მიკედლებული ძაღლის ევთანაზიის გასაპროტესტებლად მერიასთან აქცია დაიგეგმა
ფოტო: ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი
"ლუნას სიკვდილით სიცოცხლისათვის!" — კვირას, 26 იანვარს თბილისის მერიასთან აქცია დაიგეგმა ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის დირექტორისა და კურატორის გათავისუფლების მოთხოვნით. აქციის ორგანიზატორია ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტი. მოქალაქეები მერიის ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს "მიკედლებული ჯანმრთელი ძაღლის" ევთანაზიაში ადანაშაულებენ, თავად უწყება კი აცხადებს, რომ ცხოველის დაძინება აუცილებელი იყო.
საქმე ეხება 17 იანვარს მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ერთ-ერთი კერძო კლინიკის წარმომადგენლებმა ცხოველთა თავშესაფარს დაშავებული ძაღლის შესახებ აცნობეს, მერიის მონიტორინგის სამსახურმა კი ცხოველის ნახვის შემდეგ მისი ევთანაზია გადაწყვიტა.
"არ მოიძიეს ბირკის ნომერით პატრონი და დიდი ალბათობით არც ანალიზები და კვლევა ჩაუტარეს ისე დააძინეს. როცა ვიპოვეთ უკვე გვიანი იყო. მთელი შრომა, სიყვარული და ზრუნვა ერთი ხელის მოსმით გაანადგურეს თავიანთი სიბნელისა და უმეცრების დამსახურებით. დარღვეულია ძალიან ბევრი რამ პასუხს კი არავინ არ გვცემს", — აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
მათი განცხადებით, ცხოველთა მონიტორინგის სამსახურს შეხვდნენ, თუმცა საპასუხო ბრალდებები მიიღეს ძაღლის გაუფორმებლობაზე. მათივე თქმით, პატრონს ოფიციალურად კიდევ 10 დღე ჰქონდა გასაფორმებლად.
მონიტორინგის სამსახურის მიერ On.ge-სთვის მიწოდებულ განმარტებით წერილში წერია, რომ ცხოველის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, "რომელიც განიცდიდა ტანჯვას", სააგენტომ მიიღო ევთანაზიის გადაწყვეტილება:
"სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადებები, თითქოს ძაღლს ჰყავდა პატრონი, ან მიმკედლებელი, სიმართლეს არ შეესაბამება. ასევე, სიმართლეს არ შეესაბამება ის გარემოება, რომ ძაღლი იყო ჯანმრთელი. ცხოველის უკიდურესად მძიმე მდგომარეობისა და მეპატრონის არარსებობის პირობებში, მის შესახებ ინფორმაციის დაკარგულის სტატუსით გამოქვეყნება და შემდეგ, კანონით განსაზღვრული ვადით დალოდება, არაგონივრული და არაჰუმანური იქნებოდა".
მოქალაქეები, რომლებიც ძაღლის ევთანაზიას აპროტესტებენ, აცხადებენ, რომ ცხოველი 2019 წლის 14 თებერვალს კავთისხევში, კისტის ტყვიებით დაჭრილი იპოვეს. მოგვიანებით პატრონი გამოუჩნდა ანა ლორიას სახით. ძაღლი მის ეზოში ცხოვრობდა. აქციის ორგანიზატორების ცნობით, ანამ ძაღლი ლუნა აცრა, გაუკეთა კასტრაცია და მის გასაფორმებლად ემზადებოდა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები