაინ და ბეჭდური მედიის მიმართ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის უფლებამოსილების მინიჭება. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქცია ყოველთვის სამაუწყებლო მედიის რეგულირება წარმოადგენდა, გასაჩივრებული ნორმებით გაფართოვდა ამ კომისიის უფლებამოსილება და მისი რეგულირების სფეროში მოეცა ბეჭდური და ინტერნეტმედიაც", — აღნიშნავენ საიაში.
როგორც რეგინფო იუწყება, მედიასაშუალებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი კომუნიკაციების კომისიამ 2019 წლის მაისში მასალის გამოქვეყნების გამო შეუდგინა.
საიას დასაბუთება
"აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს აკრძალვა არ ვრცელდება სოციალური ქსელის ინდივიდუალურ მომხმარებელზე, რომელმაც შეიძლება თავდაპირველად გამოაქვეყნოს ამგვარი საზოგადოებრივი აზრის კვლევა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ან იმ მომხმარებელზე, რომელმაც ამგვარი სტატუსი გააზიაროს. თუკი საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნების აკრძალვის მიზანია, არ მოხდეს ამომრჩევლის ნებაზე მანიპულირება, ამგვარი მანიპულირება შეიძლება მოახდინოს ფეისბუქის ინდივიდუალურმა მომხმარებელმაც, თუმცა აკრძალვა მასზე არ ვრცელდება. ამგვარად, საიას მიაჩნია აკრძალვა არ არის ვარგისი საშუალება ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად და შესაბამისად, ეწინააღმდეგება მე-17 მუხლით აღიარებულ გამოხატვის თავისუფლებას.
ზოგადად, ინტერნეტი არის იდეათა თავისუფალი ბაზრის უნიკალური პლატფორმა. ინტერნეტი ყველა ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, თავისი აზრი მიიტანოს ფართო საზოგადოებამდე და ამით ჩართული იყოს საჯარო დისკუსიებში. ინტერნეტი თავის თავში გამორიცხავს ერთი ან რამდენიმე მსოფლმხედველობის თუ პოზიციის დომინირების შესაძლებლობას. ინტერნეტის მეშვეობით ყველას შეუძლია სახელმწიფოს დახმარების გარეშე, ყალბ ინფორმაციას დაუპირისპირდეს სწორი ინფორმაციით, ცილისწამების შემთხვევაში გამოიყენოს პასუხის უფლება. იმის გათვალისწინებით, რომ ინტერნეტი, მათ შორის სოციალური ქსელი, არის აზრის გამოთქმის საყოველთაო და იაფი საშუალება, განსხვავებით, სამაუწყებლო მედიისაგან, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით აღიარებულ გამოხატვის და ინტერნეტის თავისუფლებას ეწინააღმდეგება, მედიის ამ სეგმენტის მოქცევა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის რეგულირების სფეროში. ინტერნეტსივრცეში დივერსიფიცირებული ინფორმაციის გავრცელების და მიღების შესაძლებლობას მინიმუმამდე დაჰყავს არჩევნების დღეს ამომრჩევლის ნებაზე მანიპულირების საფრთხე, რაც გამორიცხავს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ინტერნეტის რეგულირების საჭიროებას".
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები