არჩევნები, ანაკლიის პორტი, FB-ს გაუქმებული ანგარიშები — რა საკითხებზე მიწერეს კონგრესმენებმა გახარიას
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
საქართველოს მთავრობამ გაასაჯაროა 4 ამერიკელი კონგრესმენის მიერ პრემიერ გიორგი გახარიასთვის მიწერილი წერილი. წერილში კონგრესმენები ეხმიანებიან სხვადასხვა საკითხს, მათ შორის ანაკლიის პორტს, ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებებსა და არჩევნებს.
წერილის დასაწყისში კონგრესმენები აღნიშნავენ, რომ პირველი წერილის შემდეგ გახარიასგან მიიღეს პირობა არჩევნები უმაღლესი სტანდარტით ჩატარების შესახებ. თუმცა მათი თქმით, აქვთ ინფორმაცია იმაზე, რომ ფეისბუქმა წაშალა ანგარიშები, რომელსაც მმართველი გუნდი აფინანსებდა. კონგრესმენებს მიუღებლად მიაჩნიათ ის ფაქტი, რომ ამ გვერდებზე ვრცელდებოდა ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური განცხადებები.
გარდა ამისა, კონგრესმენები აცხადებენ, რომ ამერიკულ და ევროპულ კომპანიებს საქართველოში ავიწროვებენ, რაც აშშ-ში საქართველოს იმიჯზე უარყოფითად აისახება. ამასთან დაკავშირებით, ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ ანაკლიის პორტის საკითხის პოლიტიზების გამო. მათი თქმით, აშშ-ს მხარდაჭერის მქონე ანაკლიის კონსორციუმის პოლიტიკურ სამიზნედ ქცევამ აშშ-ს ინვესტიციებს შეუშალა ხელი.
კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ იმის გამოც, რომ განახლდა ძველი საქმეები ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ.
"დემოკრატიის გასაღები არის სამართლის პატივისცემა და გამართული სასამართლო სისტემა, ასევე, თავისუფალი არჩევნების ჩატარება რომელიც თქვენი პარტიის დაპირება იყო", — წერენ ისინი.
წერილის ბოლოს კონგრესმენები იმედს იტოვებენ, რომ საქართველოს მთავრობა გააგრძელებს მუშაობას ამერიკის კონგრესთან, ახალ ელჩ კელი დეგნანთან, ევროკავშირთან და არასმთავრობო ორგანიზაციებთან ერთად რომ გააძლიეროს დემოკრატიული ინსტიტუტები და ააყვავოს ეკონომიკა ქართველი ხალხისთვის. წერილში აღნიშნულია, რომ ისინი პასუხს ელიან.
წერილის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ერთ-ერთმა ავტორმა, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საქართველოს ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელმა ადამ კინზინგერმა გაავრცელა. განცხადებას ხელს კიდევ სამი კონგრესმენი აწერს.
კონგრესმენებმა გიორგი გახარიას წერილი ერთი თვის წინ, დეკემბერშიც გამოუგზავნეს, სადაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირების შეუსრულებლობას აკრიტიკებენ და გაოგნებას გამოხატავდნენ.
კიდევ ერთი კონგრესმენი, რომელმაც გახარიას 13 იანვრით დათარიღებული წერილი გამოუგზავნა რესპუბლიკელი მარკვეინ მალინია. მალენიც დემოკრატიული ღირებულებებისგან გადახვევისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების გამო თავის შეშფოთებას გამოხატავდა. ასევე, დაპირებული რეფორმის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მისი კოლეგებს აზრს იზიარებდა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა

კომენტარები