ილონ მასკმა სასამართლო მოუგო მყვინთავს, რომელსაც "პედოფილი" უწოდა
ფოტო: Christian Monterrosa / EPA
ბიზნესმენმა ილონ მასკმა სასამართლო მოუგო მყვინთავს, რომელსაც პედოფილი უწოდა ("pedo guy"). ნაფიცი მსაჯულების გადაწყვეტილებით მასკის ტვიტი ბრიტანელი მყვინთავის, ვერნონ ანსვორზის მიმართ ცილისმწამებლური არ იყო.
ლოს-ანჯელესის რაიონული სასამართლოს ნაფიცმა მსაჯულებმა გადაწყვეტილება განხილვიდან მეოთხე დღეს მიიღო. ანსვორზი კომპენსაციის სახით 190 მილიონ დოლარს ითხოვდა და ამტკიცებდა, რომ ილონ მასკის ტვიტმა მის რეპუტაციას ზიანი მიაყენა. ბიზნესმენის გამონათქვამი, რომელიც პედოფილიადაც ითარგმნება, მან ცილისწამებად მიიჩნია.
2018 წელს ტაილანდში მღვიმიდან ბავშვების გამოყვანის გამო ანსვორზმა და მასკმა იკამათეს. ანსვორზ ბავშვების გადარჩენის ოპერციაში იღებდა მონაწილეობას.
მასკმა სამაშველო ოპერაციისთვის სპეციალური მინიწყალქვეშა ნავი შექმნა. როგორც აღმოჩნდა, მაშველებისთვის ეს აპარატი გამოუსადეგარი იქნებოდა, ანსვორზმა კი ამას პიარკამპანია უწოდა. გარდა ამისა, მან განაცხადა, რომ მასკს შეუძლია წყალქვეშა ნავი გაიკეთოს "იქ, სადაც მტკივნეულია" ("stick where it hurts").
ამას შემდგომში რამდენიმე ტვიტი მოჰყავს, რა დროსაც მასკმა ანსოურტას "პედოფილი" ("pedo guy") უწოდა. თუმცა მასკმა ტვინი მალევე წაშალა და ბოდიშიც მოიხადა. სასამართლოში ბიზნესმენი ამტკიცებდა, რომ მხოლოდ ანსვორზის თავდასხმებს იგერიებდა.
"შეურაცხყოფას შეურაცხყოფითვე ვუპასუხე", — განაცხადა მასკმა და აღიარა, რომ მისი გამონათქვამი გაუმართლებელი იყო.
გარდა ამისა, მან მოუწოდა საზოგადოებას, რომ მისი ნათქვამი პირდაპირი მნიშვნელობით არ გაიგონ, რადგან ის არ გულისხმობდა, რომ მყვინთავი პედოფილია. ბიზნესმენი განმარტავს, რომ სამხრეთ აფრიკაში, სადაც ის გაიზარდა, ამ ფრაზას კამათის დროს იყენებენ და "საზიზღარ ბებერს" ნიშნავს:
"ეს ფრაზა გამოიყენება იმისთვის, რომ ადამიანს შეურაცხყოფა მიაყენო, შეურაცხყოფა მიაყენო მის გარეგნობას, ქცევას და არა იმისთვის, რომ პედოფილიაში დაადანაშაულო".
ნაფიცმსაჯულთა გამამართლებელი გადაწყვეტილების შემდეგ მასკმა განაცხადა:
"ადამიანების მიმართ ჩემი რწმენა აღდგა".
გადაწყვეტილებას არ ეთანხმება მყვინთავის ადვოკატი. სასამართლოზე ადვოკატმა, ლინ ვუდმა ბიზნესმენს "მილიარდერი ხულიგანი" უწოდა და განაცხადა, რომ მისი განცხადებით მყვინთავის ცხოვრებას ჩრდილი მიადგა.
თვითონ ანსვორზმა აღნიშნა, რომ პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა მოვლენების ასეთ განვითარებას არ ელოდა.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები