ლარა ლინდერმანი: ქართველები ძალიან პროდასავლურები არიან
ფოტო: Tatum Vayavananda
ამერიკის ხმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე და პროცესის მნიშვნელობაზე დემოკრატიული განვითარებისთვის ვაშინგტონში ატლანტიკური საბჭოს მკვლევარს ლარა ლინდერმანს ესაუბრა:
როგორ აფასებთ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში, რა მიიღო ქართულმა საზოგადოებამ და როგორი იყო პროცესის დემოკრატიულობა?
ცალსახაა, რომ მთავარი მოგება ქართულ ოცნებას დარჩა. როგორც გამოჩნდა, ამომრჩეველი კმაყოფილი იყო გასული ოთხი წლით და მათ ასევე აჩვენეს, რომ კურსის და სტაბილობის შენარჩუნება სურთ. გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობა ასევე გამარჯვებულია. მიუხედავად იმისა, რომ ამ პარტიამ საკუთარი მოლოდინები ბოლომდე ვერ გაუმართლდა, მან დაამტკიცა, რომ ის მთავარი ოპოზიციური პარტიაა. რაც შეეხება რესპუბლიკელებსა და თავისუფალ დემოკრატებს, ვნახეთ, რომ ვერცერთმა ამ პარტიამ ვერ გადალახა ბარიერი. მათმა შედეგებმა კი გაუსვა ხაზი იმას, რომ ენმ არის ძირითადი ოპოზიციური პარტია.
რაც შეეხება დემოკრატიის მომავალს საქართველოში, იქნება გამოწვევები, რადგან მომავალი ოთხი წელი იგივე პარტია რჩება ხელისუფლებაში. ქართულ ოცნებას ექნება ცდუნება ძალის კონსოლიდაცია მოახდინოს, რაც იდეალური არ იქნება ქვეყნისთვის. თუმცა ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია ამ პროცესში ენმ-თან მუშაობა და ერთად მართვა, რათა ეს გამოწვევა თავიდან იქნას აცილებული.
მთლიანობაში, დააკმაყოფილა, თუ არა ამ არჩევნებმა თავისუფალი, სამართლიანი და დემოკრატიული სტანდარტი?
ეს არ ყოფილა სრულყოფილი და უნაკლო პროცესი, იყო ძალადობის და ზეწოლის ცალკეული შემთხვევები, მაგრამ ძირითადად, მედია იყო მრავალფეროვანი, კამპანია კი ენერგიული, წარსულთან შედარებით უფრო ნაკლებად ხდებოდა ადმინისტრაციული რესურსების გაფლანგვა. ამიტომაც, არჩევნები იყო წინგადადგმული ნაბიჯი.
თქვენი აზრით, ის, რომ მცირე ზომის ლიბერალური იდეოლოგიის პარტიებმა პარლამენტში გამსვლელი შედეგები ვერ აჩვენეს, ეს ზოგადად პრო-დასავლური პლატფორმის მარცხად უნდა აღვიქვათ?
მე არ ვიტყოდი, რომ მთლიანობაში პრო-დასავლურმა პარტიებმა დამარცხება იწვნიეს. ქართულმა ოცნებამ ბევრი იმუშავა, რათა გაეგრძელებინა დასავლური ინტეგრაცია. ამომრჩეველმაც სწორედ ასე გაგრძელება ისურვა მისგან. რაც შეეხება თავისუფალ დემოკრატებს ან რესპუბლიკურ პარტიას, ამ პარტიების მიღმა ბევრი პოლიტიკური ფიგურაა და არა იმდენად პოლიტიკა. რეალურად, არაერთი პარტია ადგას დასავლურ პლატფორმას, თუმცა სიტუაცია უფრო გაირკვა, როცა ენმ მთავარ პოლიტიკურ ძალად დამკვიდრდა. ქართული ოცნება ძალაუფლებაში დარჩება. რაც შეეხება პატრიოტთა ალიანსს, მას 6 პარლამენტარი ეყოლება, სავარაუდოდ. მათ არ აქვთ საპარლამენტო ან მმართველობის გამოცდილება და ისინი მოსახლეობის ძალიან მცირე ფენის ინტერესების, მათი ხმის გაჟღერებას შეეცდებიან.ამავე დროს, ისინი ვერ შეძლებენ ბევრის მიღწევას. ისინი რუსული პროპაგანდის შედეგად მოხვდნენ პარლამენტში. ამგვარ პროპაგანდას ჩვენ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, აშშ-ში, დასავლეთ ევროპაში ვხედავთ. დიდი ფულის დახარჯვის მიუხედავად, მათ საქართველოში მხოლოდ ეს მოახერხეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველები ძალიან პრო-დასავლურები არიან.
რა საშიშროება ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობის არსებობას პარლამენტში?
ქართული ოცნება ძალიან ფრთხილად უნდა იყოს, რადგან ეს პარტია ძალაუფლების კონსოლიდაციის ცდუნების წინაშე აღმოჩნდება. თუმცა, როგორც წარსულში ვნახეთ, იმ დროს, როცა პარტია ამას ცდილობს, საზოგადოებაში ჩნდება უარყოფითი რეაქცია და ამომრჩეველი სხვას ითხოვს. ამიტომ, ქართულმა ოცნებამ მმართველობის დახვეწაზე ენმ-სთან უნდა იმუშაოს, ნაკლები ყურადღება დაუთმოს კინკლაობას, წარსულის მოვლენებს და გაიხედოს წინ.
რა როლი ითამაშეს პროცესებში “არაფორმალურმა ლიდერებმა” ორივე მხარეს? მათ რა ჩართულობას იწინასწარმეტყველებთ სამომავლოდ და რამდენად ჯანსაღია ეს ქვეყნისთვის?
ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი ჯერ კიდევ ფლობს “არაფორმალურ” ძალაუფლებას, შემაშფოთებელია. უკეთეს შემთხვევაში, ის გააგრძელებს უკან დახევას და საშუალებას მისცემს ქართული ოცნების ახალ სახეებს ასპარეზზე გამოვიდნენ. სააკაშვილს რაც შეეხება, ჩვენ ვნახეთ გაუთვლელი ნაბიჯები ენმ-ის კამპანიაში, როცა არჩევნები იყო გათანაბრებული რეფერენდუმთან, რომელსაც სააკაშვილის დაბრუნება-არდაბრუნება უნდა გადაეწყვიტა. ამ რიტორიკამ ამომრჩეველში ვერ მოიპოვა მხარდაჭერა და საერთოდ, ვფიქრობ ხალხს სურს ივანიშვილ-სააკაშვილის დინამიკას გასცდეს. იმედი მაქვს, ორივე ლიდერი ქართული პოლიტიკიდან გავა და საშუალებას მისცემს პარტიებსა და პლატფორმებს საქმე გააკეთონ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები