10 საშინელებათა ჟანრის წიგნი, რომელიც ჰელოუინზე უნდა წაიკითხოთ
ფოტო: Jason Hoffman/Thrillist
მსოფლიოს მრავალ კუთხეში 31 ოქტომბერს განსაკუთრებული განწყობით ხვდებიან: ეს ის დღეა, როცა საშიში ისტორიები კიდევ უფრო შემზარავი ხდება, თუმცა ეს ფაქტი ადამიანებს კი არ აფრთხობს, პირიქით - შიში იმ აუცილებელ ატრიბუტად იქცევა, რომელიც ამ დღეს გამორჩეულ ხიბლს მატებს.
უკვე გიამბეთ გამორჩეული ჰორორ ფილმების შესახებ, ახლა კი დროა ის ლიტერატურული მაგალითებიც გავიხსენოთ, რომლებიც ყველაზე საშიშ ისტორიებს მოგვითხრობს, რადგან ზოგიერთ ჩვენგანს ეკრანზე ნანახი შემაძრწუნებელი სცენების ნაცვლად ურჩევნია ფურცლებზე ამოკითხულ ამბავს საკუთარი ფანტაზიით შეასხას ხორცი.
1. კრავთა დუმილი - თომას ჰარისი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
1988 წელს თომას ჰარისმა გამოაქვეყნა წიგნი, რომელმაც არა მარტო ლიტერატურაში, არამედ კინოხელოვნებაშიც განსაკუთრებული სახელი მოიპოვა - წიგნის მიხედვით გადაღებულმა ფილმმა 1991 წელს ოსკარების დაჯილდოების ხუთ ნომინაციაში გაიმარჯვა.
კრავთა დუმილი კანიბალი სერიული მკვლელის, ჰანიბალ ლექტერისა და FBI-ს აგენტის, კლარის სტერლინგის ურთერთსაწინააღმდეგო ემოციებით სავსე ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მკითხველს წიგნის კითხვის პროცესში მუდმივად დაძაბულ მდგომარეობაში ამყოფებს.
2. მიზერი - სტივენ კინგი
ფოტო: გამომცემლობა დიოგენე
სტივენ კინგი რომ საშინელებათა ჟანრის ნამდვილი დიდოსტატია, ეს უკვე საყოველთაოდაა ცნობილი. მის შემოქმედებაში კი, რომელიც სხვადასხვა ჟანრის ათეულობით წიგნს მოიცავს, მიზერი ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწარმობია.
წიგნი ცნობილი მწერლისა და მისი გულმხურვალე ფანის იმდენად სულისშემძვრელ ისტორიას მოგვითხრობს, რომ კითხვის პროცესში მკითხველი ხანდახან იძულებულია წიგნი დახუროს და დასამშვიდელად ღრმად ისუნთქოს.
წიგნის მიხედვით გადაღებულ ასევე ცნობილ ეკრანიზაციაში შესანიშნავად შესრულებული როლით მსახიობი კეტი ბეიტსი ოსკარის გამარჯვებულიც გახდა ქალის საუკეთესო როლის ნომინაციაში.
3. გაუჩინარებული ქალი - გილიან ფლინი
ფოტო: გამომცემლობა: პალიტრა L
2012 წელს გილიან ფლინის ავტორობით გამოქვეყნებული ეს რომანი საერთაშორისო სენსაციად იქცა: მილიონობით გაყიდულ ეგზემპლართან ერთად, გაუჩინარებული ქალი თავისი მოულოდნელი სიუჟეტური განვითარებითა და ამბის თხრობის სტილით დადებითად შეაფასეს ლიტერატურის კრიტიკოსებმა.
თრილერის ჟანრის ეს წიგნი, რომელიც მკითხველს წარმოუდგენლად დაძაბული საქმის გამოძიებაში ითრევს, განსაკუთრებით ცნობილი ამავე სახელწოდების მქონე ეკრანიზაციის გადაღების შემდეგ გახდა, რომლის რეჟისორიც დევიდ ფინჩერია.
4. ფსიქოპათი - რობერტ ბლოხი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
რობერტ ბლოხი საშინელებათა ჟანრის კლასიკოსია, რომლის სახელის უკვდავყოფაშიც განსაკუთრებული როლი ალფრედ ჰიჩკოკმა ითამაშა. ამ ცნობილი რეჟისორის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმი ფსიქოპათი სწორედ რობერტ ბლოხის ამავე სახელწოდების მქონე ნაწარმოების ეკრანიზაციაა.
ბლოხისა და ჰიჩკოკის მიერ შექმნილი მთავარი გმირი, ნორმან ბეითსი ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ პერსონაჟად ითვლება კინოსა თუ ლიტერატურის ისტორიაში, რადგან მისი ფსიქოლოგიური არქეტიპი განურჩევლად ყველა გემოვნების ადამიანზე ერთნაირ - შოკისმომგვრელ შთაბეჭდილებას ტოვებს.
5. სუნამო - პატრიკ ზიუსკინდი
ფოტო: დიოგენეს გამომცემლობა
გერმანელმა მწერალმა, პატრიკ ზიუსკინდმა მოახერხა და დაწერა ისეთი წიგნი, რომელიც ერთდროულად, როგორც შთამბეჭდავი ისტორიული რომანი, ისე იშვიათად საინტერესო საშინელებათა ჟანრის წიგნია, რომელიც მაგიური რეალიზმის დეტალებსაც შეიცავს.
სუნამო მეთვრამეტე საუკუნის საფრანგეთში მცხოვრები ჟან-ბატისტ გრენუის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც განსაკუთრებით ძლიერი ყნოსვის შეგრძნებითაა დაჯილდოებული, რაც მთლიანად განსაზღვრავს კიდეც მისი ცხოვრების ტრაგიკულ ბედს.
6. ის - სტივენ კინგი
ფოტო: გამომცემლობა პალიტრა L
მხოლოდ სტივენ კინგს შეუძლია ათასზე მეტი გვერდის მოცულობის წიგნი ისე დაწეროს, რომ ერთი ამოსუნთქვით წაიკითხო. წიგნი თავიდან ერთგვარ საბავშვო სათავგადასავლო საკითხავს ჰგავს, მაგრამ მკითხველი მალევე რწმუნდება, რომ წიგნში მოთხრობილი მთავარი გმირების, შვიდი ბავშვის თავს რაღაც წარმოუდგენლად შემაძრწუნებელი ამბავი დატრიალდება.
ამ წიგნში აღწერილი საზარელი კლოუნი კი - პენივაიზი - ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ურჩხულად ითვლება ჟანრულ ლიტერატურაში, რომლის შესახებაც უკვე ორჯერ გადაიღეს ცნობილი ჰოლივუდური ეკრანიზაცია, მათ შორის ბოლოს ვარსკვლავური შემადგენობით.
7. ამერიკელი ფსიქოპათი - ბრეტ ისტონ ელისი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
ამერიკელი ფსიქოპათი თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია, რომელმაც თავისი შინაარსობრივი დეტალებით მთელს მსოფლიოში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. გარდა იმისა, რომ წიგნი სასტიკი მკვლელის, პატრიკ ბეიტმენის შემზარავი ქმედებების შესახებ მოგვითხრობს, ის თანამედროვე კულტურის გულახდილ, შეულამაზებელ კრიტიკასაც წარმოადგენს.
წიგნს ბევრ რამეში დასდეს ბრალი და თავდაპირველად ავტორს მისი გამოქვეყნებისასაც კი შეექმნა პრობლემები, მაგრამ საბოლოოდ ის არაერთმა ლიტერატურულმა კრიტიკოსმა აღიარა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ლიტერატურულ ექსპერიმენტად.
8. როზმარის შვილი - აირა ლევინი
ფოტო: სულაკაურის გამომცემლობა
აირა ლევინმა მოახერხა, რომ მეოცე საუკუნის 60-იან წლებში საშინელებათა ჟანრით მილიონობით მკითხველი დაეინტერესებინა, მეტიც - ამ წიგნმა მთლიანად ჟანრის შემდგომ განვითარებაზეც იქონია დიდი გავლენა.
წიგნის მიხედვით რეჟისორმა რომან პოლანსკიმ ამავე სახელწოდების ასევე ძალიან ცნობილი ფილმი გადაიღო. საბოლოოდ კი წიგნისა და ფილმის პოპულარობა იმდენად დიდი იყო, რომ ამან სატანური რიტუალების მიმართ მრავალი ადამიანის დაინტერესებაც კი გამოიწვია.
9. ქთულჰუს ძახილი - ჰოვარდ ლავკრაფტი
ფოტო: გამომცემლობა წიგნები ბათუმში
ამერიკელ მწერალს, ჰოვარდ ლავკრაფტს საშინელებათა ჟანრის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის: მეოცე საუკუნის დასაწყისში მან შექმნა ისეთი ნაწარმოებები, რომელთა კვალი ერთი საუკუნის შემდეგაც კი ატყვია თანამედროვე ჟანრულ ლიტერატურას.
მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები ქთულჰუს ძახილია, რომელიც იმდენად რეალისტურად მოგვითხრობს გამოგონილი შემზარავი მონსტრის შესახებ, რომ ბევრ მკითხველს დღემდე სჯერა მისი არსებობის.
10. ანიჰილაცია - ჯეფ ვენდერმეერი
ფოტო: გამომცემლობა პალიტრა L
2014 წელს ჯეფ ვენდერმეერმა გამოაქვეყნა წიგნი, რომელმაც წარმოუდგენლად რადიკალური, ურთიერთსაწინააღმდეგო შეფასებები დაიმსახურა - მკითხველთა ნაწილი აღფრთოვანებული იყო წიგნით, ნაწილს კი პირიქით - სძულდა ის.
ეს ფაქტი გასაკვირი სულაც არ არის, რადგან ანიჰილაცია მართლაც სრულიად უცნაური წიგნია, რომელიც კითხვის დასრულების შემდეგაც კი უამრავ სისხლისგამყინავ კითხვას გიტოვებს. ავტორი ახერხებს, რომ თავისი საოცრად დახვეწილი ენით წარმოუდგენლად მშვენიერი და ამავდროულად შემზარავი სამყარო მცირეტანიან წიგნში მომაჯადოვებლად აღწეროს.
ასევე იხილეთ:
-
საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით საინიციატივო ჯგუფი მთავრობას სთხოვს, მოაწესრიგოს საკანონმდებლო ბაზა ეკლესიის, სიწმინდეების და ისტორიული გმირების დაცვასთან დაკავშირებით
გადახედვა
-
1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს 1100-ზე მეტი AI თანამშრომელი აშშ-ს მთავრობას ტემპის დარეგულირებას სთხოვს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ დიუშენით დაავადებული ბექა შონიას სარჩელი სუნთქვის აპარატის და სამედიცინო მომსახურებების შინ მიღებაზე დააკმაყოფილა
გადახედვა
-
"არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გამოიწვიოს საპასუხო რეაქცია" — სალომე ზურაბიშვილი MMA-ის მებრძოლის მიერ დაფუძნებულ მოძრაობაზე "არავითარ შემთხვევაში ამან არ უნდა გამოიწვიოს საპასუხო რეაქცია" — სალომე ზურაბიშვილი MMA-ის მებრძოლის მიერ დაფუძნებულ მოძრაობაზე
გადახედვა
-
აშშ ჩინური ჰუმანოიდისა და ოთხფეხა რობოტების იმპორტს კრძალავს აშშ ჩინური ჰუმანოიდისა და ოთხფეხა რობოტების იმპორტს კრძალავს
გადახედვა
-
სალომე ზურაბიშილი: "ოცნების" დღევანდელი კურსი, რომელიც გაახმოვანა პაპუაშვილმა არის რუსეთის გზავნილი სალომე ზურაბიშილი: "ოცნების" დღევანდელი კურსი, რომელიც გაახმოვანა პაპუაშვილმა არის რუსეთის გზავნილი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით, ევროპის უნივერსიტეტმა სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა თიბისის მხარდაჭერით, ევროპის უნივერსიტეტმა სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლა
-
დააკავეს პირი, რომელმაც საზღვარზე მალულად 246 857 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა დააკავეს პირი, რომელმაც საზღვარზე მალულად 246 857 ლარის ღირებულების ოქროს ნაკეთობები გადმოიტანა
გადახედვა
-
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის $250 მლნ-ის სესხი დაამტკიცა აზიის განვითარების ბანკმა თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის $250 მლნ-ის სესხი დაამტკიცა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია საქართველოს ბანკის ბარათით გადახდა უკვე ქუთაისის საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც შესაძლებელია
-
შეწყვიტე ძიება, დაიწყე ჩატი: Glovo საქართველოში AI-ზე დაფუძნებულ შოპინგ ასისტენტს წარადგენს შეწყვიტე ძიება, დაიწყე ჩატი: Glovo საქართველოში AI-ზე დაფუძნებულ შოპინგ ასისტენტს წარადგენს
-
რეგიონული განვითარების სამინისტრო უქმდება, მოქმედი მინისტრი კახაბერ გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის I მოადგილედ ინიშნება რეგიონული განვითარების სამინისტრო უქმდება, მოქმედი მინისტრი კახაბერ გულედანი ინფრასტრუქტურის მინისტრის I მოადგილედ ინიშნება
გადახედვა
-
რეგიონული განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი თანამდებობა უქმდება და მეორე იქმნება — ვინ რომელ პოსტზე ინიშნება? რეგიონული განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო მინისტრის ერთი თანამდებობა უქმდება და მეორე იქმნება — ვინ რომელ პოსტზე ინიშნება?
გადახედვა
-
ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია ბავშვებისთვის სოციალური მედიის აკრძალვა ცუდი აზრია
გადახედვა
-
On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება On.ge-ის სახელის, ლოგოსა და ქარდის დიზაინის გამოყენებით სოციალურ ქსელებში თაღლითური სქემა ვრცელდება
გადახედვა
-
26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი 26 წლის რუსმა მსახიობმა პუტინს მიმართა, რომ ის მისი პრეზიდენტი არ არის და არც ყირიმია მათი
გადახედვა
-
კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს კადიროვის აცხადებს, რომ მისი ფონდი ღაზაში 1 მლნ ადამიანს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის გამოუქვეყნებელი მუსიკისა და ვიდეომასალის გავრცელებისთვის არიანა გრანდე ჰაკერებს უჩივის
გადახედვა
-
დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით დაქვეითებული სმენის მკურნალობაში გარღვევას ვუახლოვდებით
გადახედვა
-
ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს ერთი განცხადებით შეგიძლიათ გაათავისუფლოთ ქართველი ხალხი ამ საშინელი მოსკოვი-პეკინი-თეირანის დიქტატურისგან — ნათელაშვილის ტრამპს მიმართავს
გადახედვა
-
საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს საქართველოში დაკარგულ ტაილანდელ ბლოგერს ოჯახი მეორე კვირაა ეძებს
გადახედვა
კომენტარები