ესეც მე ვარ? — პრეზიდენტი საქართველოს კულტურულ ძალაზე Facebook-ზე სტატიას აზიარებს
"ესეც მე ვარ?" — ამ სიტყვებით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფეისბუქზე აზიარებს მასალას, რომელიც საქართველოს კულტურულ და ტურისტულ მრავალფეროვნებასა და პოტენციალს ეხება. Euractiv-ის ვებგვერდზე ფრეიზერ კამერონის მოსაზრება "საქართველოს მზარდი რბილი ძალა" 11 დეკემბერს გამოქვეყნდა.
"უფრო და უფრო მეტი ადამიანი ფიქრობს საქართველოზე. ირლანდიის ზომის პატარა ქვეყანას აქვს საოცარი ტოპოგრაფია, ისეთივე მაღალი მთებით, როგორიც ალპებშია და სანაპიროებით, რომელიც ლაჟვარდოვან ნაპირს გაუწევს კონკურენციას. შეგიძლია შავ ზღვაში იცურაო, წახვიდე სალაშქროდ, ისრიალო მთაში და ამავე დროს ხმაურიანი ქალაქის ცხოვრებით ისიამოვნო. პეიზაჟი ნამდვილად განსაცვიფრებელია", — აღნიშნავს ავტორი.
გარდა ამისა, კამერონი ხაზს უსვამს გამორჩეულ ადგილობრივ სამზარეულოს, რომელიც მოიცავს ნიგვზიან ბადრიჯანს, ხაჭაპურს, ლობიოს, ხინკალსა და აჯაფსანდალს. სტატიაში საუბარია, რომ საქართველო ტურისტებისთვის სასურველი და მრავალფეროვანია. ამასთანავე, აღნიშნულია ქვეყნის მუსიკალური და სპორტული წარმატებებიც.
პრეზიდენტმა აღნიშნული მასალა მას შემდეგ გააზიარა, რაც ქვეყნის კულტურულ პოტენციალზე ისაუბრა და ამის კონტექსტში ჯარიც ახსენა.
"არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება, არც ის ეკონომიკური ძალიან დიდი პოტენციალი, რომ დავიპყროთ, თუნდაც, რეგიონი მაგრამ ჩვენ გვაქვს ის უზარმაზარი, ძალიან მაგარი იარაღი, რასაც ჰქვია, ცოდნა, მეცნიერება, კულტურა და ძალიან მდიდარი რეგიონი ამ მხრივ", — განაცხადა ზურაბიშვილმა 10 დეკემბერს ერთ-ერთ ღონისძიებაზე.
აღნიშნულ განცხადებას კრიტიკულად შეხვდნენ, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წევრები. თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავარსარდლისაგან მსგავსი განცხადება მიუღებელია. პარლამენტარმა სოფო კილაძემ კი აღნიშნა, რომ ზურაბიშვილი სხვა რამეს გულისხმობდა, თუმცა "პრეზიდენტმა სათქმელი ვერ გადმოსცა, რადგან საქართველოში გაზრდილი არაა".
პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტებით, ზურაბიშვილის ნათქვამი კონტექსტიდან ამოგლეჯილია და თავდაცვის ძალების დაკნინებას არ ეხებოდა. მათივე თქმით, ზურაბიშვილის გამოსვლა ჩვენი კულტურით მსოფლიოში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავებას გულისხმობდა.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები